8 ცილინდრი და ალილუია
8 ცილინდრი და ალილუია
27.05.2015
Downsizing-მა უკვე ტვინი წაიღო, მაგრამ საბედნიეროდ, ”ფორდი” ახალ F-150-ში V8-ს არ ღალატობს

ხშირად გვესმის ხოლმე, დიდი ძრავების ფენომენი წარსულს ბარდებაო. გვესმის ისიც, რომ წინა პლანზე გადმოდის გონოვრულობა, პოლიტკორექტული ავტომობილები, გარემოზე ზრუნვა და ამ ყველაფრის ერთიანობას Downsizing ჰქვია. თვით სიმძლავრის ისეთი განსახიერებაც კი, როგორიცაა Ford Raptor 6-ცილინდრიანი ძრავით გამოვიდა. თუმცა არსებობს მანქანა, რომელიც აშშ-ში 32 წელია, გაყიდვების მხრივ პირველობას არ თმობს და რომელიც ჯერ კიდევ V8 ძრავით იწარმოება. AUTO BILD-მა სწორედ ამ მანქანით გაისეირნა: Ford F-150-ით, რომელიც ჯერ არ გამხდარა Downsizing-ის
მსხვერპლი.

Auto Bild

უკანასკნელი მოჰიკანი

დეტროიტში უმძლავრესი V8 ძრავით აღჭურვილი Ford F-150-ით ჯირითი ძველი, კარგი დროის გამოძახილია. 390 ცხენის ძალის მქონე 8-ცილინდრიანი ძრავა ისე გუგუნებს, რომ ფაქტობრივად ამ სიტყვებს სკანდირებს: ”გესმით ჩემი? ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და სიკვდილი არ მემუქრება!” მისი 5-ლიტრიანი აგრეგატი F-სერიაში უკანასკნელი მოჰიკანია. მისი დიდი ძმა, 6,2-ლიტრიანი V8 მე-12 თაობასთან ერთად ისტორიას ჩაბარდა - 2014 წლიდან მხოლოდ 5-ლიტრიანი 8-ცილინდრიანიღა არსებობს და დიდი ძრავების მოყვარულებს ისღა დარჩენიათ, რომ მისით აღფრთოვანდნენ. მძლავრი აგრეგატი ძლევამოსილ პიკაპს კარგად იმორჩილებს, რაშიც ხელს ის ფაქტორიც უწყობს, რომ ახალი F-150 წინამორბედზე
320 კილოგრამით ნაკლებს იწონის. ამის მიზეზი კი ბევრი ალუმინი და მსუბუქი, მაგრამ მყარი ფოლადია.

Auto Bild
Auto Bild

თუმცა ”ფორდის” ამ გიგანტურ, 4-კარიან პიკაპს, მსუბუქს მაინც ვერ ვუწოდებთ. არადა, მისი მართვისას ორ ტონიან სიმძიმეს თითქმის ვერ იგრძნობ - F-150 ქალაქში მშვიდად და გაწონასწორებულად დადის, ჰაივეისა თუ ავტობანზე კი ხმაურიზოლაცია იმსახურებს ქებას. ქარის ან სხვა რაღაცების ხმა სალონში თითქმის არ შემოდის. სავალი ნაწილი კომფორტულია, მაგრამ არ არის მაინცდამაინც რბილად შესრულებული. რაც მთავარია, მოსახვევში სწრაფად შესვლისას სერიოზული გადახრები არ იგრძნობა. 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი კი სიჩქარეებს მოხდენილად რთავს. ამრიგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძრავის, გადაცემათა კოლოფისა და სავალი ნაწილის კომბინაცია ”ფორდმა” მოსალოდნელზე კარგად შეასრულა და მძღოლს ისღა დარჩენია, რომ თავის სავარძელში კომფორტულად ჩაწვეს, კრუიზ-კონტროლი ჩართოს და ამერიკის გზებზე საათობით ისიამოვნოს კომფორტული კრუიზინგით.

Auto Bild

თუმცა, როცა საჭიროა, Ford F-150-ს გაველურებაც შეუძლია. ამისათვის ერთი ქიქდაუნიც კი საკმარისია: როცა მარჯვენა ბოლომდე ჩააჭერ და რვა ცილინდრისკენ 25 ლიტრ საწვავის მაინც გადაისვრი, მიხვდები, სადაა ”ამერიკული ძაღლის თავი დამარხული”. 524-ნიუტონმეტრიანი ბრუნის მომენტი ორივე ხიდზე - თუ სველ ან თოვლიან გზაზე დიფერენციალის ელექტრონულ ბლოკირებაზე უარს იტყვით, საკუთარი მანქანის უკანალი მალევე გაგასწრებთ! ამ დროს ეს პიკაპი Musclecar-ს ემსგავსება - ერთი სიტყვით, Made In USA ამბავია, დრიფტში კი ხელს მხოლოდ არაპირდაპირი მოხვევა გიშლის. მუშათა კლასის გმირი, კარგი კრუიზერი და ცოტაოდენი Musclecar - აი, ეს არის Ford F-150 V8 ძრავით!

Auto Bild

►ტექნიკური მონაცემები Ford F-150 V8 4x4 Supercrew

ძრავა: 5,0-ლიტრიანი V8; გადაცემათა კოლოფი: 6-საფეხურიანი ავტომატიკა; სიმძლავრე: 390 ცხენის ძალა, 5750 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 524 ნმ/3850; საწვავის ხარჯი: 14 ლიტრი 100/კმ-ზე; ფასი: 47 100 ევროდან

დასკვნა
V8 ძრავის ქება-დიდება ბევრს შეიძლება გადაჭარბებულად მოეჩვენოს - ამას მხოლოდ ისეთი ავტომოყვარულები გაიგებენ, რომლებსაც 8-ცილინდრიანი ძრავის ხმის გაგონებაზე თმები ყალყზე უდგებათ. გარემოზე ზრუნვა და პოლიტკორექტულობა, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი რამეებია, მაგრამ ავტომობილით აღფრთოვანება ყოველთვის კავშირში იყო, არის და იქნება ემოციასთან. ამიტომაც მიხარია, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი დინოზავრები, როგორიცაა მაგალითად ეს Ford F-150 თავისი V8 ძრავით.
რობინ ჰორნიგი

Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
16.06.2015
X6 ჯერ ისე რა არის და, წარმოიდგინეთ, რა იქნება M-პაკეტით, 575 ცხენის ძალით
სრულად
11.05.2015
”ვოლვოს” ავტომობილები ადრე სამაგალითო გამძლეობით გამოირჩეოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში შვედურ კომპანიას იმიჯი შეელახა
სრულად
04.05.2015
”ჰონდამ” თავისი ბესტსელერი CR-V ფეისლიფტით შეამკო.
სრულად