როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
როგორ დავზოგოთ საწვავი? რჩევები მანქანის ეკონომიური მართვისთვის
22.09.2015
რჩევები მათთვის, ვისაც უნდა, რომ ავტომობილი ეკონომიურად მართოს

იორგ პაულსენი მძიმეწონიანია, მაგრამ როცა საქმე ავტომობილის ეკონომიურად ტარებას ეხება, ეს მუხასავით კაცი ძალიან მოქნილი ხდება. ”საწვავის დაზოგვის ჩიპი ავტომობილის ძრავაში კი არა, მძღოლის ყურებს შორისაა ჩადებული, - ასეთია მისი ფილოსოფია, - ვისაც საწვავის დაზოგვა უნდა, თუ მანქანას სწორად მართავს, ხარჯს მაქსიმუმ 20 პროცენტით თავისუფლად შეამცირებს.” პაულუსი ასეთი სურვილით შეპყრობილ მძღოლებს სპეციალურ კურსებს უტარებს და ტრიუკების გაზიარებაზე სიამოვნებით დაგვთანხმდა. რა თქმა უნდა, ამ რჩევებთან ერთად აუცილებელია, რომ ძრავა გამართულად მუშაობდეს, დროულად ცვლიდეთ
საწვავის ფილტრს, ჰაერის ფილტრს, აალებად სანთლებს და ა.შ.

დაცალეთ საბარგულიAuto Bild

პირველ რიგში გაათავისუფლეთ თქვენი ავტომობილი ბალასტისგან. ამოიღეთ ყველაფერი, რაც ყოველდღე არ გჭირდებათ - თითოეულ გრამს მნიშვნელობა აქვს. წონის დაკლება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საწვავის ხარჯი შემცირდება.

დაიცავით დისტანცია

Auto Bildდისტანციის დაცვა შესაძლებლობას მოგცემთ, წინასწ
არ გათვალოთ ნებისმიერი სიტუაცია და თავიდან აიცილოთ როგორც სწრაფი მუხრუჭი (და შესაბამისად, ხუნდების ცვეთა), ასევე სიჩქარის თავიდან აკრეფა და იმ მომენტში საწვავის ხარჯის შესაბამისი მატება. ვინც დისტანციას იცავს, ქალაქში არაერთხელ მიეცემა იმის შანსი, რომ სიჩქარიდან ამოაგდოს და საწვავი ამითაც დაზოგოს. ასეთი მიდგომა სიჩქარეს არ დაგაკარგვინებთ და საწვავსაც დაგიზოგავთ.

როდის აქვს აზრი ძრავის გამორთვას?
Auto Bild
წამზომიანი შუქნიშანთან საწვავის ხარჯის დაზოგვის მიზნით ძრავის გამორთვას აზრი აქვს. თუ წითლის ხანგრძლივობა მინიმუმ 50-60 წამია, გამორთვას აზრი ნამდვილად აქვს, 10 ან 20-წამიან წითელზე კი - არა, რადგან თავიდან დაქოქვისას მანქანა დაზოგილზე მეტ საწვავს დახარჯავს. სტარტ-სტოპით აღჭურვილი ავტომობილები ამ საქმეს ავტომატურად აკეთებენ.

კარგად დაბერეთ საბურავები
Auto Bild
დაბერეთ საბურავები წიგნში მოცემულ, რეკომენდებულ მაქსიმალურ ნორმაზე 0.2-ით მეტით. ეს ამცირებს წინაღობას, ზოგავს საწვავს და იცავს საბურავებს.

ამოაგდეთ სიჩქარიდან

როგორც კი საშუალება მოგეცემათ, ამოაგდეთ სიჩქარიდან და გაათავისუფლეთ ძრავა უსარგებლო წნეხისგან. შეეცადეთ, შუქნიშანთან მიახლოვებისას, დაიცვათ დისტანცია და იმდენი მოახერხოთ, რომ მერე მანქანის ადგილიდან დაძვრა არ დაგჭირდეთ, რადგან ასეთ დროს ავტომობილი გაცილებით მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე მაშინ, როცა უკვე დაძრულს Auto Bildაჩქარებთ.

გადართეთ დროულად

ნუ დაგეზარებათ გადაცემების გადართვა და შეეცადეთ, რომ ტახომეტრის ისარი იშვიათად გადასცდეს 2000 ბრუნს. არასდროს დაიწყოთ მოძრაობა ძლიერი გაზით და როგორც კი სიჩქარე 20 კმ/სთ-ს მიაღწევს, მაშინვე გადართეთ მეორეში, 30 კმ/სთ-ს მიღწევის შემდეგ კი - მესამეში. მთავარია, ტახომეტრის ისარი 2000-ს იშვიათად ან საერთოდ არ ასცდეს.
Auto Bild
დასკვნა
ვისაც საწვავის ხარჯის შემცირება უნდა, ავტომობილი ინტელიგენტურად უნდა მართოს. ცხადია, რთულია იმის აღიარება, რომ ავტომობილის ტარებისას ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ ეს სულაც არ არის სამარცხვინო: ჩვენ ხომ ტარება გვასწავლეს და არა საწვავის ხარჯის დაზოგვა - შესაბამისად, ვატარებთ ისე, როგორც გვინდა და როგორც მოგვიხერხდება. ამ რჩევების გათვალისწინებით საწვავის ხარჯი მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 20 პროცენტით შემცირდება.

Auto Bild
ნუ დაგეზარებათ გადაცემების გადართვა და შეეცადეთ, რომ ტახომეტრის ისარი იშვიათად გადასცდეს 2000 ბრუნს

ასევე დაგაინტერესებთ:
ასე უნდა გადაუღოთ ფოტოები გასაყიდ ავტომობილს
Auto Bild


8 წესი ავტომობილის ჯანმრთელობისთვის
Auto Bild


როგორ დავემშვიდობოთ დაორთქლილ მინებს მანქანაში?
Auto Bild


როგორ უნდა ვიცნოთ ჯანმრთელი ძრავა?
Auto Bild


რა დროს რა უნდა გამოვუცვალოთ მანქანას?
Auto Bild


როგორ მივხვდეთ, ნაავარიებია თუ არა ავტომობილი?
Auto Bild

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.