მერსედესი, როგორც თევზი წყალში
მერსედესი, როგორც თევზი წყალში
24.05.2016
როგორი უნდა იყოს ნაღდი, Made in Germany ”ბენცი” დღესდღეობით? სწორედ ისეთი, როგორიც ახალი Mercedes E-კლასია!

Auto Bild

ერთი ნახვით შეყვარების გჯერათ? ამბობენ, პირველი შთაბეჭდილება განუმეორებელიაო. მართალია. მაგრამ ერთი ნახვით შეყვარებას ხშირად იმედგაცრუებები მოსდევს. საავტომობილო თვალსაზრისით ეს უმეტესად დაბალი ხარისხით გამოწვეული იმედგაცრუებებია ხოლმე. რატომ გიყვებით ახლა ამ ყველაფერს? იმიტომ, რომ ახალი Mercedes ”E-კლასი” (W 213) სწორედ ის შემთხვევაა, როცა კარგად უნდა გაიცნო - თუ გინდა, რომ აზრიანად, გონივრულად შეგიყვარდეს. ახალი ”E-კლასი” მინიმუმ მეორე ნახვით შეყვარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ან, უფრო საავტომობილო ენაზე რომ
ვთქვათ, არა პირველი ნახვით, არამედ პირველი მართვით სიყვარულის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. სამაგიეროდ, ეს სიყვარული უფრო ნაღდი იქნება. ყოველგვარი იმედგაცრუებების გარეშე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

Auto BildAuto Bild

როდესაც ახალ ”E-კლასს” მივუახლოვდი და პირველად ვნახე ცოცხლად, არც შეყვარებული ავტომობილისტისთვის დამახასიათებელი შორისდებულები აღმომხდა და არც დადებითი ემოციების ცრემლი მომადგა თვალზე ისე, როგორც ეს მაგალითად ახალი Alfa Romeo Giulia-ს შემთხვევაში იყო. ახალი ”E-კლასი”, რა თქმა უნდა, შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ პირველი ნახვისას გულის ცემას ნამდვილად არ აგიჩქარებს. ჰო, C, E და S-კლასები ახლა უკვე მართლაც გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს, მაგრამ მოდი, თუ სადარდებელია, ამაზე
”S-კლასის” მფლობელებმა იდარდონ.

მაგრამ როგორც კი ახალი ”E-კლასის” საჭესთან მოვთავსდი, მაშინვე ვიგრძენი მოზღვავებული ემოცია. აი, სალონი! აი, ინტერიერის შესრულება! აი, ”მერსედესი”! მერე დავიძარი, ტრეკზე გავედი და თავს უკვე ისე ვგრძნობდი, როგორც თევზი წყალში. ეს არის ავტომობილი, რომელსაც ეტაპობრივად მოაქვს განუმეორებელი შეგრძნებები, მაგრამ მაინც ძალიან სწრაფად გაყვარებს თავს. ოღონდ დაჯექი, ოღონდ დაქოქე, ოღონდ დაძარი და დანარჩენი თვითონ იცის... ხუთანზე! თამამად ვიტყვი: ასე სრულყოფილად შესრულებული ავტომობილი დიდი ხანია, არ მინახავს.

Auto Bild
ხის საუკეთესო მასალა, ულამაზესი დეკორაციები, დიდი ეკრანები - აქ თავს ისე იგრძნობ, როგორც თევზი წყალში

ამას წინათაც ვწერდით და AUTO BILD-ის ერთგულმა მკითხველებმა იცით, რომ ”მერსედესის” გული სწორედ ”E-კლასში” ძგერს. სწორედ ”E-კლასში” უნდა იგრძნობოდეს, ავტომობილს ”მერსედეს-ბენცი” რომ ჰქვია - ეს ”დაიმლერში” ტრადიციაა. შესაბამისად, ახალი მოდელისგანაც სწორედ იმას ველით, რომ ეს ავტომობილი სრულფასოვანი ”ბენცი” უნდა იყოს და უნდა გვთავაზობდეს ყველაფერს, რის გამოც ”E-კლასს” თაობები აფასებდნენ. უნდა იყოს ძალიან ხარისხიანი, მაქსიმალურად უსაფრთხო და ამავდროულად მოხდენილი და პრესტიჟული. ”მერსედესი” არასდროს არის იაფი და ”მერსედესის” გამოწვევაც სწორედ ისაა, რომ ამ მარკის ავტომობილში ბევრი ფულის გადახდა უნდა გიღირდეს.

საკმარისია, ახალი ”E-კლასი” ადგილიდან დაძრა, რომ მაშინვე დარწმუნდები მის სრულყოფილებაში. სწორედ დაძვრის შემდეგ გიჩვენებს, რა შეუძლია სინამდვილეში. თითოეულ მეტრს სოლიდურად გადის. მძღოლის ყველა ბრძანებას გერმანული სიზუსტითა და პუნქტუალურობით ასრულებს. ამავდროულად, უმაღლეს დონეზეა უსაფრთხოებაც - ვგულისხმობთ ასისტენტ-სისტემების სამაგალითო მუშაობას. ერთი სიტყვით, ეს ახალი ”ბენცი” აქტუალურ კონკურენტებს არაერთ დისციპლინაში ჯობნის.

Auto Bild
დიზელის 2-ლიტრიანი ძრავა 400-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტით 1600 ბრუნიდან! გადაცემათა ავტომატური კოლოფი კი 9-საფეხურიანია

რა როგორია მისი ძრავა? ჩვენ განკარგულებაში იყო E 220 d. ანუ, დიზელის 4-ცილინდრიანი, 2-ლიტრიანი აგრეგატი 194-ცხენისძალიანი სიმძლავრით და ეს ”მერსედესის” სრულიად ახალი ძრავაა. დიზელია და მისი ხმა ნამდვილად ისმის, მაგრამ ასეთი უხმაურო 4-ცილინდრიანი დიზელი ”E-კლასში” არ გვახსენდება. თვით მაქსიმალურ აჩქარების დროსაც კი ძალიან სოლიდურად, ყოველგვარი ვიბრაციების გარეშე მუშაობს და წამის მეათედითაც კი არ აგვიანებს რეაგირებას.

მისი ბრუნის მაქსიმალური მომენტი მაგიდაზე მუშტის დარტყმასავითაა, რადგან 400 ნიუტონმეტრს უკვე 1600 ბრუნზე აღწევს. შესაბამისად, 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 7,3 წამში ახერხებს. და ამ სიკეთეებთან ერთად ახალი ”E-კლასი” უძლიერესი სამუხრუჭე სისტემითაც გამოირჩევა: ჩვენთვითონ გამოვცადეთ და E 220 d 100 კმ/სთ-დან ზუსტად 34,5 მეტრში ამუხრუჭებს, რაც კლასში საუკეთესო მაჩვენებელია!

Auto Bild
ავტომატიკის ბერკეტი იქ, სადაც უნდა ყოფილიყო - საჭესთან

9-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი 9G-Tronic გადაცემებს ძალიან სწრაფად და შეუმჩნევლად რთავს. არასდროს გეუფლება იმის განცდა, რომ ავტომატიკა მოცემულ მომენტში არაწორი საფეხურზეა. რაც შეეხება საწვავის ხარჯს: ”მერსედესი” ოფიციალურად, საშუალოდ 3,9 ლიტრს გვპირდება, თუმცა როგორც ხდება ხოლმე, ყველა მიხვდება, რომ რეალობაში ამ ციფრის მიღწევა ძნელია. ჩვენი ტესტ-დრაივის დროს ამ დიზელის ძრავის მქონე E 220-მა მძიმის წინ ხუთიანის დაფიქსირება შეძლო - საშუალო ხარჯი 100 კმ-ზე 5,9 ლიტრი დიზელი გახლდათ.

იმ ფაქტზე, რომ გამორჩეულად კარგ ”ბენცთან” გვაქვს საქმე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ავტომობილის კომფორტული სვლა მიუთითებს. თამამად ვიტყვით, რომ კომფორტის თვალსაზრისით მისი დაკიდების სისტემა საუკეთესოა.

2-ეკრანიან ციფრულ კოკპიტს მალე შეეჩვევი, მაგრამ მენიუში იმდენი ფუნქციაა, რომ ჯერ მარტო მის შესწავლას უნდა დრო. საჭეზე სენსორული ღილაკები, რაც ამ მოდელის ერთ-ერთი საუკეთესო სიახლეა, იდეალურად მუშაობენ. ამ ყველაფერთან ერთად, ახალი ”E-კლასი” უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ბრწყინავს. მაგალითად, სერიულია მუხრუჭის აქტიური ასისტენტი, რომელიც ნებისმიერ დროს გიცავთ არასასურველი შემთხვევებისგან. როცა საჭიროა, მანქანა თავისით ამუხრუჭებს და, რაც მთავარია, ამას მყისიერად აკეთებს.

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild
მაჩვენებლების დიზაინის რამდენიმე ვარიანტი: ჩვენ ყველაზე მეტად მერსედესისთვის დამახასიათებელი, კლასიკური გამოსახულება მოგვწონს. მესამე ვერსია ყველაზე პროგრესულია - ციფრული სპიდომეტრით და ცენტრალური ტახომეტრით

აქ და ახლა აღარ ჩამოვთვლით ყველა იმ ინოვაციურ სისტემას, რაც ახალ ”E-კლასს” აქვს, რადგან ამ ავტომობილზე უკვე არაერთხელ დავწერეთ და მკითხველი ყველაფრის შესახებ ინფორმირებულია. დავძენთ მხოლოდ იმას, რომ ამ ინტელიგენტური სისტემების პაკეტის ფასი 7000 ევრომდეა. იაფი არ არის, მაგრამ ღირს! და ეს მანქანა პირველი ნახვისას თუ არ შეგიყვარდა, პირველი მართვის დროს მაინც შეგიყვარდება...

დასვნა
ტესტის მიწურულს საკუთარ თავს ერთი კითხვა დავუსვი: რა შანსი აქვს ახალ ”E-კლასს” საიმისოდ, რომ გახდეს ისეთივე ლეგენდარული მოდელი, როგორიც ყველასათვის კარგად ცნობილი და საყვარელი, უკვდავი W 124 იყო? როგორც კი ტესტი დავასრულეთ, ჩემი პასუხი ასეთი იყო: 100-პროცენტიანი შანსი აქვს! ეს ცხელ გულზე გაკეთებული დასკვნა გახლდათ, მაგრამ გავიდა ორი კვირა და აზრი უცვლელია. ”მერსედესის” თბილისის ცენტრში E 220 d-ს ფასი 39 500 ევროდან იწყება და დიახ, ამ მანქანაში ღირს ამ თანხის გადახდა.
შალვა ბუაჩიძე

Auto Bild
  • Mercedes E 220 d
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Biturbo; მოცულობა: 1950 სმ3; სიმძლავრე: 143 კვტ (194 ცხ. ძ.)/3800 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 400 ნმ/1600; მაქს. სიჩქარე: 240 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 7,3 წამში; ამძრაობა: უკანა/9-საფ. ავტომატიკა; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4923/1852-2065/1468 მმ; საბარგულის მოცულობა: 540 ლიტრი; წონა: 1680 კგ; საწვავის ხარჯი: 4,3/3,6/3,9 ლ Diesel/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 102 გ/კმ. ფასი (”მერსედესის” თბილისის ცენტრში): 39 500 ევროდან

იხილეთ ვიდეო:
ახალი Mercedes E-კლასის ექსკლუზიური ტესტ-დრაივი

Auto Bild


ასევე იხილეთ:
მერსედესის პროგრესი და ახალი ქარხანა პოლონეთში
Auto Bild


ასევე იხილეთ:
მერსედესის პიკაპი უკვე იტესტება
Auto Bild


ბრაბუსის ახალი სიამაყე: G-კლასი 700 ცხენის ძალით
Auto Bild


არის თუ არა მერსედესი ისევ მისაბაძი?
Auto Bild


ავტომობილის 10 საუკეთესო ინტერიერი ამერიკელების აზრით
Auto Bild


ერთ-ერთი ყველაზე უნაკლო მერსედესი
Auto Bild


მერსედესის ახალი SUV-კუპე: GLC Coupe
Auto Bild


2016 წლის საუკეთესო 4x4 ავტომობილები
Auto Bild


ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა
Auto Bild


ახალი ცნობები მერსედესის პიკაპის შესახებ
Auto Bild


ახალი E-კლასის AMG ვერსია
Auto Bild


ეს მაიბახი თითქმის ტანკია!
Auto Bild


გაიცანით: Mercedes-Maybach S 600 Guard
Auto Bild


ირინა შეიკს მერსედესი და ლამბორგინი უყვარს
Auto Bild


ახალი Mercedes E-კლასი: ჭკვიანი, ლამაზი და S-კლასური!
Auto Bild


ახალი, სამხედრო Mercedes G-კლასი
Auto Bild


”ზევსი” G-კლასი ”მრისხანე გამოხედვით” და 880 ცხენის ძალით!
Auto Bild


ამ მერსედესმა 5000 კილომეტრი ძრავის გარეშე გაიარა! [+VIDEO]
Auto Bild


როცა თამამად შეგიძლია თქვა, რომ ტანკში ზიხარ...
Auto Bild


”ბრაბუსის” უახლესი და საუკეთესო მოდელები
Auto Bild


G-კლასების ტიუნინგი Mansory და Mcchip-dkr-სგან
Auto Bild


მომხმარებლებმა ბრაბუსი საუკეთესოდ დაასახელეს
Auto Bild


ჩავიხედოთ ბრაბუსის მაიბახში!
Auto Bild


ბიზნეს-ბრაბუსი: ოფისი 800 ცხენის ძალით!
Auto Bild


რევოლუცია ახალ Mercedes E-კლასში! (+ VIDEO)
Auto Bild


ქალწული ბენცი
Auto Bild


ერთი დღე ნახევარმილიონიან მერსედეს-მაიბახში
Auto Bild


S-კლასი ყველგანმავლებში: Mercedes GLS
Auto Bild


ყველაზე მდიდრული და უსაფრთხო გელენდევაგენი
Auto Bild


მერსედესმა GLE-ს ტოპმოდელი გაგვაცნო
Auto Bild


G-კლასი მეტი სიმძლავრით და მეტი კომფორტით (+ VIDEO)
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად