Mercedes-Benz-მა A-Class სედანი ოფიციალურად წარადგინა
Mercedes-Benz-მა  A-Class სედანი ოფიციალურად წარადგინა
26.07.2018
Mercedes-Benz-მა მის სამოდელო გამაში სასტარტო სედანი ოფიციალურად წარმოადგინა. ახალი  A-Class სედანის გაყიდვები შემოდგოამზე დაიწყება

ჩვენ ვიცნობთ A-Class-ს როგორც ჰეჩბეკს და მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვის შემქნილ სედანის ვერსიებს, ხოლო გლობალური ბაზრისთვსი განკუთვნილი სედანის პრეზენტაცია პარიზის ავტოსალონზე გაიმართება. ავტომობილი Audi A3 სედანისა და BMW 2 Series Gran Coupé-ს კონკურენტად მოიაზრება.
ის კომპანიის სამოდელო გამაში C-Class-ის სედანზე დაბლა განთავსდება და გახდება კომპანიის ყველაზე ხელმისაწვდომი ოთხკარიანი მოდელი, 1982 წელს წარმოდგენილი მოდელ 190-ის დარად, რომელიც შემდეგ გადაკეთდა როგორც  C-Class-ი.
Auto Bild
კომპანიის განცახდებით ავტომობილი თავდაპირველად მხოლოდ ორი ძრავით იქნება
ხელმისაწვდომი მისი გაყიდვების დაწყების მომენტში, თუმცა თუ ავტომობილზე მოთხოვნა გაიზრდება ის დამატებით სხვა ვარიანეტბადაც გამოვა.

პირველ ჯერზე წარმოდგენილი 1.3-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი 161 ცხენისძალიანი და 1,5 ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი დიზელის 114 ცხენისძალიანი ვარიანტები. ორივე სტანდარტული ექვსაფეხურიანი მანუალური გადაცემათა კოლოფი ექნება, თუმცა ოპციის სახით განიხლება ჰეჩბეკში გამოყენებული შვიდსაფეხურიანი ავტომატიკაც. სტანდარტულად სედანი წინაამძრავიანი იქნება თუმცა საუაბრია ასევე სრული ამძრაობის ვარიანტის გამოჩენაზეც, მათ შორის იქნებიან A35 4Matic და A45 4Matic მოდელები AMG -ის დივიზიონიდან. 

ვიზუალურად ავტომობილი წინა მხარეს ჰეჩბეკის ანალოგია,
ხოლო უკანა მხარეს რათქმაუნდა განსხვავებული ჰეჩბეკისგან. მისი სიგრძე  4549მმ-ია, სიგანე 1796მმ, ხოლო სიმაღლე 1446მმ. შედარებისთვის Audi A3 სედანის ზომაა სიგრძეში  saloon 4458მმ, სიგანეში1796მმ და სიმაღლეში 1415მმ

Auto Bild

Mercedes-ის განცახდებით მცირე წინა არეალი და დაგრძელებული უკანა მხარე ავტომობილს მეტად აეროდინამიურს ხდის და ის ამ კლასში ლიდერია. რაც შეხება საბარგულს ის 420 ლიტრიანია და 5 ლიტრით ჩამორჩება კონკურენტ A3-ს.

Auto Bild
რაც შეეხბა ინტერიერს აქ გვხდება ზუსტად ანალოგიური სამუშაო დაფა რაც ჰეჩბეკში და იგივე ინფოტაინტმენტ სისტემა MBUX თაჩსქრინ კონტროლითა და ხმოვანი მართვის ფუქნციით.
Auto Bild
ავტომობილი შექმნილია Mercedes-Benz-ის MFA II პლატფორმაზე . მისი წარმოება რაშტატის ქარხანაში გერმანიაში და მექსიკაში აგუასკალიენტოს საწარმოში დაიწყება, რომელიც გახლავთ კომპანიის საზიარო საწარმო Renault-Nissan-თან. ხოლო ჩინეთისთვის განკუთვნილი დაგრძელებული ვარიანტის წარმოება კომპანიის პეკინში არსებულ საწამროში განხორიცელდება.

რაც შეეხება ფასს მისი სასტარტო ღირებულება 29 ათასი ევროდან დაიწყება რაც მას Audi A3 სედანზე უფრო ძვირს ხდის.
Auto Bild
A-class სედანი ეს არის რიგით მეექვსე წევრი კომპანიის კომპაქტების ოჯახში - A-Class ჰეჩბეკი, B-Class, CLA coupé, CLA Shooting Brake და GLA ქროსოვერის შემდეგ ამ ჩამონათვალს კი 2019 წლიდან ასევე შეუერთდება GLB.




ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
24.08.2018
ბავარიულმა კომპანიამ BMW მესამე თაობის Z4-ი წარმოადგინა, ავტომობილი კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული გახდა მართვის დინამიურობაზე და ბაზარზე კონკურენციას გაუწევს ისეთ ავტომობილს როგორიცაა Porsche 718 Boxster.
სრულად
26.07.2018
გერმანულმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ მის სამოდელო გამაში 2014 წლიდან არსებული წარმატებული მოდელი განაახლა.
სრულად
25.05.2015
”მერსედესმა” M-კლასი გადაამუშავა და GLE დაარქვა. სიახლეა Plug-in-ჰიბრიდული ვერსიაც
სრულად