შუმახერი ფეისბუქზეა
შუმახერი ფეისბუქზეა
13.11.2016
1994 წლის 13 ნოემბერი, ავსტრალია. მიხაელ შუმახერი (მაშინ 25 წლის) პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ფორმულა 1-ში.

ზუსტად 22 წლის შემდეგ, მიხაელს ფეისბუქზე თავისი საკუთარი, ოფიციალური გვერდი აქვს. ასევე ინსტაგრამზეც. ამ დღეებში კი მიხაელის ოფიციალური გვერდი ”თვითერზეც” შეიქმნება.

Schumi goes online!


როგორც იცით, მიხაელ შუმახერი 2013 წლის 29 დეკემბერს მერიბელში (საფრანგეთი) თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და ტვინისა და თავის ქალის უმძიმესი დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც, რამდენიმე დღის განმავლობაში სიკვდილს ებრძოდა, მერე თვეების განმავლობაში კომაში იყო, ახლა კი, უკვე წელიწადზე მეტია, მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, არავითარი ოფიციალური ცნობები არ ვრცელდება.

Auto Bild

სოციალურ ქსელებში, შუმის ”ექაუნთებს” მისი მენეჯერი საბინე კემი მართავს, რომელიც ამბობს: ”ეს გვერდები Auto Bildარის მიხაელის ფანებისთვის გადახდილი მადლობა წლების მანძილზე უდიდესი მხარდაჭერისთვის. მოგვდიოდა წერილები, ფანები გვწერდნენ, რომ არ იცოდნენ, სად გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები და სურვილები, სად გაეხსნებინათ მიხაელის შესანიშნავი წარმატებები. ახლა ჩვენ უკვე გვაქვს შუმის ოფიციალური გვერდები, სადაც ყველაფერი შეუძლიათ.”

შუმის ფეისბუქის გვერდს უკვე მილიონზე მეტი ”ფოლოვერი” ჰყავს. არადა, გვერდი დღეს (13 ნოემბერს), დილის 9:21-ზე გაიხსნა პოსტით: ”კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მიხაელის ფარეხში!..”

შუმის გულშემატკივრებს, პირველ რიგში,
რა თქმა უნდა, მიხაელის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებთ, მაგრამ ოფიციალურ გვერდებზე არსად წერია, როგორ არის ფორმულა 1-ის ლეგენდა. ბევრ გულშემატკივარს სოციალურ ქსელებში გვერდების გახსნის შემდეგ იმედი გაუჩნდა, რომ სულ მალე შუმახერის შესახებ სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდება.

ასევე იხილეთ:
შუმახერის მერსედესი იყიდება!
Auto Bild


ცხოვრებას სინამდვილეში არანაირი წესი არ აქვს
მიხაელ შუმახერის ცნობილი გამონათქვამები

Auto Bild


ლეგენდა არ მოკვდება - ცოტა რამ დიადი შუმის დიდი კარიერიდან
Auto Bild


ფერარის ყოფილი ბოსი: შუმახერი განადგურებულია...
Auto Bild


შუმახერის შვილები მამის კვალზე
Auto Bild


შუმახერის პირადი ფოტოები ბავშვობიდან დღემდე
Auto Bild


აირტონ სენას ცნობილი გამონათქვამები
Auto Bild


სენა ფიქრობდა, რომ უკვდავი იყო...
Auto Bild

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად