BMW-ს გიგანტი
BMW-ს გიგანტი
16.06.2015
X6 ჯერ ისე რა არის და, წარმოიდგინეთ, რა იქნება M-პაკეტით, 575 ცხენის ძალით

”ბუნებრივი ავტორიტეტი” - აი, ამ სიტყვებით არეკლამებს BMW თავის X6M-ს. შეიძლება ასეც ითქვას: ამ SUV-ით ყველაზე უკეთ და მაქსიმალურადაა გარანტირებული ის, რომ სხვა მძღოლებისთვის ”გაიწიე, გამატარეს” დაძახება აღარ დაგჭირდეთ - მანქანა ამას თავისი ვიზუალით ისედაც ამბობს. თავისთავად ცალკე ფილოსოფიაა ის, რომ მისი ბენზინის V8-Twinturbo-ძრავა 575-ცხენისძალიანია. და როგორ დადის ამ აგრეგატით აღჭურვილი ხარი? გიგანტურად! ავტომობილის სიმძლავრეს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მომენტში იგრძნობთ. ბავარიული SUV-კუპე მოსახვევებში გადახრით შედის, მოხვევის
სისტემა და სავალი ნაწილი კი აბსოლუტურად მოქნილია. თუ Comfort-რეჟიმს ჩაურთავთ, ამ კლასის კვალობაზე სასიამოვნოდ კომფორტულიც გახდება.

Auto Bild
BMW X6M-ში V8 აგრეგატი გუგუნებს, რომლის ბრუნის მაქსიმალური მომენტი 750 ნიუტონმეტრია

რაც მთავარია, პირველი კლასის სპორტული სავარძლები აქვს, რომლებსაც ელექტრონულად არეგულირებთ. სხვა? ბევრი არაფერი: ტიპიური SUV-კუპეა ფორმალური სიმძიმის ცენტრით. ხილვადობა ძალიანაა შეზღუდული, საბარგულითაც არ გამოირჩევა და არც სალონის უკანა ნაწილში შემოთავაზებული სივრცით - ყოველ შემთხვევაში, ამ ფასის ფარგლებში. ფასი ვახსენეთ და BMW X6M-ის ფასი (100 000 ევროზე გაცილებით მეტი) ერთი საკითხია, საწვავის ხარჯი კი - მეორე. როგორც არ უნდა
იაროთ, საწვავის საშუალო ხარჯს 11 ლიტრზე დაბლა ვერ ჩამოიყვანთ. ჩვენი ტესტის დროს კი, საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 13,1 ლიტრი იყო. Super Plus, რა თქმა უნდა.

Auto Bild
M, როგორც Motorsport: სპიდომეტრის შკალა 330 კმ/სთ-მდე!

► BMW X6M
ძრავა: V8, Biturbo; მოცულობა: 4395 სმ3; სიმძლავრე: 423 კვტ (575 ცხ. ძ.) 6000 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 750 ნმ/2200; მაქს. სიჩქარე: 250 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 4,1 წამში; ამძრაობა: სრული/8-საფ. ავტომატიკა; ავზი: 85 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4909/1989/1689 მმ; საბარგულის მოცულობა: 550-1525 ლ; წონა: 2305 კგ; საწვავის ხარჯი: 13,1 ლ. Super plus/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 310 გ/კმ; ფასი: 117 700 ევრო

Auto Bild

დასკვნა
BMW X6M უნდა მართო - მის უპირატესობებში მხოლოდ ასე თუ დარწმუნდები. 0-დან 100 კმ/სთ აჩქარებისას Porsche Cayman-ზე სწრაფია და დამუხრუჭებითაც სპორტქარივით ამუხრუჭებს. გიგანტურია!
იან ჰორნი

Auto Bild

გაინტერესებთ, კიდევ რომელი მოდელების გამოშვებას გეგმავს BMW ახლო მომავალში?

იხილეთ ფოტოგალერეა:
BMW-ს გეგმები 2020 წლამდე

Auto Bild


რა შეიცვალა BMW-ს ახალ მე-7 სერიაში?
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
BMW,
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
27.05.2015
Downsizing-მა უკვე ტვინი წაიღო, მაგრამ საბედნიეროდ, ”ფორდი” ახალ F-150-ში V8-ს არ ღალატობს
სრულად
11.05.2015
”ვოლვოს” ავტომობილები ადრე სამაგალითო გამძლეობით გამოირჩეოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში შვედურ კომპანიას იმიჯი შეელახა
სრულად
04.05.2015
”ჰონდამ” თავისი ბესტსელერი CR-V ფეისლიფტით შეამკო.
სრულად