ვინ გააბრტყელებს მანქანას?
ვინ გააბრტყელებს მანქანას?
22.05.2018
ჩვეულებრივ, ხალხი ცდილობს A პუნქტიდან B პუნქტში უმოკლესი გზით მივიდეს. თეორიულად, ეს ყველაზე სწორია - ნაკლები დრო და ენერგია იხარჯება, მაგრამ პრაქტიკულად საქმე სხვანაირადაა : გააჩნია, B პუნქტში მანქანის დასაყენებელი ადგილი დაგხვდება, თუ არა. თუ არ დაგხვდა და გასაჩერებლის ძებნაში 2AB მანძილის გავლა მოგიხდა, რად გინდა ასეთი... გინდა? ნამდვილად არ გინდა. ამიტომ, ჯობია თავიდანვე გათვალო სად გაქვს ავტომობილის გაჩერების მეტი შანსი და მარშრუტიც ამის მიხედვით შეადგინო.

ამასწინათ, სწორედ ასე მოვქეცი და საშინლად ბანალური რაღაც მომივიდა. შევადგინე მარშრუტი, მივყევი კიდეც მას, მაგრამ...
თქვენც არ მომიკვდეთ. პირველ ქუჩაზე, სადაც ჩემი თეორიის თანახმად, ადგილი უნდა დამხვედროდა, ნემსის ჩასაგდები ადგილი არ იყო; მეორეზე ნემსის ჩასაგდები ადგილი კი იყო, ოღონდ მანქანა იქ ვერ ჩაეტეოდა. მესამე ქუჩის დიდი იმედი არც მქონდა და მართალიც ვიყავი, მეოთხე ქუჩა კი თავად B პუნქტი იყო. მივუახლოვდი იმედგაცრუებული და ახლო-მახლო წვრილ-წვრილი ქუჩების იმედად დარჩენილი ამ ჩემს B პუნქტს და რას ვხედავ: პირდაპირ კიბის წინ, ყველაზე მოხერხებულ ადგილას ვეებერთელა სიცარიელეს არ დაუღია პირი? რა იყო ნეტავ, სატვირთო მანქანა ხომ არ იდგა, ამხელა ადგილი როგორ დარჩა-მეთქი ვიფიქრე. გამიხარდა, მაგ
რამ რა გამიხარდა. თან გულიც დამწყდა, ნეტავ ზედმეტად არ მებოდიალა და პირდაპირ აქ მოვსულიყავი-მეთქი. თუმცა, ვინ იცის, პირდაპირ რომ მოვსულიყავი, იქნებ ის "სატვირთო მანქანა" ჯერ გასული არც ყოფილიყო.
  • ისე, რა ცოტა გინდა ადამიანს სიხარულისთვის, არა?
ზემოთ რომ აღვწერე, ასეთი შემთხვევები ხშირია. მიდიხარ სადღაც, ადგილს ვერ პოულობ, არადა გეჩქარება. სადმე რომ შეეტენო, მანქანას წაიყვანენ ან დაგაჯარიმებენ, არ შეეტენო და საქმე გიფუჭდება. აღარ იცი, რა ჯობია, დაგაჯარიმონ თუ საქმე არ გამოვიდეს? არც ის გინდა, არც ეს...

ერთი სიტყვით, პარკინგი დიდი პრობლემაა და როგორც ჩანს, მომავალშიც ასე იქნება. ამბობენ, რომ ქალაქის საავტომობილო ცხოვრების სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, ეს პრობლემა შემცირდება, მაგრამ გაქრობით რა გააქრობს, თუ ძმა ხარ?

იქნებ ინდივიდუალური გამოსავალი არსებობს? ვთქვათ ასეთი: დიდი თანამდებობის პირი რომ გახდე, B პუნქტამდე ესკორტი მიგაცილებს და ადგილსაც დაგახვედრებს. შენი გულისთვის გზას გადაკეტავენ. სამსახურთან და სახლთან ფარეხი გექნება, მაგრამ მე ეს ნაკლებად მემუქრება, თქვენ კი - რა ვიცი აბა... ნუ, მე ყოველ შემთხვევაში, მთელი გულით გისურვებთ და დანარჩენი გამოჩნდება.
  • არის მეორე გზაც: გავყიდოთ მანქანები და საქალაქო ტრანსპორტით ვიაროთ.
ისე, რა გვინდა იცით? ჰარი პოტერის მესამე ნაწილში რომ ავტობუსია - საჭიროების შემთხვევაში ვიწროვდება - აი, ისეთი. მიხვალ B პუნქტში, გააბრტყელებ მანქანას ტყლაპივით და მიაყუდებ სადმე. მერე დაბრუნდები, დააჭერ ღილაკს, ავტომობილი თავის ძველ ფორმას მიიღებს, მიუჯდები საჭეს და წახვალ, საითაც მიდიოდი.

ხუმრობა გვერდით იყოს და, რაც უფრო მომრავლდება მოტოციკლები და სკუტერები, მით მეტი პარკინგის ადგილი გამოჩნდება ჩვენს ქუჩებში. კარგი იქნება დიდი მანქანების რაოდენობაც თუ შემცირდება. ამბობენ, ევროპის ქალაქებში გემისხელა ჯიპებს ვერ ნახავ, ხალხს მეტწილად პატარა მანქანები ჰყავს, ეკონომიურიც არის და გასაჩერებელი ადგილის მოძებნაც უფრო ადვილიაო.

დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქმშენებლობასაც. არ დავასახელებ და, ზოგ ქალაქში კორპუსებს ერთმანეთთან ისე ახლოს დგამენ, რომ რამდენიმე უბნის გავლა მიწაზე ფეხის დაუდგმელადაც შეიძლება - შენი საძინებლიდან მოპირდაპირე კორპუსში, ვიღაცის სამზარეულოში გადახვალ, იქიდან შემდეგი სახლის აივანზე, იქიდან სხვის სააბაზანოში და ასე შემდეგ...

დამაინც, ამ ყველაფერზე სპეციალისტების აზრის მოსმენა იქნება საინტერესო. რაღა დაგიმალოთ და ტელევიზიებშიც ხშირად სამოყვარულო დონეზე ლაპარაკობენ, არადა პრობლემა სერიოზულია.

თუ არა და, ჰარი პოტერის მესამე ნაწილში რომ ავტობუსია და მისი ჯანი.
ილია ბაბუნაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ:
ჯიგრები, მათხოვრები და ოკუპანტები
Auto Bild


ნაღდი თბილისური ამბავი
Auto Bild


ჩვენ დაგველოცოს მარცხენა...
Auto Bild


GOODBYE, MY FRIEND! - ვემშვიდობებით Land Rover Defender-ს
Auto Bild


იმ დღეს ღვედი რომ შემეკრა, ეს ალბათ არ მოხდებოდა...
Auto Bild


რა შეიძლება მოხდეს, როდესაც მანქანის
მართვის დროს მობილურ ტელეფონს
2 წამით დახედავ (+ VIDEO)

Auto Bild


გზამკვლევი ჯოჯოხეთში...
Auto Bild


ის, რაც ბევრმა მშობელმა არ იცის ან არ უნდა, რომ იცოდეს
Auto Bild


გოგონა არ ჩამოდიოდა
Auto Bild


პირველი სიყვარული
Auto Bild


საჭესთან მხოლოდ ქალიშვილები არიან
Auto Bild


ყველაზე საშიში ნარკოტიკი საჭესთან... მობილური ტელეფონია!
Auto Bild


საჭესთან ნუ დაიხშობთ ყურებს!
Auto Bild


ქართველი მძღოლის დევიზია:
”მთავარია მე გავძვრე და სხვების დედაც მოვ...”
Auto Bild


ცხოვრებას სინამდვილეში არანაირი წესი არ აქვს
მიხაელ შუმახერის ცნობილი გამონათქვამები

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად