პატარა შუმახერი მამაზე ალაპარაკდა - პირველად დაცემის შემდეგ
პატარა შუმახერი მამაზე ალაპარაკდა - პირველად დაცემის შემდეგ
29.03.2017
მალე ფორმულა 3-ის ახალი სეზონი იწყება, რომელშიც, მიხაელ შუმახერის შვილი, 18 წლის მიკ შუმახერი მონაწილეობს. სეზონის დაწყების წინ მან მამის შესახებ პირველად ისაუბრა მას შემდეგ, რაც 48 წლის შუმი სამი წლის წინ თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და დღემდე მძიმე მდგომარეობაშია.

”მამაჩემი ჩემთვის მისაბაძი მაგალითია. ის საუკეთესოა და ამიტომაცაა ჩემი კუმირი!” - განაცხადა მიკ შუმახერმა ტელეკომპანია RTL-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. სამწუხაროდ, მიკს არაფერი უთქვამს მიხაელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
  • ოჯახის გადაწყვეტილებით, უკვე თითქმის ორი წელიწადია, არ ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, თუ როგორაა სინამდვილეში ”შუმი”.
Auto Bild

როგორც
იცით, მიხაელ შუმახერი 2013 წლის დეკემბერში, თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და თავის ტვინის უმძიმესი დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც ჯერ კომაში იყო, ახლა კი მის შესახებ ოფიციალური ცნობები არ ქვეყნდება. შესაბამისად, ექიმების, ახლობლების და ოჯახის წევრების გარდა, ფაქტობრივად არავინ იცის, როგორაა ”შუმი”. ფაქტია, გამოჯანმრთელებული რომ იყოს, ამას არავინ დაგვიმალავდა.

Auto Bild

მიკ შუმახერმა ”ბილდსაც” მისცა ინტერვიუ, სადაც აღნიშნა, რომ მისი მიზანი ფორმულა 1-ში ასპარეზობა და მსოფლიოს ჩემპიონობაა: ”რა თქმა უნდა, მეც იმაზე ვოცნებობ, რომ მამაჩემის გზა გავიარო და ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე. ყველა მრბოლელი ხომ სწორედ ამაზე
ოცნებობს.”

”მიკი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი. რა თქმა უნდა, მას აქვს იმის პოტენციალი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმოს,” - ეს მიკ შუმახერის გუნდის შეფის, რენე როზინის სიტყვებია.

Auto Bild

ფორმულა 4-ში ასპარეზობისას მიკ შუმახერი ყურადღების ცენტრში ყოფნას გაურბოდა და არსად ჩნდებოდა. ახლა კი, მას მერე, რაც ფორმულა 3-ში გადაინაცვლად, ინტერვიუებსაც ხშირად იძლევა და საზოგადოებაშიც უფრო და უფრო ხშირად ჩნდება. ისევე, როგორც დიდ შუმის, მიკსაც უყვარს ფეხბურთის თამაში და თავისუფალ დროს, სხვა მრბოლელებთან ერთად ხშირად ნახავთ საფეხბურთო მოედანზე.

ასევე დაგაინტერესებთ:
შუმახერი ფეისბუქზეა
Auto Bild


ასევე იხილეთ:
შუმახერის მერსედესი იყიდება!
Auto Bild


ცხოვრებას სინამდვილეში არანაირი წესი არ აქვს
მიხაელ შუმახერის ცნობილი გამონათქვამები

Auto Bild


ლეგენდა არ მოკვდება - ცოტა რამ დიადი შუმის დიდი კარიერიდან
Auto Bild


ფერარის ყოფილი ბოსი: შუმახერი განადგურებულია...
Auto Bild


შუმახერის შვილები მამის კვალზე
Auto Bild


შუმახერის პირადი ფოტოები ბავშვობიდან დღემდე
Auto Bild


აირტონ სენას ცნობილი გამონათქვამები
Auto Bild


სენა ფიქრობდა, რომ უკვდავი იყო...
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად