ღირსეული ქართველი ქალი მძღოლები: სოფი, მაია და ლელე
ღირსეული ქართველი ქალი მძღოლები: სოფი, მაია და ლელე
16.05.2016
ავტო და მოტოსპორტი მამაკაცურ საქმიანობად მიიჩნევა. თუმცა, სპორტის ამ სახეობას საქართველოში სამი ისეთი მიმდევარი ქალი ჰყავს, რომლებმაც სტერეოტიპები დაამსხვრიეს და დიდ გამარჯვებებს მიაღწიეს.

სოფი ხოჯავა ძალიან წარმატებული დრიფტერია, ელენე (ლელე) ალაშვილი - მოტო მრბოლელი, მაია გოშაძე კი - ოფროუდერი. სამივეს განსხვავებული სამყარო აქვს – ამაღელვებელი და ძალიან საინტერესო. მათ ადრენალინის, ექსტრემის, თავგადასავლებისა და როგორც თავად ამბობენ, ”საბურავის სუნის” სიყვარული აერთიანებთ...

Auto Bild

ერთმანეთი შეჯიბრებებზე, რამდენიმე წლის წინ გაიცნეს. დღემდე მეგობრობენ და გულშემატკივრობენ ერთმანეთს. ღირსეულ კონკურენციას უწევენ მამაკაცებს ამ სფეროში და ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯებიან.
თვლიან, რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა აკეთოს საყვარელი საქმე, მაშინაც კი, თუ რუტინული სამსახური აქვს.

სოფი ხოჯავა მანქანას 12 წლიდან ატარებს. სამსახურიდან დაბრუნებულ მამას, ჩუმად გასაღებს აცლიდა, რომ ღამღამობით მისი მანქანით ქუჩებში ეხეტიალა. როგორც თავად ამბობს, სისწრაფე ბავშვობიდან უყვარდა და ნელა ვერასოდეს ატარებდა. ავტოსპორტში მონაწილეობა დაახლოებით თერთმეტი წლის წინ - ”დრაგით” დაიწყო, მერე წყვილთა რბოლებზე
და წრიულ რბოლაზე გადავიდა. მისი საყვარელი სახეობა კი ”დრიფტი” აღმოჩნდა. სოფის უამრავი ჯილდო და მედალი აქვს აღებული და სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ შეჯიბრზე ბევრჯერ გაუმარჯვია. მანქანას საკუთარი ხელითაც უკეთებს მოდიფიცირებას.

Auto Bild

პროფესიით არქიტექტორია და ეს საქმეც ძალიან უყვარს. მას სამი სამსახური და საკუთარი ბარი აქვს, რომლის დიზაინზეც თავადვე იზრუნა. ჰყავს მეუღლე და რვა წლის შვილი. დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, სოფი მაინც ახერხებს დრო საყვარელ საქმეს დაუთმოს. მისი აზრით, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე აკეთებენ იმას, რაც არ უყვართ, უბედურები არიან...

ლელეს ”მოტოქროსი” ბავშვობიდან იზიდავდა, მაგრამ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მოტოციკლი ეყოლებოდა და რბოლაში მიიღებდა მონაწილეობას. მისი მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, რადგან თვლიდნენ, რომ მოტო ”ხულიგნების ტრანსპორტი” იყო. დიდი ბრძოლის შემდეგ, ლელეს საკუთარი მოტოციკლი ჰყავდა. მოტო სკოლაში ისე მივიდა, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს. მართვის მოწმობა მეოთხე დღეს აიღო და მეგობრის მოტოციკლიც უპრობლემოდ გაატარა. ახლა, წრიულ რბოლებზე აქტიურად და წარმატებულად ასპარეზობს. ქალაქში გადაადგილებისას, გრძელ ნაწნავს ქურთუკში მალავს, რადგან იმ მამაკაცების მძაფრი რეაქციები თავიდან აირიდოს, რომლებიც გოგო ”ბაიკერს” ხან გზას გადაუჭრიან, ხან ქუჩაში რბოლას უმართავენ.

Auto Bild

მაია გოშაძე ერთადერთი ”ოფროუდერი” ქალია მთელს ამიერკავკასიაში, რომელიც სხვადასხვა შეჯიბრზე წარმატებით ასპარეზობს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასობით და ზოგჯერ ათასობით კილომეტრსაც გადიან, რომ მოხვდნენ იქ, სადაც ჭუჭყსა და ტალახს ყველაზე მეტი ფასი აქვს, სადაც ჰაერი ადრენალინით იჟღინთება და იწყება ბრძოლა დაბრკოლებების გადასალახად. ოფროუდერები ჩადიან ტალახში, რათა ღირსეულად გამოაღწიონ იქიდან! ოფროუდი არის სპორტის სახეობა ავტომოყვარულებისთვის, სადაც ხდება ავტომობილის და ეკიპაჟის (პილოტი და შტურმანი) გამოცდა. მას რამდენიმე სახეობა აქვს და შესაბამისად, შეჯიბრებებიც განსხვავებულია.

Auto Bild

Auto Bild

- როგორ გაიცანით ერთმანეთი?

მაია: მე ვიცოდი რომ ავტოსპორტის ერთ-ერთ სახეობაში ქალი ასპარეზობდა და სოფის სანახავად შეჯიბრზე წავედი. მაშინ ლელე ჯერ არ იყო მოტოსპორტში.

სოფი: წყვილთა რბოლის შეჯიბრზე გამოვდიოდი, რაღაც ნანგრევებზე ორი ქალი იდგა და ჩემს სახელს ყვიროდა. აზრზე არ ვიყავი ვინ იყვნენ. ოფროუდერი ქალის შესახებ მსმენოდა, მაგრამ პირადად არასოდეს მენახა. მე სულ ვეძებდი ავტოსპორტის მოყვარულ გოგოებს, რადგან ძალიან ცოტანი ვართ. მაია ხშირად ესწრებოდა ჩემს შეჯიბრებებს და სწორედ ასე გავიცანი. რაც შეეხება ლელეს, მას 2007 წლიდან ვიცნობ. ძმასთან ერთად დადიოდა და სურათებს იღებდა. ძალიან იზიდავდა ეს სფერო. ყველგან დამყვებოდა და გვერდში მედგა. სხვა ქალებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვთავაზობთ ერთმანეთს კაფეში შეხვედრას, უბრალოდ ვეკითხებით ერთმანეთს - რამე ხომ არ გავაფუჭოთ?

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ინტერვიუ სრულად

ავტორი: თეა ინასარიძე
წყარო: ”ბომონდი” - www.beaumonde.ge

ასევე იხილეთ:
ჩვენი საამაყო კაცი
ინტერვიუ დათა ქაჯაიასთან

Auto Bild


გაიცანით ანი - საქართველოს ნაკრების ავტომოყვარული ფეხბურთელი
Auto Bild


ქართველი ლეგენდა საჭესთან - გიორგი ქინქლაძის ბენტლი
Auto Bild


გიორგი ჯანელიძე - მშვიდი მძღოლი განსხვავებული ოცნებით
Auto Bild


ვასიკო ოდიშვილის ავტოფილოსოფია
Auto Bild


დათო ტურაშვილი: კარგი მძღოლი არის ის, ვინც...
Auto Bild


გაიცანით სამარცხვინო მძღოლების რისხვა
Auto Bild


ქართველი მძღოლების ყველაზე გავრცელებული შეცდომები
ზურაბ ბეჟაშვილი: 70-მა პროცენტმა მართვა არ იცის!

Auto Bild


ცხოვრებას სინამდვილეში არანაირი წესი არ აქვს...
მიხაელ შუმახერის ცნობილი გამონათქვამები

Auto Bild


აირტონ სენას ცნობილი გამონათქვამები
Auto Bild


პლანეტის ყველაზე სექსუალური ავტომრბოლი ქალები
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად