გაიცანით ახალი BMW Z4 (ფოტო+ვიდეო)
გაიცანით ახალი BMW Z4 (ფოტო+ვიდეო)
24.08.2018
ბავარიულმა კომპანიამ BMW მესამე თაობის Z4-ი წარმოადგინა, ავტომობილი კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული გახდა მართვის დინამიურობაზე და ბაზარზე კონკურენციას გაუწევს ისეთ ავტომობილს როგორიცაა Porsche 718 Boxster.
Auto Bild

ახალი როდსტერი რომელიც კომპანიამ Toyota-სთან თანამშრომლობით შექმნა  აშშ-ში Pebble Beach Concours d’Elegance-ზე უჩვენეს პირველად. კალიკორნიის ქალაქ მონტერეის ამ საავტომობილო შოუზე პრემიერიდან რამდენიმე თვეში კი მისი გაყიდვები დაიწყება.  ავტომობილის ევროპული პრემიერა კი პარიზი ავტოშოუზე მოხდება, სექტემბრის მიწურულს.

Auto Bild

რაც შეეხება მის ძალისმიერ მონაცემს, ავტომობილის პირველი სერია M40i M Performance First Edition აღჭურვილია, 335 ცხენისძალიანი ტუბრირებული 3,0 ლიტრიანი
და ექვს-ცილინდრიანი ძრავით. სამომავლოდ იგეგმება უფრო მძლავრი და უფრო სუსტი აგრეგატებით წარმოებაც.

Auto Bild

Z4-მა მოირგო ელექტრონული მექანიზმის ნაჭრის სახურავი, რამაც კონსტრუქციის წონა 60 კილოგრამით შეამცირა. მიუხედავად ავტომობილის 70 მმ-ით დაგრძელბისა ახალი Z4 წინა თაობის ავტომობილზე 50 კილოგრამით ნაკლებია. M40i-ის წონა სავარაუდოდ  1500 კგ იქნება.


Z4, რომლის კოდური სახელწოდებაა G29, სრულიად ახალ პლატფორმაზეა აწყობილი, რომელსაც ასევე მოირგებს Toyota-ს Supra. მისი ალუმინისა და რკინის სტრუქტურა კი კომპანიის მხრიდან უნიკალურად ხასიათდება. გარდა ამ პლატფორმისა, მას სხვადასვხა ელექტრონული კომპონენტები ასევე აქვს მორგებული კომპანიის ფართოდგამოყენებადი პლატფორმისგან - CLAR, რომელსაც იყენებენ ახალი
თაობის  7,  5, 3 Series ასევე  X3, X4 და X5 SUV-ები.  ავტომობილის აწყობა მოხდება კომპანიის მაგნა სტეირის ქარხანაში, ავსტრიის ქალაქ გრაცში, სადაც ასევე ააწყობენ ახალი თაობის Supra-საც.
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
26.07.2018
გერმანულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ მის სამოდელო გამაში 2014 წლიდან არსებული წარმატებული მოდელი განაახლა.
სრულად
26.07.2018
Mercedes-Benz-მა მის სამოდელო გამაში სასტარტო სედანი ოფიციალურად წარმოადგინა.
სრულად
25.05.2015
”მერსედესმა” M-კლასი გადაამუშავა და GLE დაარქვა. სიახლეა Plug-in-ჰიბრიდული ვერსიაც
სრულად