იყო ერთი მერსედესი
იყო ერთი მერსედესი
20.06.2014
სადღაც 1987 წელი იდგა, უფრო ზუსტად 87-ის დასაწყისი... მე-9 კლასელი გახლდით და ჩემმა საყვარელმა მასწავლებელმა თავისი BMW 3er შავ Mercedes 190-ში სრული სერიოზულობით გაცვალა. არ გასულა დიდი დრო და მწვანე 190-ზე ჩვენი ინგლისურის მასწავლებელიც გადაჯდა - კაცი, რომელიც მანამდე მშვენიერი ”ხოჭოს” მძღოლი იყო. სწორედ მაშინ ვიფიქრე პირველად, რომ ეს გენიალური ბენცი იყო. დღეს ამაში უკვე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და Baby-Benz-ს მეც უდიდესი სიამოვნებით დავაყენებდი ჩემს გარაჟში.

W 201, რომელსაც თავიდან ბევრი ალმაცერად უყურებდა, მალე მთელი გერმანიის ერთ
-ერთი უსაყვარლესი მანქანა გახდა - Mercedes 190 გერმანიას ჰელმუტ კოლზე არანაკლებ შეუყვარდა. შესაბამისად, 1993 წლამდე ამ მანქანის 1,9 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

Auto Bild
Mercedes 190 D, გამოშვების წელი 1991, გარბენი 33 340 კმ. არა, ეს გარბენი არ არის ჩამოყრილი და არც ათვლა დაწყებულა თავიდან

ალბათ გაინტერსებთ, რატომ გირჩევთ მაინცდამაინც 190-ს? გეტყვით: არჩევანი ძალიან დიდია და შემოთავაზებულ ეგზემპლარებს შორის ბევრია კარგად მოვლილი და თანაც, ძვირსაც არ აფასებენ. თუ გინდათ, რომ პირველი ხელიდან იყიდოთ და მანქანას 100 000 კილომეტრზე ნაკლები ჰქონდეს გავლილი, ასეთი ეგზემპლარები 5000 ევრო ღირს. კონკრეტულად ეს მანქანა ფირმა DB-ში ვიპოვნე, რომელსაც ძირითადად
190-ები ჰყავს.

კონკრეტულად ეს მოდელი კი ახლახან მიიღეს - 1991 წელსაა გამოშვებული და ერთი ბებოს გარდა არავის ჰყოლია. ქალბატონი უკვე 95 წლისაა და თუ ”ბენცით” მგზავრობა მოუნდა, ახლა მხოლოდ ტაქსის თუ დაუძახებს. თუმცა ბებოს ამ მანქანით ბევრი ისედაც არ უვლია - მანქანას მხოლოდ 33 340 კილომეტრი აქვს გავლილი და თანაც დიზელის ძრავა აქვს! 91-ში ქალბატონმა დამატებით ოფციებში ABS, ლუქი, მისაბმელის კაუჭი და ცენტრალური საკეტი შეუკვეთა. სარკეები ისე ადვილად რეგულირდება, თითქოს გუშინ ნაყიდი მანქანა იყოს. საინტერესოა, სად და რა მდგომარეობაშია ახლა ჩემი საყვარელი მასწავლებლის ეგზემპლარი?

Auto Bild
ხედავთ შავ შახტას? ქალბატონს, რომელიც 1919 წელსაა დააბადებული და 95 წლისაა, რადიოზე უარი უთქვამს. საინტერესოა, თვითონ მღეროდა?

+ დიდი არჩევანი: სულ 1,9 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და აქედან ნახევარზე მეტი გერმანიაში დარჩა. დღეისათვის შემოთავაზებული 190-ებიდან გერმანიაში უმეტესობას მხოლოდ ერთი პატრონი ჰყავდა. განსაკუთრებით 1988 წლიდან გამოშვებულ ეგზემპლარებს გირჩევთ, რომლებიც ჟანგვისგან იდეალურადაა დაცული.
- დიზელის ძრავა გარემოს ძალიან აბინძურებს, გამონაბოლქვის სისტემის ფილტრი კი საკმაოდ ძვირია. 1988 წლამდე გამოშვებულ მოდელებს კოროზიის პრობლემაც აღენიშნებათ. შეძენამდე კარგად გამოიკვლიეთ ძარა.

განაჩენი
თუ ”იანგთაიმერი” გსურთ, Mercedes 190 ერთ-ერთი საუკეთესო და გონივრული გადაწყვეტილებაა. 5000 ევროდ კარგად მოვლილი ეგზემპლარი მოგივათ, რომელსაც დიდი გარბენი არ ექნება და მხოლოდ ერთი პატრონის ხელში იქნება ნამყოფი.
ანდრეას მაი

Auto Bild
აქ დიზელის 2-ლიტრიანი აგრეგატი მუშაობს, რომლის სიმძლავრე 75 ცხენის ძალაა. გაფუჭებული ტურბინის არ შეგეშინდეთ - ტურბო საერთოდ არ აქვს!
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
30.04.2015
BMW 507 არის ”როდსტერი”, რომელიც 1956-1959 წლებში იწარმოებოდა.
სრულად
02.02.2015
გაიცანით 1906 წელს გამოშვებული Mercedes Simplex, რომელიც თანამედროვე „G-კლასს“ შევახვედრეთ
სრულად
24.12.2014
ავტომობილს ყოველთვის 4 ბორბალი უნდა ჰქონდეს? რა სისულელეა! ინგლისური Reliant Robin ამტკიცებს, რომ სამიც საკმარისია
სრულად