ჩემი ცხოვრება მანქანის სახურავზე - ერთი გერმანელი ფოტოგრაფის ამბავი
ჩემი ცხოვრება მანქანის სახურავზე - ერთი გერმანელი ფოტოგრაფის ამბავი
17.04.2018
მას არ აქვს სახლი და საკუთარ ავტომობილზე ცხოვრობს. თილო ფოგელმა მანქანის სახურავზე დამონტაჟებულ კარავში ცხოვრება გადაწყვიტა და ახალ მოძრაობას დაუდო სათავე

როცა ღამდება... როცა ადამიანები თავიანთ სახლებსა თუ ბინებში ბრუნდებიან... როცა გათბობას რთავენ ან ფანჯრებს აღებენ... მოკლედ, როცა საკუთარ ბუნაგებში კომფორტულად შეიყუჟებიან, თილო ფოგელი საკუთარი ავტომობილის სახურავზე ადის.
  • ყოველ საღამოს ასე ხდება. მნიშვნელობა არა აქვს, წვიმს, თოვს თუ სიცხეა - თილო მანქანის სახურავზე დამონტაჟებულ კარავში ძვრება და იქ იძინებს.
Auto Bild

აღებს თავისი, 2011 წელს გამოშვებული "ფორდ მონდეოს" ერთ-ერთ უკანა კარს, ერთ
ფეხს კარის შიდა სახელურს ადგამს, მეორეს უკანა ფრთას, მაღლა იწევა და უკანალს პირდაპირ კარავში ჩადგმულ საწოლზე დებს. მერე კარავში ძვრება, კრავს და იძინებს - ღამე მშვიდობისა! თილო ფოგელი 38 წლისაა და ფოტოგრაფი გახლავთ.

მანქანის სახურავზე დამონტაჟებული კარავი მისი საძინებელი ოთახია, თავად მანქანა კი - მისი ოფისი. მას მხოლოდ ეს ავტომობილი აქვს და მეტი არაფერი.

"როცა დაღლილი ვარ, გასათბობ საბანზე საძილე ტომრით ვწვები ხოლმე და თავს ყინვაშიც კი კარგად ვგრძნობ," - მეუბნება თილო ფოგელი ღიმილით. ის ხშირად იღიმის. ვერ ვიტყვი, რომ თავს უბედურად გრძნობს. თითქოს, მის
ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურადაა. საკუთარი ბინა, ან სახლი? ჰქონდა, რა თქმა უნდა, ჰქონდა - ოღონდ, ადრე.

Auto Bild
ოფისი მანქანაში: ეს თილოს მობილური ბიუროა, სადაც ფოტოგრაფს თავისი საქმიანობისთვის აბსოლუტურად საკმარისი სივრცე აქვს. "ფორდ მონდეოს" უკვე 160 000 კილომეტრი აქვს გავლილი

თილო ფოგელს უმაღლესი განათლება აქვს - მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი დაამთავრა. მერე ფოტოგრაფიაც ისწავლა. 2015 წლამდე აახენში, 36-კვადრატულმეტრიან ბინაში ცხოვრობდა და საკუთარი ფოტო-სტუდიაც ჰქონდა, მაგრამ მაინც რატომღაც უკმაყოფილო იყო. "ფოტო-სტუდიაში საქმეები კარგად მიდიოდა, საკმაოდ ბევრი შეკვეთა მქონდა, მაგრამ ძალიან ბევრი მუშაობა მიწევდა, ხშირად ღამეებსაც კი ვათენებდი და ძალიან გადავიღალე. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ იმიტომ ხომ არ ვცხოვრობ, რომ ვიმუშავო?" - ამბობს ისევ ღიმილით.

გაყიდა სტუდიაც და ყველაფერი, რაც არ სჭირდებოდა. აღებული ფულის ნაწილით თავისი "ფორდ მონდეოს" ოფისად და სახლად გადაკეთება დაიწყო. სივრცე, სადაც სათადარიგო საბურავი დევს ხოლმე, მაცივრად გადააკეთა. ორი სავარძელი მანქანიდან ამოიღო. ნაცვლად ამისა, იქ საწერი მაგიდა დაამონტაჟა. პლუს სათავსო და კონტეინერი საბარგულში.

