მევლუდ მელაძის სამყარო - როცა შენს საქმეში პირველი ხარ!
მევლუდ მელაძის სამყარო - როცა შენს საქმეში პირველი ხარ!
05.08.2016
არიან ადამიანები, რომლებიც პირველები არიან თავის საქმეში და მევლუდ მელაძე სწორედ ასეთია. თუ თემა ავტომობილებს, ან ავტოსპორტს ეხება, პირველი სწორედ მევლუდი გახსენდება. თუ საავტომობილო თემაზე კომპეტენტური რჩევის, ან აზრის მოსმენა გინდა, სწორედ მევლუდს უნდა მიმართო...

Auto Bild

იყო პირველი შენ საქმეში, ეს განსაკუთრებული უნარი და რჩეულთა ხვედრია. თავად მევლუდი ამბობს, რომ ამაზე არასდროს უფიქრია და არც მიზნად დაუსახავს - უბრალოდ, აკეთებდა და აკეთებს იმას, რაც ყოველთვის ყველაზე მეტად უყვარდა და ყველაზე კარგად გამოსდიოდა. ესაა მისთვის ყველაფერი, მთელი ცხოვრება, რომელშიც თავს იდეალურად გრძნობს.
სწორედ საქმისადმი დიდმა სიყვარულმა მოიტანა აღიარება და დაფასებაც.Auto Bild

რა გასაკვირია, რომ მევლუდ მელაძე მეუღლეს საქმემ შეახვედრა - სალომე გველესიანი ჟურნალისტია და ყველაფერი, რა თქმა უნდა, ინტერვიუთი დაიწყო.

ჟურნალის რედაქტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინტერვიუ საავტომობილო თემაზე უნდა გაკეთებულიყო, რესპოდენტს კი ის ესტუმრებოდა, რომელსაც ეს თემა ყველაზე უკეთ ესმოდა. შემდეგ დაინტერესდა, იცოდა თუ არა ვინმემ, რა იყო პროტექტორი და როდესაც პასუხი სალომესგან მიიღო, დიდხანს აღარ უფიქრია - მევლუდთან სწორედ ის გაუშვა...

დღეს, სალომეს ქართული ავტოსპორტის სამყაროში მევლუდზე არანაკლებ იცნობენ, რადგან სწორედ მისი უშუალო ჩართულობით ტარდება რბოლები და
იმართება სხვადასხვა ღონისძიებები. თავადაც შესანიშნავად მართავს მანქანას და ქალებს შორის გამართულ სამოყვარულო შეჯიბრებებშიც ხშირად მონაწილეობს.

Auto Bild

მოკლედ, სალომესთვის ავტომობილი და ავტოსპორტი უცხო ნამდვილად არაა, აი ბავშვებს კი ნაკლებად გამოჰყვათ მანქანებისადმი სიყვარული. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დიდ ოჯახში, ბავშვებიდან ავტომობილების მიმართ ინტერესს მხოლოდ გოგო, ლიკა იჩენს - მევლუდს ხშირად მიმართავს კითხვებით და სურს, რომ მართვა ისწავლოს, დანარჩენებს კი სულ სხვა ინტერესები აქვთ. უფროსი ბიჭი, ლუკა 20 წლისაა და მართვის მოწმობა მევლუდის დაძალებით აიღო. მანქანებისადმი ინტერესს არც 12 წლის ნიკა იჩენს, რომელიც ფეხბურთზე გიჟდება და არც ყველაზე უმცროსი, მაქსიმე, რომელიც ცხოველებთან მეგობრობს, განსაკუთრებით კი დინოზავრებისკენ მიილტვის. ნიკაზე ისიც ვთქვათ, რომ კომიქსებითაა გატაცებული და თვითონაც შესანიშნავად ხატავს.

Auto Bild

მოკლედ, ავტომობილები მხოლოდ ლიკას აინტერესებს, მევლუდს კი სურს, რომ ამით დაკმაყოფილდეს და ავტოსპორტისკენ არ გადაიხაროს. მართალია, მანქანას ბევრი ქალი მართავს კარგად, მაგრამ ავტოსპორტი ცალკე თემაა. მევლუდის აზრით, ქალი ვერ აწევს იმხელა ტვირთს რისი აწევაც მამაკაცს შეუძლია, ავტოსპორტი კი სწორედ დიდი ტვირთია.
Auto Bild

ბავშვობაში თვითონ მევლუდსაც სულ სხვა გატაცებები ჰქონდა და მისი არა მარტო ფიქრები, სიზმრებიც კი ავტომობილებს დასტრიალებდა. დღეს, ბავშვობის სიზმრების ცხადად ქცევა სურს და მიზნად მინიატურული, საბავშვო ქალაქის აშენება აქვს დასახული - ამ ქალაქში იქნება ყველაფერი, რაც რეალურ ქალაქშია, მოვლენები კი ავტომობილების გარშემო იტრიალებს: იქნება გზები, ბენზიგასამართი სადგურები, სამრეცხაოები და თუნდაც ხეები, სახლები, კაფეები თუ ბარები. ამ ქალაქში ბავშვები ივლიან, მართვის მოწმობას აიღებენ და თოთოეულ მათგანს თავისი ცხოვრება, თავისი ისტორია ექნება. მევლუდი ბავშვობაში სწორედ ასეთ ქალაქში ცხოვრებაზე ოცნებობდა, დღეს კი მინიატურული ქალაქის აშენება მისნაირი ბავშვებისთვის სურს.

Auto Bild

მევლუდის კიდევ ერთი ოცნება და სურვილი ქართულ ავტოსპორტს უკავშირდება: აუცილებელია, რომ ავტოსპორტში საქართველოს ჩემპიონის სტატუსი უფრო პრესტიჟული გახდეს, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება თუ სხვადასხვა კლასის გამარჯვებულები უცხოეთში გაემგზავრებიან და საერთაშორისო რბოლებში მიიღებენ მონაწილეობას. ეს უნდა იყის სისტემა და სტრუქტურა, რომელიც უცხოეთში მხოლოდ საქართველოს ჩემპიონებს გააგზავნის. ამით, საქართველოს ჩემპიონატი გაცილებით უფრო საინტერესო და პრესტიჟული გახდება.

Auto Bild
Auto Bild
შესაძლოა, ბევრს ეგონოს, რომ მევლუდ მელაძე ქალაქშიც სპორტული ავტომობილით დადის, მაგრამ რეალობა სხვაგვარია – მევლუდი მიიჩნევს, რომ თბილისისთვის იდეალურია კომპაქტური, ეკონომიური და შესაბამისად, პრაქტიკული მანქანა. კარგი ვარიანტია «მინი კუპერი», «სმარტი», ან SUV კლასის ავტომობილი, როგორიც თვითონ ჰყავს. მელუდის Honda H-RV არც ყველგანმავალია და არც მსუბუქი ავტომობილი – სადღაც შუაშია და პატრონსაც ზუსტად ეს მოსწონს. ეკონომიურია, პრაქტიკული, არაფერი უფუჭდება, მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს და სრული ამძრაობა. როგორც მევლუდი ამბობს, საკმაოდ სწრაფიცაა და ამ მანქანით ავტოდრომზე გასვლაც თავისუფლად შეიძლება. აქამდე, ასეთი ავტომობილი არასდროს ჰყოლია, რეალობამ კი მოლოდინს გადააჭარბა.

მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ თბილისისთვის იდეალური კომპაქტური და ეკონომიური მანქანებია და ძალიან კარგი იქნება, თუ ავტომობილის შეძენის მსურველები მას დაუჯერებენ...
ავტორი: ლაშა წიკლაური
ფოტოები: ირაკლი შალამბერიძე

ასევე იხილეთ:
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ
”წამიტორმუზა” და უკნიდან შევახტი!..”

Auto Bild


გიორგი ჯანელიძე - მშვიდი მძღოლი განსხვავებული ოცნებით
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ვასიკო ოდიშვილის ავტოფილოსოფია
Auto Bild


გიორგი ქინქლაძე და მისი ბენტლი
Auto Bild


დათო ტურაშვილი: კარგი მძღოლი არის ის, ვინც...
Auto Bild

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად