ქართველი მძღოლების ყველაზე გავრცელებული შეცდომები ზურაბ ბეჟაშვილის აზრით: 70-მა პროცენტმა მართვა არ იცის!
ქართველი მძღოლების ყველაზე გავრცელებული შეცდომები ზურაბ ბეჟაშვილის აზრით: 70-მა პროცენტმა მართვა არ იცის!
04.11.2015
ქართველი მძღოლების ყველაზე გავრცელებული შეცდომები ზურაბ ბეჟაშვილის აზრით

ზურაბ ბეჟაშვილი დიდი ხანია ავტოსპორტში ასპარეზობს. არაერთხელ მოიპოვა უძლიერესის სახელი საქართველოს ჩემპიონატში Formula Vostok-ის, Formula 3-ის და ტურინგქარის კლასში. ამ ხნის მანძილზე დიდი გამოცდილება დააგროვა როგორც ავტომრბოლელის, ისე მძღოლის რანგში და ვინ, თუ არა მან, იცის, რას ნიშნავს, იყო პროფესიონალი მძღოლი, რომელმაც მრავალი სიტუაციიდან გამოსავალი უნდა იპოვოს.

ამასთან დაკავშირებით სწორედ ზურაბს მივაკითხეთ და ქართველი მძღოლების ათი ყველაზე გავრცელებული შეცდომის ჩამოთვლა ვთხოვეთ.

- ბატონო ზურაბ, 28 წელია ავტოსპორტში მოღვაწეობთ. ამ ხნის მანძილზე უამრავ
მეტოქეს შეხვედრიხართ და საინტერესოა, ვისთან გიძნელდებოდათ პაექრობა?


- მრავალნაირ მეტოქეს შევხვედრივარ, მაგრამ ქართველები მაინც ყველაზე ძლიერები ვართ. 2001 წლიდან რბოლები ძალიან საინტერესო გახდა, რადგან სწორედ მაშინ შემოგვემატნენ მევლუდ მელაძე, ოთარ თავართქილაძე, არჩილ ბიძინაშვილი, მოგვიანებით დათა ქაჯაია, რომელსაც ”ევროტურინგქარში” გამარჯვებას და ტიტულს ვულოცავ.

- რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი ორთაბრძოლა თქვენ კარიერაში?

- მაგალითად ის რბოლა, როცა 16-კილომეტრიან დოპზე 31 წამი მოვიგე 2005 წელს. წვიმაში ორ უძლიერეს მეტოქეს ერთდროულად გარედან გავასწარი 2010 წელს. ეთხელ, ბოლო წრეზე, ბოლო მოსახვევში გავასწარი უძლიერეს ავტომრბოლელს. საქართველოს ჩემპიონატის ეტაპზე, ვარკეთილის რბოლაში, მსუბუქად
დაზიანებული ავტომობილით ვაჩვენე პირველი დრო. ”ფორმულა ვოსტოკით” 1989 წელს ვაჩვენე 1 წუთი და 47 წამი და ნაკრებში ამიყვანეს. 1993 წელს „ფორმულა 1600-ით” დავაფიქსირე 1 წუთი და 39 წამი. ჩემ მიერ აწყობილი 2108-ის სპორტული ვერსიით მოვუგე ”ჰონდა სივიკით” მოასპარეზებს და ერთხელ ავტომრბოლელს, რომელიც ”სუბარუ იმპრეზათი” გამოდიოდა (სიმძლავრე: 280 ცხენის ძალა 120-ის წინააღმდეგ).

- თქვენნაირ კარიერაზე ბევრი დამწყები მრბოლელი ოცნებობს...

- მგონი შევძელი, მაქსიმუმისთვის მიმეღწია, თუმცა გაცილებით უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა.

- საინტერესოა ძველი თაობის ქართველი მძღოლების თანამედროვე ქართველ მძღოლებთან შედარება.

- უხერხულ ან ექსტრემალურ სიტუაციებში მოხვედრისას, მძღოლები ერთმანეთს აბრალებენ შეცდომებს და ჰგონიათ, რომ ერთიმეორეზე უფრო კარგად მართავენ ავტომობილს. სინამდვილეში 70-მა პროცენტმა მართვა არ იცის, უმეტესობამ კი -მოძრაობის წესები. რა თქმა უნდა, ახალი თაობა უკეთ ერკევა ტექნიკაში, მაგრამ ყველას ჭირდება სწავლა, პრაქტიკა და გამოცდილების შეძენა.

რაც შეეხება მძღოლების ძირითად შეცდომებს, აი, ისინიც:
Auto Bild
► საგზაო ნიშნების და მოძრაობის წესების არცოდნა ან ფეხებზე დაკიდება.
► ახალგაზრდა მძღოლების ზედმეტი თავდაჯერებულობა და დაუფიქრებელი რისკი.
► ნასვამი ადამიანი საჭესთან - თუმცა, წესით ისე უნდა დაიყოს, როგორც უცხოეთშია: მსუბუქი, საშუალო და მძიმე სიმთრალე.
► უძილო და გადაღლილი ადამიანი საჭესთან - უნდა გადავაყენოთ ავტომობილი უსაფრთხო ადგილას, ოდნავ ჩავწიოთ ფანჯრები, დავკეტოთ კარები და დავისვენოთ.
► ნერვიულობა და კამათი საჭესთან ჯდომის პერიოდში, ყურადღების გაფანტვა.
► მობილურზე საუბარი, ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და სოციალური ქსელებით სარგებლობა ავტომობილის მართვისას. აქვე: მოულოდნელი სიტუაციებისთვის მოუმზადებლობა, დაბნეულობა.
► სიჩქარის გადაჭარბება - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც ხშირად ფატალური შედეგით მთავრდება.
► უსაფრთხოების ღვედებზე უარის თქმა - ზედმეტი თავდაჯერებულობის კიდევ ერთი შედეგი.
► ბავშვის სავარძლის გამოუყენებლობა, არასწორად დამაგრება ან ბავშვის წინა სავარძელზე დასმა. აღარაფერს ვამბობ ბავშვის საჭესთან, მძღოლის კალთაში ჯდომაზე.
► შორ მანძილზე მგზავრობისას ავტომობილის არასათანადოდ მომზადება, ცეცხმაქრის, ”აფთიაქის”, სათადარიგო ბორბლის და იარაღების არქონა.
► კლიმატური პირობების გაუთვალისწინებლობა - საბურავების არასწორად ამორჩევა.
ესაუბრა დავით ჩუბინიძე

ზურაბ ბეჟაშვილი - რეკორდსმენი ჩემპიონი

Auto Bild
მევლუდ მელაძე, ზურაბ ბეჟაშვილი და გიორგი ოგბაიძე

ზურაბ ბეჟაშვილი ავტოსპორტში 1987 წლიდან ასპარეზობს და 28 წლის მანძილზე, სეზონის ბოლოს პოდიუმს მიღმა არცერთხელ არ დარჩენილა. ბეჟაშვილი ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობებში საქართველოს 16-გზის ჩემპიონია, რალიში ევროპის ეტაპის სამგზის პრიზიორია, ეკუთვნის 11 რეკორდი რუსთავის ავტოდრომზე და იყო საქართველოს ნაკრების წევრი.

ასევე დაგაინტერესებთ:
დათო ტურაშვილი: კარგი მძღოლი არის ის, ვინც...
Auto Bild


წლის კაცი, Tesla-ს შეფი ელონ მასკი: შეუძლებელი არაფერია!
Auto Bild


გაიცანით სამარცხვინო მძღოლების რისხვა
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად