ქართველი მძღოლის დევიზია: ”მთავარია მე გავძვრე და სხვების დედაც მოვ...”
ქართველი მძღოლის დევიზია: ”მთავარია მე გავძვრე და სხვების დედაც მოვ...”
08.01.2015
ქართველ მძღოლს ყოველთვის ეჩქარება, მაგრამ არსად აგვიანდება.

ქართველი მძღოლის დევიზია: ”მთავარია მე გავძვრე და გამოვძვრე, სხვების დედაც მოვ...”

ქართველმა მძღოლმა იცის: წინ თუ გზა იყოფა, წინასწარ ხაზში ჩადგომა დიდი სისულელეა - როდესაც შეიძლება ბოლო მომენტამდე მეორე ხაზში მშვიდად იარო, მერე ”პავაროტნიკი” ჩართო და ზედ გზის გაყოფის ადგილთან პირველ ხაზში ”ჩაეკვეხო”.

Auto Bild

ჭეშმარიტი ქართველი მძღოლი მოხვევას მესამე ხაზში იწყებს და მეორეში ამთავრებს.

ქართველი მძღოლი წუთზე დიდხანს ერთ ხაზში არ უნდა დარჩეს და უმალვე მეორეში გადახტეს, მერე კი უკან გადმოხტეს.

თუ შუქნიშანზე მეორე
დგას, ქართველმა მძღოლმა, მწვანე შუქის ანთაბამდე 2-3 წამით ადრე უნდა დაასიგნალოს, თუ მეხუთე-მეექვსე – როცა მწვანე აინთება მაშინ, ხოლო თუ მეათე, ან მეთერთმეტეა, მაშინ 2–3 წამის მერე.

ქართველი მძღოლი მოკვდება, მაგრამ უშუქნიშნო ”ზებრაზე” ფეხით მოსიარულეს არ გაატარებს.

ქართველი მძღოლი ”პავაროტნიკს” მარტო მაშინ რთავს, როდესაც არღვევს.

Auto Bild

როდესაც შუა ქუჩაში ჩერდება, ქართველი მძღოლი ”ავარიულს” რთავს.

ქართველ მძღოლს ჰგონია, რომ ასფალტზე დახაზული სამკუთხედები უბრალოდ ლამაზი ორნამენტებია.

ქართველი მძღოლი მანქანას ისე გააჩერებს, რომ შენ შენი მანქანა ვეღარ გაიყვანო, რადგან ზუსტად იცის, რომ შენ არსად წახვალ, თვითონ კი მნიშვნელოვანი საქმე
აქვს.

ერთმა ქართველმა, რომელმაც მანქანა იყიდა, მესამე დღეს თქვა: ”ადამიანის ხასიათი და ბუნება კარგად ჩანს იმის მიხედვით, თუ როგორ ატარებს ის მანქანას, ჰოდა ჩვენი საშველი არ არის”.

მაგრამ, ქართველ მძღოლს ესეც ჰკიდია, რადგან ქართველი მძღოლი, იგივე ქართველი ბიზნესმენი, ქართველი ჟურნალისტი, მასწავლებელი, ექიმი, იურისტი, უმუშევარი, ტაქსისტი და უბრალოდ, საქართველოს მოქალაქეა, ამ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობის დევიზი კი არის: “მთავარია მე გავძვრე და გამოვძვრე, სხვების დედაც მოვ...”

ტატო ბაციკაძე

ავტორის სხვა ბლოგები

Auto Bild
ფოტოები აღებულია ფეისბუქ-გვერდიდან გაიცანით სამარცხვინო მძღოლები”
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
08.06.2019
წამით ძველი "გაიშნიკი" მეგონა, მაგრამ მხოლოდ წამით.
სრულად
14.05.2015
სადარბაზოსთან ვიდექი. ახალი, ძველი Dodge Challenger ისვენებდა
სრულად
01.05.2015
როდესაც ამ ფოტოს შეხედეთ, ალბათ მაშინვე გაიფიქრეთ: „ამას კიდევ ეს უნდოდა?“
სრულად