Auto Bild
მაგარი გადაწყვეტილება: მაცივარი იქ, სადაც სათადარიგო საბურავია ხოლმე

"ფორდის" თითოეული სანტიმეტრი გონივრულად აქვს გამოყენებული. ახლა კი ჰყავს მანქანა და რაც აქვს, ყველაფერი მანქანაშია. "მონდეოს" სახურავზე კი კარავია - თითქმის 2 მეტრი სიგრძის და მეტრნახევარი სიგანის კარავი, სადაც თეორიულად ორი ადამიანიც კი დაიძინებს.

Auto Bildთილო ფოგელს შეგვიძლია, ზანკტ პაულის ჰიპსტერი ვუწოდოთ. აქვს მოვლილი წვერი და გრძელი თმა. მიაჩნია, რომ კრეატიული გადაწყვეტილება მიიღო და მაქსიმალურად კრეატიულად ცხოვრობს.

"შეკვეთები ახლაც საკმაოდ ბევრი მაქვს. სამაგიეროდ, ხარჯი ძალიან შემიმცირდა. შეკვეთების მიხედვით ვმოგზაურობ და გაცილებით მოქნილი და მობილური ვარ, ვიდრე ადრე, როცა სახლიც მქონდა და სტუდიაც. ფოტოებს მანქანაში ვამუშავებ და მუდივად შემიძლია ვიყო იქ, სადაც მინდა და სადაც ჩემი ყოფნაა სააჭირო," - ამბობს კრეატიული ფოტოგრაფი. თავად განსაჯეთ: საკუთარი სახლი-მანქანით მან ფაქტობრივად მთელი ევროპა მოიარა და ერთხელ ზღვის დონიდან 2200 მეტრზეც კი იყო. "საკუთარ თავს და საკუთარ ჯანმრთელობას ყოველთვის ყურადღება უნდა მიაქციო და ასეთ შემთხვევაში, ასეთი ცხოვრებითაც კი ჯანმრთელი იქნები," - მიაჩნია მას. გარდა ამისა, ის მუდმივ კავშირზეა პირად ექიმთან, რომელიც სხვადასხვა სიტუაციებში კონკრეტულ რჩევებს აძლევს. რამდენიმე მედიკამენტი კი ყოველთვის თან აქვს.

როცა ცხოვრების ასეთი სტილის დაწყებიდან ერთი წელი გავიდა, თილომ გადაწყვიტა, გაერკვია, ხომ არ არსებობენ კიდევ სხვები, ვინც ასე ცხოვრობს. შექმნა ფეისბუქზე ჯგუფი და დაპატიჟა მეგობრები. სწორედ აქედან იწყება მისნაირი მომთაბარე ხალხის სრულიად ახალი მოძრაობა. რამდენიმე დღეში ჯგუფს ასობით ადამიანი შეუერთდა, ამ დროისთვის კი მას 3 000-ზე მეტი წევრი ჰყავს. "მიუხედავად ამისა, მაინც freaky ვარ!" - ამბობს ფოგელი და ისევ იღიმის. უმრავლესობა ასე მხოლოდ შვებულების დროს თუ იცხოვრებს.

Auto Bild
კარავი სიგრძეში 2,10 მეტრია და თეორიულად აქ ორი ადამიანიც დაეტევა

"ჩემს შემდეგ, მანქანაზე ასეთი კარავი ძალიან ბევრმა დაამონტაჟა. სწორედ ეს გვაერთიანებს, თორემ სხვამხრივ ყველა ინდივიდუალურად იქცევა," - ამბობს თილო. მათ სიმარტივისკენ ლტოლვა აერთიანებთ. შხაპს სასტუმროებში იღებს, სადაც ფულს მხოლოდ შხაპის მიღებაში იხდის. "როცა სასტუმროში შევდივარ და ვეუბნები, მხოლოდ შხაპის მიღება მინდა-მეთქი, გაკვირვებულები მიყურებენ ხოლმე," - ხარხარებს ფოტოგრაფი.

Auto Bild
აქ კიდევ დაეტევა რაღაცები! როცა ძალიან ცუდი ამინდია, თილო ფოგელი სწორედ საბარგულში იძინებს

"როცა ასე ცხოვრობ, ფაქტობრივად სულ გარეთ ხარ. ადამიანები ზედმეტად მიჩვეულები არიან სახლებში ჩაკეტვას. კარავში არც ქარისგან ხარ დაცული და არც ცუდი ამინდისგან. თუმცა ჩემი კარავი ძალიან მალე შრება და სუფთა ჰაერიც ხომ ძალიან კარგია? თანაც, ბუნებას ვგრძნობ. შესაბამისად, ვგრძნობ სიცოცხლეს და საკუთარ თავს. ამიტომაც არ ვყიდულობ კემპერს," - ამბოობს თილო და კითხვაზე, რატომ აირჩია "ფორდ მონდეო", რომელსაც ოფროუდზე არაფერი შეუძლია, ასე პასუხობს: "მიზეზი ძალიან მარტივია - ეს მანქანა უკვე მყავდა. ახლის ყიდვა არ მინდოდა. ამიტომაც, მაქსიმალურად შევუსაბამე ჩემს მოთხოვნებს."

Auto Bild
ლეპტოპს და გასათბობ საბანს დენი სჭირდება - ამიტომ, ფოგელს ლითიუმ-იონური ბატარეაც აქვს

ასე და ამგვარად, თილო ფოგელს შეუძლია, ღამე გაათენოს იქ, სადაც მოესურვება: "უმეტესად ზღვის ან ტბის ხედი მაქვს ხოლმე. მიყვარს, როცა ვუყურებ, როგორ ჩადის მზე წყალზე." ფოგელი კანონს არასდროს არღვევს და არასდროს ჩერდება იქ, სადაც გაჩერება და ღამის გათენება აკრძალულია. ცხადია, სრულამძრავიანი მანქანა კარგი იქნებოდა - იანვარში შტუტგარტთან ახლოს გაიჭედა და დახმარება დასჭირდა. ღამის 10 საათი იყო და რა უნდა ექნა? ADAC-ში დაერეკა?

თილომ უბრალოდ ჯგუფში დაწერა, ამ ადგილზე ვარ და დახმარება მჭირდებაო. ნახევარი საათის შემდეგ მასთან ორი ყველგანმავალი მივიდა და მისი ფორდი ისევ ასფალტზე გადაიყვანეს.



თილო ფოგელის ჯგუფის წევრები ზაფხულში ფესტივალის ჩატარებას გეგმავენ. და როცა დაღამდება, იმ დღეს ყველანი ერთად აძვრებიან საკუთარი მანქანების სახურავებზე და კარვებში დაიძინებენ.
რობინ კიტელმანი

DACHZELTNOMADEN - თილო ფოგელის ჯგუფი
თილო ფოგელის ჯგუფს ფეისბუქზე DACHZELTNOMADEN ჰქვია. ჯგუფში გაწევრიანება შეუძლია ყველას, ვისაც მანქანაზე კარავი აქვს დამონტაჟებული. მნიშვნელობა არა აქვს, კარავს საცხოვრებლად იყენებთ, თუ მხოლოდ შვებულებების დროს. ჯგუფის წევრები ყველას აძლევენ საჭირო რჩევებს. პირველი ფესტივალი ივნისში, გერმანიის პატარა ქალაქ შტადტოლდენდორფში (ქვემო საქსონია) გაიმართება. ფესტივალზე მინიმუმ 500 ასეთ ავტომობილს ელოდებიან.



ასევე დაგაინტერესებთ:
მამა-შვილმა ბებერი ამერიკელი ელექტრომობილად გადააკეთა
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
”მარშრუტკები” ლიანდაგზე
ამ ქვეყანაში ყველაფერი მოსულა...

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ნარკობარონ ესკობარის ცხოვრების უცნობი ფურცელი
Auto Bild


ავტო-სასაფლაო, რომელიც მესაფლავემ დიდი ხანია მიატოვა...
Auto Bild


ასევე იხილეთ:
დიდი აღმოჩენა: მიწის ქვეშ ომამდელი ავტომობილები იპოვნეს
Auto Bild


ჩემი მანქანა ჩემი ციხე-სიმაგრეა!
Auto Bild


როლს-როისიდან საფლავში - ძვირადღირებული გასვენება
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ლივერპულის საიდუმლო განძი
Auto Bild


ამერიკის ყველაზე საშიშ უბანში...
Auto Bild


BMW-ს ელექტრომობილით კახეთში
Auto Bild


ერთი დღე როლს-როისთან ერთად
Auto Bild


ამაზე უკეთესი მანქანა კაციშვილს არ სჭირდება!
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად