დათო ტურაშვილი: კარგი მძღოლი არის ის, ვინც...
დათო ტურაშვილი: კარგი მძღოლი არის ის, ვინც...
04.03.2013

„ჩემთვის კარგი მანქანა არის პატარა, გამძლე და ეკონომიური“

ნიჭიერი ადამიანები თავისებური ხალხია. დათო ტურაშვილიც არაორდინალური შემოქმედია - მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი, რომლის სიტყვასა და ნაწერს განსაკუთრებული ელფერი და ფასი აქვს. ტურაშვილს, როგორც დისიდენტური ბუნების ადამიანს, ყველა იცნობს და ყველა აფასებს. რაც შეეხება მის ავტოფილოსოფიას, ამას აქვე, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაეცნობით.


 


AUTO BILD: ყველაფერი პირველი განსაკუთრებულია - რომელი იყო თქვენი პირველი ავტომობილი?


დათო ტურაშვილი: ავტომობილი მაჩუქეს ორჯერ: პირველი იყო „ჟიგული“, 05, რომელიც მერე გავყიდეთ, მეორე კი - პატარა „ტოიოტა იარისი“,

რომელიც მგონი საუკეთესოა მსოფლიოში, რადგან საწვავი ფაქტობრივად არ სჭირდება და თანაც ყველაფერს უძლებს.


AUTO BILD: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თქვენთვის კარგი ავტომობილი?


დათო ტურაშვილი: ჩემთვის კარგი მანქანა არის პატარა, გამძლე და ნაკლებხარჯიანი.


AUTO BILD: რამდენად კარგად გესმით ავტომობილი? თვითონ თუ შეგიკეთებიათ?


დათო ტურაშვილი: ავტომობილებში საერთოდ ვერ ვერკვევი და მართვის გარდა არაფერი ვიცი.


AUTO BILD: უსაფრთხოების ღვედს როგორ ეგუებით?Auto Bild


დათო ტურაშვილი: ფაქტია, რომ ყველანი ადვილად მივეჩვიეთ.


AUTO BILD: რამდენად მოწესრიგებული მძღოლი ხართ?


დათო ტურაშვილი: მანქანას იშვიათად ვატარებ, ძირითადად ფეხით დავდივარ, მაგრამ თუ მომიწევს საჭესთან ჯდომა, ყოველთვის

ვცდილობ, მოძრაობის წესები არ დავარღვიო.


AUTO BILD: როგორ მძღოლს უწოდებთ კარგ მძღოლს?


დათო ტურაშვილი: ჩემი აზრით, კარგი მძღოლი არის ის, ვინც სხვაზე ზრუნავს.


AUTO BILD: მანქანა თქვენთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა, თუ სხვა რამესაც ნიშნავს?


დათო ტურაშვილი: ფეხით სიარული მირჩევნია...


AUTO BILD: ნასვამ მდგომარეობაში მჯდარხართ საჭესთან?


დათო ტურაშვილი: ერთხელ ვიჯექი, ახალგაზრდობაში და რომ მახსენდება, ახლაც ძალიან მრცხვენია.


AUTO BILD: როგორ ფიქრობთ, ჩვენთანაც უნდა იზომებოდეს ალკოჰოლის დოზა ნასვამი მძღოლის დაჯარიმებისას?


დათო ტურაშვილი: ევროპელებისაგან იმით განვსხვავდებით, რომ ჩვენ ზომიერად სმა არ შეგვიძლია...


AUTO BILD: ავტობანზე სისწრაფე ლიმიტირებულია და 110 კმ/სთ- შეადგენს - ეს დისკომფორტს გიქმნით?


დათო ტურაშვილი: არა.


AUTO BILD: ქართველი მძღოლის ფენომენზე რას გვეტყვით?


დათო ტურაშვილი: ჩვენს განსაკუთრებულ უცნაურობაზე ნამდვილად მეტყველებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში არ არსებობს მეორე ქალაქი, სადაც ამდენი დიდი და შავი ავტომობილი დადის. იმ ავტომობილებს ვგულისხმობ, ყველას „ჯიპებად“ რომ მოვიხსენიებთ. ევროპაში პირიქითაა - ასეთი გრანდიოზული „ჯიპებით“ მხოლოდ სოფლებში და მთებში დადიან...


AUTO BILD: შეაფასეთ ქართული საგზაო/საავტომობილო რეალობა ერთი სიტყვით.


დათო ტურაშვილი: უმძიმესი!


ასევე იხილეთ:

გიორგი ქინქლაძე და მისი ბენტლი

Auto Bild

რომელს ისურვებდით ცოლად ან საყვარლად - მანქანა რომ ქალი იყოს?
Auto Bild


უკრაინის პოლიციის სექს-სიმბოლო: ლიუდმილა მილევიჩი
Auto Bild

გოგო მანქანით ასე უნდა გაასეირნო...
Auto Bild


სილამაზე ამერიკულად 2016
Auto Bild


პირელის სულ სხვანაირი კალენდარი
Auto Bild


Fatal error: Cannot redeclare class Shortener in /var/www/html/www.autobild.ge/administrator/components/com_shortener/helpers/shortener.php on line 16