“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
“ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!..”
30.04.2018
ის ჯიპი გმირთა მოედანზე შევნიშნე. სახიფათოდ ახლო მანძილზე მომდევდა. საჭესთან ღვთაებრივი ქმნილება იჯდა. ამას საჭეზე დადებული მისი თხელი, დახვეწილი მტევნითა და მაჯით მივხვდი, რომელსაც უკანა ხედვის სარკით გარკვევით ვხედავდი. გავატარე. გვერდიდან შევხედე. მართლა ლამაზი გოგო იყო, ნამდვილი გრაცია.

მარცხენა ხელი დაუდევრად ედო საჭეზე, მარჯვენით მობილური ტელეფონი ეჭირა და ვიღაცას სიცილით ელაპარაკებოდა. აღმართი რომ ავიარე, მარჯვენა მხარე დავიჭირე. ვაჟა-ფშაველაზე მივდიოდი. პეკინზე ჩოჩვით სიარულს, შარტავას ქუჩიდან ბულაჩაურის გავლით გასვლა ვამჯობინე. პირველი შეცდომა აქ დავუშვი, მაგრამ მაშინ ეს ჯერ არ ვიცოდი. აქაც საცობი
დამხვდა. სპორტის სასახლეს რომ გავცდი, ის ჯიპი ისევ შევნიშნე. გრაცია ისევ სიცილით ლაპარაკობდა ტელეფონზე. რამდენიმე სანტიმეტრის ინტერვალით მომდევდა. საცობში დისტანციის დაცვა ვის გაუგია-მეთქი, თავი დავიმშვიდე. სარკიდან ვუყურებდი.

ორმოცდაათს რომ გადავცილდი, საკუთარ თავს შევამჩნიე: აღარ შემიძლია რაიმე მშვენიერს გულგრილად ვუყურო. სულ ერთია ქალი იქნება, ხელოვნების ნაწარმოები თუ პეიზაჟი, რომ დავინახავ, მაშინვე ყელში რაღაც მაწვება, გული მიჩუყდება და თვალებზე ცრემლები მადგება ეს წყეული. ნერვოზი გაქვსო, ექიმმა მითხრა, მაგრამ მე ჩემთვის ვიცი, რომ ამ ნაცრისფერ ყოფაში, რომელიც კარგა ხანია ყელში ამოვიდა, მაგრამ რომელსაც მთელი ცხოვრება ვერაფრით დავაღწიე თავი,
სილამაზე სინათლის ერთადერთი სხივია. ეს არის ოცნება სრულყოფილ სამყაროზე. ცრემლები ტკივილია უაზროდ დახარჯულ სიცოცხლეზე, უკვალოდ გამქრალ ბავშვობასა და ახალგაზრდობაზე...

სააკაძის მოედანს რომ გავცდით, მოძრაობა ოდნავ გაიხსნა. ავუჩქარეთ. გრაციას ახლა უკვე შეეძლო დისტანციის დაცვა, მაგრამ კვლავ სახიფათოდ ახლოს მომდევდა. გზასაც ვეღარ ვუთმობდი. ბულაჩაურის გადასახვევს რომ მივუახლოვდით, ჩემს წინ მიმავალმა მანქანამ კიდევ უფრო აუჩქარა. გადახვევას თავისუფლად მოასწრებდა, შუქნიშანზე მწვანე ისარი ჯერ ციმციმებდა. მეც მოვასწრებდი და გრაციაც, რომელიც კუდში მომდევდა, მაგრამ მძღოლმა რატომღაც უცებ გადაიფიქრა და მკვეთრად დაამუხრუჭა. დავამუხრუჭე მეც, თან შიშით მაშინვე უკან გავიხედე. გრაცია ვერც კი მიხვდა, რა მოხდა, დამუხრუჭება აზრადაც არ მოსვლია...

შეჯახებას ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს ყუმბარა აფეთქდაო. დარტყმის ძალამ წინა მანქანაზე მიმაგდო, მაგრამ ამის დარდი არ მქონდა: სარკეში დავინახე, როგორ გაუვარდა მობილური გრაციას ხელიდან, მთელი სხეულით როგორ გადმოქანდა საჭისკენ, როგორ დაიჭირა უსაფრთხოების ღვედმა და ისევ უკან, სავარძელზე მიაგდო. გაშლილი ლამაზი თმა სახეზე ჩამოეფარა. გულგახეთქილი მივარდი. ისეთი ნაზი სხეული ჰქონდა, ისეთი სათუთი სახე, რომ სასოწარკვეთილი ვფიქრობდი, ასეთ განსაცდელს ვერ გაუძლებდა-მეთქი. კარი გამოვგლიჯე, სახიდან თმა ფრთხილად გადავუწიე. გრაციამ გაოგნებული თვალებით შემომხედა.

— რა მოხდა?!

— ავარია! კარგად ხართ? ხომ არაფერი იტკინეთ? — ვკითხე შიშით გულამოვარდნილმა.

გონს მოსულმა გრაციამ უხეშად მოიშორა ჩემი ხელი.

— ტელეფონი! ტელეფონი რა მექნა? — თქვა მან. მერე დასწვდა, უცებ დარეკა და დაელოდა. ჩემსკენ არ იყურებოდა.

— თოკოო! — ჩასძახა ტელეფონში, — ჰოო, მე ვარ, ავარია მომივიდა!... რა ჩემი ბრალია, ვიღაც სირმა ბებერმა ცხვირწინ წამიტორმუზა და უკნიდან შევახტი!... რა ჩმორულად ლაპარაკობ?!.. რა მექნა, გონშჩიკი ხომ არა ვარ მაგის დედა ვატირე! — სიტყვებს უცნაურად წელავდა და რატომღაც მახვილს ყოველთვის ბოლო მარცვალზე სვამდა.

თავი ცუდად ვიგრძენი. ყელში მოწოლილი ბურთი გაქრა. ცას ავხედე. მაისის კვალობაზე ძალუმად ნაცრისფერი იყო.

— დაელაპარაკე, — გამომიწოდა გრაციამ ტელეფონი, ისე რომ ზედ არ შემოუხედავს.

— არ ინერვიულოთ, — ვუთხარი იმ ვიღაც თოკოს, — გოგონა კარგადაა.

— მაგჩემისას რა მოკლავს, ბიძაჩემო, კატასავით ცხრა სული აქვს, — ჩაიცინა თოკომ, — შენ ის მითხარი, მანქანა დაიმტვრა?

— დაიმტვრეოდა, აბა, რა იქნებოდა, შე დალოცვილო! — ვთქვი მე.

— ორ წუთში მანდ ვიქნები, — თქვა და ტელეფონი გათიშა.

აღარაფერი მითქვამს, მობილური გრაციას უკანა სავარძელზე შევუგდე, ჩემს მანქანაში ჩავჯექი და უკანმოუხედავად გავეცალე იმ ადგილს. მანქანა დღემდე გასაკეთებელი მიგდია. ვისაც ეს ამბავი მოვუყევი, უცნაურად შემომხედა. უფრო ახლობლებმა პირდაპირ მითხრეს, შენ გიჟი ხომ არა ხარო?

ვიცი, რომ გიჟი ვარ, მაგრამ რა ვქნა? აქა ვდგევარ და სხვაგვარად არ ძალმიძს.
დინო ზავრი

ასევე დაგაინტერესებთ:
ჯიგრები, მათხოვრები და ოკუპანტები
Auto Bild


ნაღდი თბილისური ამბავი
Auto Bild


ჩვენ დაგველოცოს მარცხენა...
Auto Bild


GOODBYE, MY FRIEND! - ვემშვიდობებით Land Rover Defender-ს
Auto Bild


იმ დღეს ღვედი რომ შემეკრა, ეს ალბათ არ მოხდებოდა...
Auto Bild


რა შეიძლება მოხდეს, როდესაც მანქანის
მართვის დროს მობილურ ტელეფონს
2 წამით დახედავ (+ VIDEO)

Auto Bild


გზამკვლევი ჯოჯოხეთში...
Auto Bild


ის, რაც ბევრმა მშობელმა არ იცის ან არ უნდა, რომ იცოდეს
Auto Bild


გოგონა არ ჩამოდიოდა
Auto Bild


პირველი სიყვარული
Auto Bild


საჭესთან მხოლოდ ქალიშვილები არიან
Auto Bild


ყველაზე საშიში ნარკოტიკი საჭესთან... მობილური ტელეფონია!
Auto Bild


საჭესთან ნუ დაიხშობთ ყურებს!
Auto Bild


ქართველი მძღოლის დევიზია:
”მთავარია მე გავძვრე და სხვების დედაც მოვ...”
Auto Bild


ცხოვრებას სინამდვილეში არანაირი წესი არ აქვს
მიხაელ შუმახერის ცნობილი გამონათქვამები

Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად