მერსედესის, ბენტლის და რენჯ როვერის სუპერ-SUV-ების შედარება
მერსედესის, ბენტლის და რენჯ როვერის სუპერ-SUV-ების შედარება
30.05.2016
Bentley Bentayga-ს ხომ კარგად იცნობთ? ყველაზე სწრაფი, ყველაზე ძვირფასი და ა.შ. და როგორია ეს ბრიტანელი სხვა ლუქს-SUV-ებთან შედარებით?

მულტიტალანტი, უნივერსალური გენია, ყოვლისშემძლე ავტომობილი - ოფიციალურ, PR-პრესრელიზებში მდიდრული SUV-ების შესახებ რას აღარ წაიკითხავ. არადა, სინამდვილეში არ არსებობს არცერთი ავტომობილი, რომელიც 100 პროცენტით ყოვლისშემძლე იქნება. იმიტომ, რომ მართლა ყოვლისშემძლე მანქანა სპორტული ავტომობილივით სწრაფიც უნდა იყოს, ლუქს-სედანივით კომფორტული და მდიდრულიც, საოჯახო უნივერსალივით პრაქტიკული და პრაგმატულიც და ყველგანმავლის დარი გამავლობაც უნდა ჰქონდეს. ეს ყველაფერი ერთად კი, მაღალ დონეზე, შეუძლებელია. ბრიტანელები გვეუბნებიან, ეგ აქამდე იყო
შეუძლებელიო. და ახლა რა მოხდა ისეთი? საქმე ისაა, რომ თავისი სუპერ-SUV ”ბენტლიმაც” გამოუშვა. შეუძლია თუ არა Bentayga-ს მართლაც ყველაფერი? შევეცდებით, ამ კითხვას ამომწურავი პასუხი გავცეთ.

Auto Bild

თუმცა 608-ცხენისძალიანმა და მინიმუმ 208 488 ევროდ შეფასებულმა ბრიტანელმა ეს ყველაფერი მარტომ არ უნდა დაამტკიცოს. იტალიაში გამართულ ტრადიციულ TEST THE BEST-ზე ჩვენ მასთან ერთად კიდევ ორი ისეთი ლუქს-SUV გვყავდა, ასევე SUV-კლასის მეთაურობაზე რომ აქვთ პრეტენზია. ამრიგად, Bentley Bentayga-ს გარდა ამ სამიტში მონაწილეობას იღებდნენ 550 ცხენის ძალის მქონე Range Rover 5.0 V8 SC LWB SVAutobiography (ფასი: 190 000 ევროდან) და Mercedes
GLS 500 4Matic (455 ცხენის ძალა, 90 000 ევროდან). ამ დიდ შეხვედრაში მონაწილეობისთვის ჩვენ ”მერსედესს”, რა თქმა უნდა, GLS 63 AMG ვთხოვეთ (585 ცხენის ძალა, 130 000 ევროდან), მაგრამ შტუტგარტელებმა ამ მოდელის გამოყოფა, სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს და ჩვენც და თქვენც GLS 500 4Matic-ს უნდა დავჯერდეთ.

Auto Bild
ამ სამეულში GLS, ცოტა არ იყოს, მოკრძალებული ტიპია. გამოირჩევა სვლის სრულყოფილი კომფორტით და უაღრესად ფუნქციური ძარით. ისე, წესით, ამ სამიტზე ”მერსედესს” GLS 63 AMG უნდა გამოეგზავნა

”ბენტლის” გმირი ყველაზე ახალი და, შესაბამისად, ყველაზე თამამია. ფიურერობა სამართლიანად რომ უნდა, ამას მარტო თავისი ვიზუალითაც ამტკიცებს. ვიზუალური დათვალიერებისას ერთხელაც არ გამახსენდა ის ფაქტი, რომ Bentayga თანაკონცერნელი VW Touareg-ისა და Porsche Cayenne-ის ტექნიკურ პლატფორმაზეა შექმნილი. თუმცა ეს სულერთიცაა, რადგან მისი მთავარი მეტოქეები თანაკონცერნელი ბიძაშვილები კი არ არიან, არამედ ისევ და ისევ ბრიტანული სტილის ფუძემდებელი Range Rover - უფრო კონკრეტულად კი, ”რენჯის” საუკეთესო, სუპერ-ვერსია.

2015 წელს წარმოდგენილი SVAutobiography თავისი V8-კომპრესორით და გრძელი ბაზით შთამბეჭდავად გვიჩვენებს, როგორი უნდა იყოს მდიდრული SUV. ”ბენცი” კი, ამ სამეულში, ცოტა არ იყოს, მოკრძალებული ჩანს - მიუხედავად იმისა, რომ ისიც ამ ლიგაში თამაშობს. კიდევ ვიმეორებთ: კარგი იქნებოდა, რომ აქ GLS 63 AMG გვყოლოდა.

Auto Bild
MERCEDES: ფუნქციური, დალაგებული და მოხდენილი, მაგრამ განახლებას საჭიროებს... მართალია, GLS-ში უმაღლესი ხარისხის მასალებია, მაგრამ ცენტრალურ კონსოლზე არაერთ დეტალს იცნობთ ”C-კლასიდან”

Auto Bild
GLS-ში არც სივრცის ნაკლებობაა და ჯდომის კომფორტიც იდეალურია, მაგრამ არისტოკრატიული დიდებულებით არ გამოირჩევა. კინოს ფულის გადახდის შემთხვევაში აქაც მიიღებთ

Auto Bild
ადგილი შვიდი მგზავრისთვის: მესამე რიგში ორი ზრდასრული ადამიანი მოთავსდება

პირველად სწორედ ”მერსედესში” მოვთავსდით და თავი პირველივე წამიდან კარგად ვიგრძენი. ჯდომის კომფორტი, სივრცე, მომსახურება, მასალების ხარისხი - ამაზე უკეთესი რაღა უნდა იყოს? მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური კონსოლის დეტალები ”C-კლასიდან” გეცნობა, GLS-ის ინტერიერს ფაქტობრივი შეფასებისას ვერაფერს დაუწუნებ.

ახლა ”ბენტლი”. ამ ბრენდისთვის დამახასიათებელ კოკპიტზე ხელით ნაკერი ტყავი და ხელით პოლირებული ხე მაშინვე შთაბეჭდილებას ახდენს. ოკეი, საჭეზე ბერკეტები იგივეა, რაც Audi Q7-ში, მაგრამ ეს ამბავი ”ბენტლის” შარმს ოდნავადაც არ აკნინებს.

Auto Bild
BENTLEY: ინტერიერი 58-მა ოსტატმა ხელით გააკეთა... Bentley the best: ტრადიციული ხარისხი ხისა და ტყავის შესრულების თითოეულ დეტალში იგრძნობა. უახლესი ტექნოლოგიები კი უაღრესად ოსტატურადაა ინტეგრირებული

Auto Bild
”ბენტლი ბენტაიგაში” უკან ჯდომაც დიდი სიამოვნებაა.

Auto Bild
კლიმატკონტროლის, სავარძლების გათბობისა და გასართობი ფუნქციების დისტანციური მართვა ”ბენტაიგაში”


გრძელ ”რენჯში” გადავიდეთ. და მოდი, პირდაპირ უკან მოვთავსდეთ! იმიტომ, რომ სწორედ უკანა სავარძელზე გვთავაზობს სასწაულებს. ჯერ ერთი, მეფესავით ზიხარ - საუკეთესო ხარისხი, უმაღლესი კომფორტი, ტყავის სავარძლები მასაჟის, გათბობისა და გაგრილების ფუნქციით, ელექტრონული საპიკნიკე მაგიდა, ჩაციებული შამპანური მაცივარში... WOW!

ერთი სიტყვით, მდიდრულობის მაძიებელი მგზავრი ამ ”რენჯ როვერის” უკანა სავარძელზე არაფერს მოისაკლისებს, აი, მძღოლს კი ექნება გარკვეული ჩივილები. სუპერ-რენჯი ყურადსაღებ გამავლობას და საკმარისზე გაცილებით მეტ სიმძლავრეს გვთავაზობს. 550 ცხენის ძალა 2,7-ტონიან მანქანას 100 კმ/სთ-მდე 5,5 წამში აჩქარებს. ეს ყველაფერი კი მართლაც ძალიან დიდი სიამოვნებაა - ოღონდ მანამდე, სანამ პირდაპირ დადიხარ. მოსახვევებში კი ეს დიდი და მძიმეწონოსანი ლუქს-გემი ნაღდად ვეღარ გასიამოვნებს. დინამიკაზე არც უნდა იფიქრო...

Auto Bild
RANGE ROVER: მდიდარი, როგორც ლუქს-იახტა! SVAutobiography-ს ინტერიერში დიდი განცხრომა გელით. მომსახურებას გარკვეულწილად მიჩვევა სჭირდება, მაგრამ კომფორტი და მდიდრულობის შეგრძნება აქ უმაღლეს საფეხურზეა

Auto Bild
”რენჯის” უკანა სავარძლები მასაჟებსაც გიკეთებს, თბება, გრილდება და საერთოდ, აქ შესანიშნავად გაერთობი. ამ მხრივ ”ბენტლის” ნამდვილად უწევს კონკურენციას

მართვის სიამოვნება ”მერსედესშიც” საკმაოდ შეზღუდულია. მართალია, ”რენჯზე” მგრძნობიარე მოხვევა აქვს და სტაბილურობის შენარჩუნების ასისტენტიც კარგად მუშაობს, მაგრამ ESP ზედმეტად ადრე ერთვება საქმეში და გზღუდავს. არადა, ჯერ კიდევ 1750 ბრუნზე მგრგვინავი V8 ძრავა და ძალიან კარგი 9-საფეხურიანი ავტომატიკა ისეთ სურვილებს გიღვივებს, ამ კლასის ავტომობილში რომ არ ელოდი.

აი, Bentayga-ს კი ამ თვალსაზრისით მართლაც მეტი შეუძლია - მეტი ცილინდრი, მეტი სიმძლავრე, მეტი კონტაქტი, მეტი ცხოვრება და სიამოვნება. ბრიტანელის W12 ძრავა აქსელერატორზე ოდნავ მიჭერის დროსაც კი ისე მიგაკრავს ტყავის შესანიშნავ სავარძელში, რომ გრძელი ”რენჯიც” და GLS-იც რამდენიმე წამში დაგავიწყდება. 4,1 წამში სპიდომეტრზე უკვე 100 კმ/სთ წერია, 301 კმ/სთ-ით კი Bentayga არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული SUV-ია.

Auto Bild
ორი აზრის არსებობა დაუშვებელია: ”ბენტლი” ამ შედარებაში ”მერსედესზე” და ”რენჯ როვერზე” გაცილებით დინამიკურია

მერე კი შეხვალ პირველსავე მოსახვევში და ზემოთ ხსენებულ კონკურენტებთან სხვაობა კიდევ უფრო იზრდება! იქ, სადაც GLS-ს თავისი ESP ზღუდავს, ხოლო ”რენჯის” პილოტს კი პირველსავე მოსახვევში სისწრაფის მცირეოდენი გადაჭარბების შემთხვევაშიც კი ოფლი დაასხამს, Bentayga მოსახვევიდან მოსახვევამდე სპორტული ავტომობილის დარი დინამიკით მიიჩქარის.

დაკიდების კომფორტი? სამივე მათგანს საუკეთესო აქვს. და ამასთან, სიმაღლეში რეგულირებადი პნევმო-დაკიდებითა და სპეციალური ოფროუდ-რეჟიმებით სამივე სუპერ-SUV მივა იქ, სადაც საიდანაც კაცობრიობამ ასეთ მანქანებზე ფიქრი დაიწყო - უგზოობაზე.

Auto BildAuto Bild
როცა მანქანა შენი ციხე-სიმაგრეა: ამ ავტომობილით ყურადღების ცენტრში ყოფნა ყველგან და ყოველთვის გარანტირებულია. ”ბენტაიგაში” უამრავ ძვირფას დეტალს შეხვდებით, თუმცა ამას აქ რა უნდა? პლასტმასის ეს შავი სახელური ალბათ VW Polo-ს თაროდან ჩამოიღეს

გაწონასწორებულმა, მძლავრმა, დინამიკურმა და გლამურულმა Bentley Bentayga-მ ეს სამიტი თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ჯერჯერობით ის მართლაც SUV-კლასის მეთაურია. ოღონდ მართლა ჯერჯერობით, რადგან უკვე გვესმის იმ V12-ის ჟღერადობა, რომელიც არაუგვიანეს 2019 წელს უნდა ვნახოთ - Rolls-Royce Cullinan-ში. მერე მას სწორედ ”როლს-როისის” SUV უნდა შევახვედროთ - აი, დუელიც ის იქნება, თუ იქნება. მანამდე კი ”ბენტაიგა” აბსოლუტური მასშტაბია, რადგან ფრენის გარდა მართლაც (თითქმის) ყველაფერი შეუძლია...

