ფერარის ყოფილი ბოსი: შუმახერი განადგურებულია...
ფერარის ყოფილი ბოსი: შუმახერი განადგურებულია...
05.02.2016
როგორ არის მიხაელ შუმახერი? 47 წლის შუმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ცნობები ძალიან იშვიათად ვრცელდება... მიხაელმა 2013 წლის 29 დეკემბერს მომხდარი საშინელების შემდეგ ბევრი რამ გადაიტანა და ჯერ კიდევ იბრძვის, რომ სრულად გამოჯანმრთელდეს. ფორმულა 1-ში მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონის მდგომარეობის შესახებ ახლა ”ფერარის” ყოფილმა შეფმა, 68 წლის ლუკა დი მონტეძემოლომ ისაუბრა.

”მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კარგი ამბები არ მაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ მე ყოველთვის ინფორმირებული ვარ იმის შესახებ, თუ როგორაა შუმახერი. სამწუხაროდ, თხილამურებით სრიალის დროს მომხდარმა ერთმა უიღბლო შემთხვევამ მიხაელი
გაანადგურა. დიახ, ის ცოცხალია, მაგრამ განადგურებული! ვინც ფიქრობს, რომ მიხაელი ცუდი მოთხილამურე იყო, ძალიან ცდება. ვინც ჭორებს ავრცელებს, რომ შუმი ზედმეტად რისკიანად სრიალებდა, ცრუობს. მიხაელი ავტორბოლების დროსაც ფრთხილი იყო და მაშინაც, როცა თხილამურებზე იდგა,” - უთხრა იტალიელ ჟურნალისტს ლუკა დი მონტეძემოლომ, რომელიც ახლა იტალიური ავიაკომპანია Allitalia-ს შეფია.

Auto Bild
2007 წელი: შუმი და დი მონტეძემოლო ფრანკფურტში, ”ფერარის” პრეზენტაციაზე

”მიხაელი გენიალური ავტომრბოლი იყო, - დასძენს დი მონტეძემოლო, - ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. ჩვენი შვილები ფაქტობრივად ერთად გაიზარდნენ. შუმახერი არა მარტო დიდი პროფესიონალი, არამედ ბრწყინვალე ადამიანიცაა. შოკირებული
ვარ იმით, რომ ამ ლეგენდარულ ავტომრბოლს ეს ყველაფერი მაინცდამაინც თხილამურებით სრიალის დროს დაემართა. ასეთი უცნაურია ცხოვრება. თავის კარიერაში მას მხოლოდ ერთხელ ჰქონდა ავარია და ის ავარიაც ჩვენი შეცდომის გამო მოხდა და არა შუმახერის!” – ”ფერარის” ყოფილი ბოსი 1999 წელს სილვერსტოუნზე მომხდარ მძიმე ავარიას გულისხმობს, რომლის დროსაც შუმახერმა ფეხი მოიტეხა. მაშინ მის ბოლიდს მუხრუჭის დეფექტი აღმოაჩნდა.

გერმანულმა გაზეთმა ”ბილდმა” დი მონტეძემოლოს განცხადებებზე კომენტარის გაკეთება მიხაელ შუმახერის მენეჯერ საბინე კემს სთხოვა, მაგრამ ამ უკანასნელმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ლუკა დი მონტეძემოლო ”ფერარიში” 1991-დან 2014 წლამდე მოღვაწეობდა და იმ პერიოდში შუმიმ მსოფლიოს ჩემპიონის 5 ტიტული მოიპოვა. სწორედ დი მონტეძემოლოს დამსახურებაა, რომ შუმახერი თავის დროზე ”ბენეტონიდან” ”ფერარიში” გადავიდა. სწორედ აქედან იწყება მათი მეგობრობა.

Auto Bild

გაგახსენებთ, რომ მიხაელ შუმახერი 2013 წლის 29 დეკემბერს მერიბელში (საფრანგეთი) თხილამურებით სრიალის დროს დაეცა და ტვინისა და თავის ქალის უმძიმესი დაზიანებები მიიღო, რის შემდეგაც, რამდენიმე დღის განმავლობაში სიკვდილს ებრძოდა, მერე თვეების განმავლობაში კომაში იყო, ახლა კი მას საუკეთესო ექიმები შვეიცარიაში, საკუთარ სახლში მკურნალობენ.

Auto Bild

Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
შეუძლია თუ არა შუმახერს სიარული?
როგორაა შუმი სინამდვილეში?

Auto Bild


შუმახერი სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძვის!
Auto Bild


შუმახერის შვილები მამის კვალზე
Auto Bild


შუმახერის პირადი ფოტოები ბავშვობიდან დღემდე
Auto Bild

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად