გოგონა არ ჩამოდიოდა
გოგონა არ ჩამოდიოდა
14.05.2015
სადარბაზოსთან ვიდექი. ახალი, ძველი Dodge Challenger ისვენებდა . კოლორადოს გზებზე დაკარგული ახალგაზრდობის შემდეგ, ჩემი მეგობარი ახალ უბანს, ახალ გზებს ეჩვეოდა. განსხვავებული მტვერი, განსხვავებული ხულიგნები და განსხვავებული პრიორიტეტები სავალ გზებზე. კოლორადოში სუსხიანი ამინდიც გეფერებოდა. აქ, სიცივე გკლავდა და მეგობარი ცოტა დაძაბული თუხთუხებდა. არ უნდოდა ახალი რელზებზე ეგრევე გადასვლა. ჯერ კიდევ იქ, კოლორადოში იყო.

მეგობარ გოგონას ველოდებოდი. რადიოში რეტრო-ჰიტები მოდიოდა. Doors, The Kinks, The Velvet Underground, The Band, The Beach Boys, John Coltrane… გოგონა არ ჩამოდის, აგვიანებს. აწკრიალდა მობილური. ახალი ესემესი მოვიდა. ბანკიდან?
ძველი დავალიანება ხომ არ გაისტუმრა სამსახურმა? მესიჯი მეგობარი გოგონასგან იყო - Plz, mapatie ra, 2 cutshi mand var… და კოცნის სმაილიკი. 2 წუთი იდეაში არის ოცი წუთი და ოც წუთში ბევრი კარგი კომპოზიციის მოსმენა შეიძლება.

რამდენიმე დღის წინ მეგობრის მეგობარმა მაჩუქა საინტერესო მუსიკალური ნაკრები. ბევრი გენიალური სიმღერით. მოვუსმინოთ, ვეკითხები ახალ მეგობარს? იმასაც სხვა გზა არ აქვს და ცივად დაპიპინებით მეთანხმება. მოვუსმინოთ, ოღონდ არ იყოს რეპი.

გოგონას ჩამოსვლამდე დინამიკებიდან წამოვიდა Are You Gonna Be My Girl. შემსრულებელი - ჯგუფი Jet. სიმღერა, რომელიც საოცრად ჰგავს Iggy Pop-ის
უკვდავ თემას Lust For Life. Jet ამ სიმღერით ახალ დონეზე გადავიდა და მე კიდევ ერთხელ დავხედე საათს. ჯერ ადრეა, 2 წუთს მხოლოდ 3 წუთი გადასცდა. ველოდებით.

დაიწყო ახალი სიმღერა. მაიკლ ჯექსონი. ეპოქა, როდესაც პოპის მეფე მხოლოდ 10 წლის იყო. და მღეროდა პროექტში Jackson 5. ლამაზი, მომთმენი და რაღაც დონეზე, განუმეორებელი პერფორმანსი სიმღერაში I Want You Back. ბიჭმა დაკარგა სიყვარული და ბიჭი ემზადება სიცარიელის ტკივილით შესავსებად. მაიკლ ჯექსონი მეფეა. და ჩემი მეგობარი ამაში კიდევ ერთი ეშხიანი დაპიპინებით დამეთანხმა.

The Prodigy. ბრიტანელი ფსიქოპატები ატონალური რიფინგით, ბევრი ბითით და კიტ ფლინტის ვოკალით, რომელიც გჭრის. სამართებელი, რომელიც ბგერებს არ ინდობს და ფლინტმა ლაიამ ჰაულეტთან ერთად იმღერა Omen. ჯგუფის მეექვსე ალბომიდან Invaders Must Die. ელექტრონული მუსიკის ახალი გენერაცია ისვენებს. ელექტრონული მუსიკის ახალი გენერაცია ფსიქოღმერთებს თავს უხრის.

მეგობარი გოგონა ჩამოვიდა. ძალიან კარგად გამოიყურება. თმა ლამაზად აქვს გადაწეული და მიცინის. დამნაშავე შეყვარებულის სიცილი. ჩაჯდა, გადმოიწია, მაკოცა, «დიზელის» ტკბილი სუნამო ავსებს სალონს და ვიქოქებით.

დინამიკებიდან წამოვიდა Queen და Don’t Stop Me Now. კოლორადოში ამას ხშირად უსმენდნენ. Dodge Challenger დაიძრა და ფრედი მერკურიმ აკრიფა.

ხანდახან შეყვარებულებიც უნდა აგვიანებდნენ.
ზურა თალაკვაძე

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
08.06.2019
წამით ძველი "გაიშნიკი" მეგონა, მაგრამ მხოლოდ წამით.
სრულად
01.05.2015
როდესაც ამ ფოტოს შეხედეთ, ალბათ მაშინვე გაიფიქრეთ: „ამას კიდევ ეს უნდოდა?“
სრულად
17.03.2015
სადარბაზოსთან ტაქსი მელოდებოდა. ”მერსედესი”. C კლასი
სრულად