Auto Bild
სწორხაზოვანი ბრიტანული სტილი: ”რენჯი” დიდი ხანია, თავის სტილს არ ღალატობს და კლასში მოდის ფუძემდებელია. სპეციალური Event-სისტემა (მარჯვნივ) 7 344 ევრო ღირს
  • Bentley Bentayga
ძრავა: W12, Biturbo; მოცულობა: 5950 სმ3; სიმძლავრე: 447 კვტ (608 ცხ. ძ.)/5000; ბრუნის მომენტი: 900 ნმ/1350; მაქს. სიჩქარე: 301 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 4,1 წამში; ამძრაობა: მუდმივი 4x4/8-საფ. ავტომატიკა; ავზი: 85 ლ.; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 5141/1998/1742 მმ; საბარგულის მოცულობა: 430 ლიტრი; წონა: 2422 კგ; საწვავის ხარჯი (EU-Mix): 13,1 ლიტრი SP/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 296 გ/კმ; ფასი: 208 488 ევროდან

Auto Bild
  • Mercedes GLS 500 4Matic
ძრავა: V8, Biturbo; მოცულობა: 4663 სმ3; სიმძლავრე: 335 კვტ (455 ცხ. ძ.)/5250; ბრუნის მომენტი: 700 ნმ/1800; მაქს. სიჩქარე: 250 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 5,3 წამში; ამძრაობა: მუდმივი 4x4/9-საფ. ავტომატიკა; ავზი: 100 ლიტრი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 5130/1934/1850 მმ; საბარგულის მოცულობა: 680-2300 ლიტრი; წონა: 2581 კგ; საწვავის ხარჯი (EU-Mix): 10,9 ლიტრი S/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 255 გ/კმ; ფასი: 91 000 ევროდან

Auto Bild
  • Range Rover 5.0 V8 SC LWB SVAutobiography
ძრავა: V8, Kompressor; მოცულობა: 5000 სმ3; სიმძლავრე: 405 კვტ (550 ცხ. ძ.)/6000; ბრუნის მომენტი: 680 ნმ/3500; მაქს. სიჩქარე: 250 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 5,5 წამში; ამძრაობა: მუდმივი 4x4/8-საფ. ავტომატიკა; ავზი: 105 ლიტრი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 5199/1998/1840 მმ; საბარგულის მოცულობა: 784 ლიტრი; წონა: 2713 კგ; საწვავის ხარჯი (EU-Mix): 12,8 ლიტრი SP/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 299 გ/კმ; ფასი: 190 000 ევროდან

Auto Bild

დასკვნა
ამ დიდი სამიტის შემდეგ ცხადია, რომ სუპერ-SUV-ების ფიურერი ნამდვილად ”ბენტლი ბენტაიგაა”. იმიტომ, რომ დინამიკისა და მდიდრულობის ყველაზე გლამურულ ნაზავს გვთავაზობს. ”რენჯი” პრესტიჟული ალტერნატივაა, ”მერსედესი” კი ყოველდღიური ხმარებისთვისაა სრულყოფილი. აი, სამიტზე GLS 63 AMG რომ გამოეგზავნათ, შეიძლება, ყველაფერი თუ არა, ცოტა რამ მაინც ყოფილიყო სხვანაირად...
შალვა ბუაჩიძე

Auto Bild

ასევე იხილეთ:
მერსედესი, როგორც თევზი წყალში (+ ვიდეო)
Auto Bild


მერსედესის პიკაპი უკვე იტესტება
Auto Bild


ბრაბუსის ახალი სიამაყე: G-კლასი 700 ცხენის ძალით
Auto Bild


არის თუ არა მერსედესი ისევ მისაბაძი?
Auto Bild


ავტომობილის 10 საუკეთესო ინტერიერი ამერიკელების აზრით
Auto Bild


ერთ-ერთი ყველაზე უნაკლო მერსედესი
Auto Bild


მერსედესის ახალი SUV-კუპე: GLC Coupe
Auto Bild


2016 წლის საუკეთესო 4x4 ავტომობილები
Auto Bild


ბრაბუსმა 8 კლასიკური მერსედესი განაახლა
Auto Bild


ახალი ცნობები მერსედესის პიკაპის შესახებ
Auto Bild


ახალი E-კლასის AMG ვერსია
Auto Bild


ეს მაიბახი თითქმის ტანკია!
Auto Bild


გაიცანით: Mercedes-Maybach S 600 Guard
Auto Bild


ირინა შეიკს მერსედესი და ლამბორგინი უყვარს
Auto Bild


ახალი Mercedes E-კლასი: ჭკვიანი, ლამაზი და S-კლასური!
Auto Bild


ახალი, სამხედრო Mercedes G-კლასი
Auto Bild


”ზევსი” G-კლასი ”მრისხანე გამოხედვით” და 880 ცხენის ძალით!
Auto Bild


ამ მერსედესმა 5000 კილომეტრი ძრავის გარეშე გაიარა! [+VIDEO]
Auto Bild


როცა თამამად შეგიძლია თქვა, რომ ტანკში ზიხარ...
Auto Bild


”ბრაბუსის” უახლესი და საუკეთესო მოდელები
Auto Bild


G-კლასების ტიუნინგი Mansory და Mcchip-dkr-სგან
Auto Bild


მომხმარებლებმა ბრაბუსი საუკეთესოდ დაასახელეს
Auto Bild


ჩავიხედოთ ბრაბუსის მაიბახში!
Auto Bild


ბიზნეს-ბრაბუსი: ოფისი 800 ცხენის ძალით!
Auto Bild


რევოლუცია ახალ Mercedes E-კლასში! (+ VIDEO)
Auto Bild


ქალწული ბენცი
Auto Bild


ერთი დღე ნახევარმილიონიან მერსედეს-მაიბახში
Auto Bild


S-კლასი ყველგანმავლებში: Mercedes GLS
Auto Bild


ყველაზე მდიდრული და უსაფრთხო გელენდევაგენი
Auto Bild


მერსედესმა GLE-ს ტოპმოდელი გაგვაცნო
Auto Bild


G-კლასი მეტი სიმძლავრით და მეტი კომფორტით (+ VIDEO)
Auto Bild


GOODBYE, MY FRIEND!
ვემშვიდობებით Land Rover Defender-ს
Auto Bild


ლენდ როვერ დეფენდერის სუპერ-ზონდერი
Auto Bild


იხილეთ გალერეა:
Land Rover Defender-ის ზონდერმოდელები

Auto Bild


ასეთი იქნება მომავალი დეფენდერი?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
რა შეუძლია Range Rover-კაბრიოლეტს? (+ VIDEO)
Auto Bild


ლენდ როვერის ”დისკო” თუ Mercedes GLC?
Auto Bild


რენჯ როვერი ასეთი მრისხანე აქამდე არასდროს ყოფილა
Auto Bild


სმარტფონი მართავს რენჯ როვერს! (+ VIDEO)
Auto Bild


რენჯ როვერი გააპიკაპეს...
Auto Bild


დედოფლის ახალი რენჯ როვერი
Auto Bild


10 ყველაზე სწრაფი SUV
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
02.02.2015
BMW-ს პოპულარობა მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც უსაზღვროა. თქვენ წინაშეა ბავარიული კონცერნის ერთმანეთისგან განსხვავებული ოთხი ახალთახალი მოდელი.
სრულად
22.01.2015
ახალი კომპაქტური SUV იაპონიიდან: Lexus NX შესანიშნავად გამოიყურება, ეკონომიური ჰიბრიდული ამძრაობით გამოირჩევა, მაგრამ მისი მართვით დიდად ვერ ისიამოვნებთ
სრულად
15.01.2015
მაინც რატომ არ ვაფასებთ ქართველები კადილაკს?
სრულად