საუკეთესო ცხენი ჰონდას საჯინიბოდან
საუკეთესო ცხენი ჰონდას საჯინიბოდან
04.05.2015
”ჰონდამ” თავისი ბესტსელერი CR-V ფეისლიფტით შეამკო. თანამედროვე მულტიმედიამ და დიზელის ახალმა, 1,6-ლიტრიანმა ძრავამ ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად გაყიდვები უნდა წაახალისოს

”ჰონდაში” ამბობენ, რომ მათი CR-V მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე გაყიდვადი SUV-ია. ამერიკაში ეს მანქანა მართლაც ძალიან კარგად იყიდება. რაც შეეხება ევროპას, ამ შემთხვევაში კი კონკრეტულად გერმანიას: როგორც დავადგინეთ, დოიჩლანდში ყოველი მესამე გაყიდული ”ჰონდა”, CR-V გახლავთ. ანუ, მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეს მოდელი ”ჰონდას” საჯინიბოში საუკეთესო ცხენია, არსებობის უფლება ნამდვილად აქვს.

Auto Bild
დას საჯინიბოდან" />
კოკპიტი დამუშავების კარგი ხარისხითა და ახალი მულტიმედია-სისტემებით

ამ ავტომობილზე დიდი მოთხოვნაა და ამიტომაც გადაწყვიტეს იაპონელებმა ფეისლიფტი, რამაც მოთხოვნა ლოგიკურად კიდევ უნდა გაზარდოს. CR-V-ს ინტერიერი ისევ ტევადი და ხარისხიანია, კაპოტის ქვეშ კი ახლა ორი საფეხურით დამუხტული, დიზელის 1,6-ლიტრიანი ძრავაც მუშაობს, რომლის სიმძლავრე 160 ცხენის ძალაა, ბრუნის მომენტი კი - 350 ნმ. ამგვარი სიმძლავრე მანქანას ძლიერად, მაგრამ მაინც ნაძალადევად აჩქარებს და აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს ძრავა 6-საფეხურიან მექანიკურ კოლოფთან გაცილებით ეფექტიანად თანამშრომლობს, ვიდრე 9-საფეხურიან ავტომატიკასთან, რომელიც დამატებითი, ფასიანი ოფციაა.

მოსახვევებიან გზაზე ნამდვილად იგრძნობთ 65 კილოგრამით ნაკლებ წონას, რაც სწორედ ახალი ძრავისა და გადაცემათა კოლოფის კომბინაციას მოჰყვა.
გაუმჯობესებული ელექტრონული მოხვევით CR-V საგრძნობლად სპონტანურად უხვევს და თვით სველ გზაზეც კი იმედებს მნიშვნელოვნად ნაკლებად გვიცრუებს, ვიდრე აქამდე გვიცრუებდა. მართალია, განახლებული დაკიდება კვლავ სიხისტისკენაა მიდრეკილი, მაგრამ მანქანა მაინც სასიამოვნოდ კომფორტული დარჩა.

Auto Bild
სივრცე ძალიან ბევრია! CR-V-ს სალონის უკანა ნაწილში განსაკუთრებით კომფორტულად და პრაქტიკულად მოთავსდებით

”ჰონდაში” მსოფლიო დონის სიახლეს უწოდებენ დისტანციის დამრეგულირებელ კრუიზკონტროლს, რომელიც სიტუაციას ხუთი ავტომობილის მანძილზე გრძნობს. ახალი მულტიმედიასისტემა, რომელსაც Honda Connect ეწოდება, ანდროიდის სისტემაზე მუშაობს, სმარტფონისთვის დამახასიათებელი ფუნქციებით გვაწონებს თავს და სხვადასხვა თემის უამრავ აპლიკაციასთან მეგობრობს. ამასთან, MirrorLink-ის მეშვეობით სმარტფონის შინაარსი 7-დუიმიან ეკრანზე აისახება.

► Honda CR-V 1.6 i-DTEC Autom.
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; სიმძლავრე: 118 კვტ (160 ცხ. ძ.) 4000 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 350 ნმ/2000; ამძრაობა: სრული 4x4/9-საფ. ავტომატიკა; მაქს. სიჩქარე: 197 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 10,0 წამში; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4605/1820/1685 მმ; საბარგულის მოცულობა: 589-1669 ლიტრი; წონა: 1658 კგ; სავწვის ხარჯი (EU): 5,1 ლ. დიზელი/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 134 გ/კმ; ფასი (EU): 28 700 ევროდან

დასკვნა
Honda CR-V-ს განახლება ნამდვილად მოუხდა: დიზელის ახალი ძრავა უხმაუროდ მუშაობს და მიუხედავად მცირე მოცულობისა, ავტომობილს გაწევა უვარგა. თანამედროვე ასისტენტ-სისტემები და გასართობი ფუნქციები კი პირველ რიგში ახალგაზრდებს მიიზიდავს.
თომას რიონბერგი

Auto Bild
Honda CR-V უკვე ყველანაირად თანამედროვე SUV გახდა და კარგი იქნებოდა, რომ უკან ხილვადობაც გაეუმჯობესებინათ
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
16.06.2015
X6 ჯერ ისე რა არის და, წარმოიდგინეთ, რა იქნება M-პაკეტით, 575 ცხენის ძალით
სრულად
27.05.2015
Downsizing-მა უკვე ტვინი წაიღო, მაგრამ საბედნიეროდ, ”ფორდი” ახალ F-150-ში V8-ს არ ღალატობს
სრულად
11.05.2015
”ვოლვოს” ავტომობილები ადრე სამაგალითო გამძლეობით გამოირჩეოდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში შვედურ კომპანიას იმიჯი შეელახა
სრულად