შუმახერის მერსედესი იყიდება!
შუმახერის მერსედესი იყიდება!
18.07.2016
აი, ეს ”მერსედესი” იყიდება ამჟამად ბერლინში. ეს გახლავთ 1998 წელს გამოშვებული Mercedes E 55 AMG T-Modell, რომლის პირველი მფლობელი ფორმულა 1-ის ლეგენდა მიხაელ შუმახერი იყო.

Auto Bild
ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ კარგად გამოიყურება

ფასით დავიწყოთ: ვერცხლისფერი Mercedes E 55 AMG T-Modell, რომლითაც სულ თავიდან მიხაელ შუმახერი დადიოდა, 119 950 ევრო ღირს. იმ ფაქტს, რომ ამ ”ბენცის” პირველი მფლობელი სწორედ შუმი იყო, ოფიციალური დოკუმენტები ადასტურებენ. 1998 წლის ივლისში გამოშვებულ ამ სუპერ-კომბის 198 000 კილომეტრი აქვს გავლილი, ახლახან გაიარა გერმანული ტექ. დათვალიერება (TUV) და
ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ კარგად გამოიყურება. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მანქანას ახლახან გამოუცვალეს სამუხრუჭე სისტემა და საბურავები.

Auto Bild

რაც შეეხება კომპლექტაციას: ავტომობილს ფაქტობრივად არაფერი აკლია - ნავიგაციით დაწყებული, ვიდრე Linguatronic-მდე. აქვს კლიმატკონტროლი, ქარხნული სიგნალიზაცია, პარკტრონიკი, Bose-ის აუდიო-სისტემა, სპორტული სავალი ნაწილი LM-დისკებით და ა.შ.

Auto Bild

მისი ძრავა AMG-ის 8-ცილინდრიანი აგრეგატია, სიმძლავრე - 354 ცხენის ძალა. აღსანიშნავია, რომ ძრავა და ავტომატური გადაცემათა კოლოფი ხელუხლებელია. სტანდარტი - ევრო 4.

განცხადებაზე გადასასვლელი ლინკი

Auto Bild

ასევე იხილეთ:
ცხოვრებას სინამდვილეში არანაირი წესი არ აქვს
მიხაელ შუმახერის ცნობილი გამონათქვამები

Auto Bild


ლეგენდა არ მოკვდება - ცოტა რამ დიადი
შუმის დიდი კარიერიდან

Auto Bild


ფერარის ყოფილი ბოსი: შუმახერი განადგურებულია...
Auto Bild


შუმახერის შვილები მამის კვალზე
Auto Bild


შუმახერის პირადი ფოტოები ბავშვობიდან დღემდე
Auto Bild


აირტონ სენას ცნობილი გამონათქვამები
Auto Bild


სენა ფიქრობდა, რომ უკვდავი იყო...
Auto Bild


ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად