BMW-ს ახალი ხულიგანი M2 - თავის მოკვლა რომ გინდოდეს, გადაგაფიქრებინებს...
BMW-ს ახალი ხულიგანი M2 - თავის მოკვლა რომ გინდოდეს, გადაგაფიქრებინებს...
16.05.2016
M – ეს BMW-ს მოყვარულთა საფიცარია და M-ის სამყარო ახლა BMW M2-ით იწყება. ამ 370-ცხენისძალიანი Turbo-კუპეს მართვა რომ დიდი სიამოვნებაა, ამაში მალევე დავრწმუნდით

”ხულიგანკა” ხომ კარგად გახსოვთ? განსაკუთრებით BMW-ს მოყვარულებს ეხსომებათ. 90-იანების საქართველოში ”ხულიგანკა” თუ გყავდა, პირველი ბიჭი იყავი. ეს იყო მანქანა, რომელიც დღემდე აღაგზნებს BMW-ს ფანებს. ახლა კი მინდა გითხრათ, რომ Test The Best-ზე ჩვენ BMW-ს ახალი ”ხულიგანკა” გავიცანით. თუკი შესაძლებელია, რომ რომელიმე ახალ BMW-ს ეს ცნობილი მეტსახელი შეარქვა, პირველ რიგში ალბათ სწორედ ამ მანქანას - ახალ BMW M2-ს!
იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე სპორტული, ყველაზე სიმპათიური, ყველაზე გადარეული და ყველაზე ცელქი კუპე ახალგაზრდულ BMW-ებს შორის.

Auto Bild

ბავარიელებს და კერძოდ M GmbH-ს სწორედ BMW M2-ით სურთ ახალი ახალგაზრდა ავტომოყვარულების გულის მოგება. რაც ყველაზე მთავარია, მანქანა კომპაქტურია და ძალიან ძლიერი, რაც იმის დამსახურებაა, რომ BMW-ს სპორტულმა დეპარტამენტმა უდიდესი მონდომებით იმუშავა - M-ის ბიჭებმა ამ მანქანაში სული და გული ჩადეს და M2-ისთვის არც მისი დიდი ძმის, M4 დეტალები დაენანათ. დაუმატეთ ამას კლასიკური 3-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი Turbo ძრავა, რომლის სიმძლავრე 370 ცხენის ძალაა. დანკე შონ!

Auto Bild

ტრეკის პარკინგზე ახალი M2
იმდენად თავდაჯერებულად იდგა, რომ დანახვისთანავე მივხვდით, თავგადასავალი სწორედ ამ ავტომობილით უნდა დაგვეწყო. ასეთი ვაჟკაცური დგომაც M-ის ბიჭების დამსახურებაა. საქმე ისიცაა, რომ M2-ის საბურავების თაღებს მიღმა M3/M4-ის ღერძები იმალება.

Auto Bild

სხვათა შორის, ”მეორე სერიის” M-ვერსიამ სამუხრუჭე სისტემაც თავისი დიდი ძმისგან მიიღო. ტექნიკური თვალსაზრისით კი, თავისი 370 ცხენის ძალით, სადღაც M235i-ს (326 ცხ. ძ.) და M4-ს (431 ცხ. ძ.) შორისაა. აი, ბრუნის მაქსიმალური მომენტით კი, ეს მანქანა, თვით V8-M3-საც (E90, 420 ცხენის ძალა, 400 ნმ) ჯობნის! როგორ? აი, ასე: მისი მაქსიმალური მაბრუნი მომენტი 1400-დან 5560 ბრ/წთ-მდე 465 ნიუტონმეტრია, მცირეხნიანი Overboost-ით კი სულაც 500! თუმცა გვეყო მშრალი ციფრები და თეორიები - საქმეზე გადასვლის დროა.

Auto Bild
ყველაფერი, რაც გჭირდება და არაფერი ზედმეტი - M2-ის ინტერიერი ბავარიული მიდგომის ნიმუშია

Auto BildAuto Bild

დააჭერ თითს სტარტის ღილაკს და 6-ცილინდრიანი აგრეგატი ისეთი ხმით იღვიძებს, თავის მოკვლა რომ გინდოდეს, გადაგაფიქრებინებს - ცხოვრება მშვენიერია! ნიუტონმეტრების დამსახურებაა ისიც, რომ ადგილიდან მძლავრად წყდება და მნიშვნელობა არა აქვს, სად დგას ტახომეტრის ისარი, ძრავის რეაქცია ნებისმიერ დროს შესაშურია და 7000-მდე ყველა მაყუჩიდან ცეცხლებს ისვრის. შთამბეჭდავია მისი ჟღერადობაც. გამოცდილი მძღოლი პირველივე აჩქარებისას მიხვდება, რომ ბავარიულ 6-ცილინდრიანთან აქვს საქმე. ძრავის ჟღერადობა განსაკუთრებით მძაფრი ”Sport+” რეჟიმშია, რადგან ამ დროს ოთხივე მაყუჩი უკიდურესად ბობოქრობს.

Auto Bild
ახალი BMW M2-ის მართვა ასეთ ბრწყინვალე ტრეკზე ორმაგად სასიამოვნოა

M2-ის ნდობას უკვე რამდენიმე მოსახვევის შემდეგ იწყებ. პილოტის ბრძანებებს კარგად ემორჩილება, მაგრამ მაინც არ გტოვებს იმის განცდა, რომ რისკავ. ეს კარგია გართობისთვის! მიუხედავად იმისა, რომ მანქანა 1570 კილოგრამს იწონის, რაც სულაც არ არის ცოტა, M2 მაინც ძალიან მსუბუქი და მანევრულია. გაგახსენებთ, რომ მისი დიდი ძმა, M4 მხოლოდ 20 კილოგრამით მეტს იწონის (1590 კგ). მძღოლის სრული სიმშვიდისთვის კი არსებობს ESP, რომელიც ”Sport+” რეჟიმში სიამოვნების მიღებას მაქსიმალურად გაცდის და საქმეში სპეციალურად გვიან, უკიდურესი საჭიროების დროსღა ერთვება. სისტემა არასდროს ტოვებს მძღოლს 100 პროცენტით მარტო - BMW-ში კარგად იციან, როგორ აღაგზნებს ეს მანქანა თავის მფლობელს და ზრუნავენ მის უსაფრთხოებაზე. თავდაჯერებული მძღოლი Sport+ რეჟიმით მაქსიმალურად ისიამოვნებს, დამწყებთათვის კი იდეალურია ჩვეულებრივი Sport-რეჟიმი, რომლის დროსაც ყველა საჭირო ასისტენტ-სისტემა ჩართულია, ნებისმიერ სიტუაციაში უსწრაფესად გეხმარება და, ამავდროულად, მანქანა მაინც უნაკლოდ გართობს.

Auto Bild

ყველაზე კარგიც სწორედ ეს არის: M2-ით მაქსიმალურად ერთობა როგორც დამწყები, ისე გამოცდილ-გამობრძმედილი პილოტიც. ეს ის შემთხვევაა, როცა მართვის სიამოვნება ასისტენტებითაც გარანტირებულია. თუ საკუთარი თავის გჯერა, გათიშე და ისე იბატონე! და თუ ზედმეტად თავდაჯერებული გამოდექი და რაღაც მაინც შეგეშალა, ასისტენტი მაინც გიშველის.

Auto BildAuto Bild
6-საფეხურიანი მექანიკა ძველი სკოლის მოყვარულებს გააბედნიერებს, Facebook-ის თაობისთვის კი ავტომატიკაც არსებობს

ამ M2-ში გადაცემათა კოლოფი მექანიკური იყო - ძველი, კარგი სკოლა. მართალია, მექანიკა 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას ორი წამით მეტ დროს ანდომებს (4,5 წმ), ვიდრე ავტომატი (4,3 წმ), მაგრამ ”ძველი სკოლის” მოყვარულებს მაინც სწორედ მექანიკას გირჩევთ. BMW-ს მართვის სიამოვნების მოყვარულთათვის ის უალტერნატივო არჩევანია. ეს 6-საფეხურიანი ბოქსი ძალიან ვაჟკაცურია - მძღოლს აგრძნობინებს, რომ თვითონას ამ მანქანის ნაწლია. ასეთ რამეს დღეს ბევრი ავტომობილი ნაღდად აღარ გვთავაზობს. M2 კი გვთავაზობს და ამით გვახსენებს ისეთ ლეგენდარულ M-ს, როგორიც იყო მაგალითად E30 M3.

ახალი M2, რა თქმა უნდა, BMW-ს თბილისის ცენტრშიცაა ხელმისაწვდომი - ”ომეგა მოტორსში” მისი საწყისი ფასი 40 700 ევრო გახლავთ. მინდა გითხრათ, რომ ამ მანქანისთვის ეს ძალიან კარგი ფასია!

Auto Bild
ოთხი მაყუჩი და ძრავის გადასარევი ჟღერადობა - M2 ჯიშიანი ბიჭია

დასკვნა
თანამედროვე სპორტული კომპაქტი, რომელიც ძველ სკოლის ტრადიციებს არ ივიწყებს - BMW M2 ავტომობილისტებისთვის, განსაკუთრებით კი ბავარიული ავტომწარმოებლის მოყვარულებისთვის, ძალიან კარგი საჩუქარია. კლასიკური 6-ცილინდრიანი Turbo-ძრავა 3 ლიტრი მოცულობით - სიამოვნება გარანტირებულია! M2 სუფთა M-ია - ამ ფენომენის საუკეთესო გაგებით და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მექანიკას აირჩევ. ეს არის მანქანა, რომელიც BMW-ს ისტორიის წიგნში საპატიო ადგილს დაიკავებს და მფლობელს ისე შეაყვარებს თავს, როგორც ”ხულიგანკა” უყვარდათ და უყვართ საქართველოში.
შალვა ბუაჩიძე

Auto Bild
  • BMW M2
ძრავა: 6-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 2979 სმ3; სიმძლავრე: 272 კვტ (370 ცხ. ძ.)/6500; მაქს. მაბრუნი მომენტი: 465 ნმ/1400; მაქს. სისწრაფე: 250 კმ/სთ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 4,5 წამში; ამძრაობა: უკანა; გად. კოლოფი: 6-საფეხურიანი; ავზის მოცულობა: 52 ლიტრი; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4468/1854/1410 მმ; საბარგულის მოცულობა: 390 ლიტრი; წონა (EU): 1570 კგ; საწვავის ხარჯი (EU-Mix): 8,5 ლ. Super/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 199 გ/კმ; ფასი (ომეგა მოტორსში): 40 700 ევროდან

Auto Bild

იხილეთ ვიდეო:
ახალი BMW M2-ის ექსკლუზიური ტესტ-დრაივი
Auto Bild


ასევე იხილეთ:
BMW-ს ”მესამე სერიის” ისტორია ერთ ვიდეოში (+ VIDEO)
Auto Bild


BMW-ს ახალი ზონდერი: ლიმიტირებული ”მეშვიდე სერია”
Auto Bild


ეს BMW ყველა საგანში ხუთოსანია!
Auto Bild


BMW-ს ფანატებისთვის: ძველი M5 გარბენის გარეშე!
Auto Bild


BMW იუბილარია - მართვის სიამოვნების 100 წელიწადი
Auto Bild


ლეგენდა, რომელმაც BMW კინაღამ გააკოტრა
Auto Bild


BMW წიწაკით
Auto Bild


ელვის პრესლის BMW (+26 ფოტო)
Auto Bild


BMW-ს ახალი, ლიმიტირებული ზონდერი
Auto Bild


გაიცანით: BMW-ს ყველაზე მძლავრი სერიული შვიდიანი
Auto Bild


გაიცანით: Alpina B7 – BMW-ს მეშვიდე სერიის სპეც-ვერსია
Auto Bild


BMW-ს ახალი ლუქს-ლიმუზინი:
ყველაფერი ახალი მე-7 სერიის შესახებ

Auto Bild


BMW-მ ლას ვეგასში მომავალი გვიჩვენა! (+ VIDEO)
Auto Bild


ლუქსი გერმანულად: ახალი მე-7 სერია და S-კლასი
Auto Bild


იხილეთ ფოტოგალერეა:
რა შეიცვალა ახალ მე-7 სერიაში
წინამორბედ მოდელთან შედარებით?
Auto Bild


BMW M4 GTS-ის გადასარევი წრე ნიურბურგრინგზე (+ VIDEO)
Auto Bild


გაიცანით: ყველაზე მძლავრი BMW X4
Auto Bild


BMW-ს ძველი სამი მუშკეტერი
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
BMW,
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად