უკანასკნელი მოჰიკანი - ახალი Jeep Wrangler (+ ვიდეო)
უკანასკნელი მოჰიკანი - ახალი Jeep Wrangler (+ ვიდეო)
19.02.2018
თანამედროვე ტექნოლოგიები და ოფროუდის საუკეთესო შესაძლებლობები ახალ Jeep Wrangler-ში - ლეგენდა ცოცხალია!

მსოფლიოს მიკარგულ წერტილში ე.წ. მკვდარი ზონის ასისტენტი აუცილებელია? ქვებზე და კლდეებზე სტარტ-სტოპ-ავტომატიკა ვინმეს სჭირდება? და რატომ აქვს უკანასკნელ მოჰიკანს მაგნეზიუმის უკანა კარი?
  • იმიტომ, რომ შეუძლია!
და კიდევ იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი ხანია, Jeep Wrangler-ით გადაადგილება ქალაქის ცენტრშიც არანაკლები თავგადასავალია, ვიდრე სადღაც, ახალი ზელანდიაში.

თუმცა ჩვენ მაინც ახალ ზელანდიაში წავედით, რადგან აქ უბრალოდ უფრო ლამაზი ფოტოები გამოდის. სიმწვანეცაა და თოვლით დაფარული მთებიც. მდინარეების გადალახვაც შეგვიძლია. შუადღისას კი მზე ისე გათბობს,
რომ მანქანას სახურავს ხელით ორ წუთში მოხსნი.

Auto Bild
საკულტო მოდელი უძველეს ტრადიციებს არ ღალატობს

ახალი Jeep Wrangler-ის გატესტვა სწორედ ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე გადავწყვიტეთ. ეს გახლავთ ლეგენდარული ავტომობილის სრულიად ახალი პირმშო, ლეგენდის თავიდან დაბადება. მისი უპირველესი წინაპარი ხომ 1942 წელს გამოჩნდა. ახლა კი მისი შვილთაშვილი დაიბადა, რომლის სრული სახელია Jeep JL Wrangler Rubicon.
  • ”ჯიპის” შეფდიზაინერი მაიკ ალენი ამ მანქანაზე ამბობს, გერმანელებს ხომ გყავთ ”პორშე 911”, ეს კი ჩვენი პორშე 911-იაო.
რას გულისხმობს? რატომ ადარებს და, მით უმეტეს ამსგავსებს ოფროუდერ ”ვრანგლერს” სპორტულ 911-ს? საქმე ისაა, რომ როგორც
გერმანული სპორტული ავტომობილი, ეს ამერიკული ოფროუდერიც აბსოლუტური ლეგენდაა. გყავდეს ”ვრანგლერი” - ეს ნიშნავს, რომ სერიოზული ოფროუდერი ხარ და არა დამწყები, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი. პორშე 911-ის შემთხვევაშიც ხომ ასეა - უბრალოდ, იმ განსხვავებით, რომ საქმე ეხება სპორტულობას და არა ტყე-ღრეში გამავლობას.

Auto Bild
დაკუთხული უკანა მაშუქები: პრინციპში, Jeep Renegade-ს დიზაინია, მაგრამ სენსორებით

მართალია, დრო იცვლება, მაგრამ საბაზო დიზაინი უცვლელია. ”როგორც კი ვიწყებთ იმაზე საუბარს, რომ ჩვენი მარკის სავიზიტო ბარათის დიზაინი შეიძლება შეიცვალოს, ”ჯიპის” მოყვარულები მაშინვე თავდაყირა დგებიან და იწყება უდიდესი დისკუსიები. ასიათასობით წერილი მოგვდის ხოლმე - დიზაინს ხელი არ ახლოთო,” - ამბობს ალენი, ეღიმება და დასძენს: ”მაგრამ ჩვენ ეს მაინც გავაკეთეთ!”

თუმცა ცხადია, რომ ახალ ”ვრანგლერზე” მუშაობისას, დიზაინის გუნდი დიდად დატვირთული არ ყოფილა. ისინი მშვიდად და ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მუშაობდნენ. ახალი მოდელის ექსტერიერი სიურპრიზების გარეშეა - ოდნავ შეიცვალა ცხაურა, ტრაპეციის ფორმა მიიღო და წინ ჰორიზონტალური დახრა აქვს. ბამპერები ახლა უფრო ფილიგრანულია.

Auto Bild
მთავარი მაშუქები ისეთი მრგვალია, როგორც 50-იანი წლების მოდელში

ზოგადად, ვიზუალური თვალსაზრისით ავტომობილი მსუბუქად შეიცვალა - ეს უფრო ფრთხილი მოდერნიზებაა, ვიდრე რევოლუციური ცვლილებები. განსაკუთრებული სიახლეა მსუბუქად შეცვლილი რადიატორის ცხაურა და განახლებული ფარები. ახლო განათების მაშუქები ისევ მრგვალია, დღის განათების მაშუქებმა კი ფრთებზე გადაინაცვლა, სადაც მოხვევიც ციმციმებთან ერთადაა განლაგებული. დამატებითი ოფციებით წინა და უკანა მაშუქები LED-ტექნიკითაა ხელმისაწვდომი. ხელის რამდენიმე მოძრაობით საქარე მინას წინ გადასწევ, კარებს მოაშორებ და დიდი ბაბუა, Willys მოგესალმება!
  • მთავარი სიახლე ინტერიერში ცენტრალური სენსორული ეკრანია, რომელიც მინიმუმ 7,4-დუიმიანი შეიძლება იყოს, მაქსიმუმ კი - 8-დუიმიანი.
თანამედროვეა მულტიფუნქციური საჭეც, ასევე ფერადი ნაკერები. საერთო ჯამში, ინტერიერი ტიპურ ამერიკულად გამოიყურება. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი “ვრანგლერის” სალონში მაგარი პლასტმასი დომინირებს, თუმცა ასეთ მიდგომას ამ მანქანაში ნეგატიურად ვერ შევაფასებთ, რადგან “ვრანგლერი” ისეთი მანქანაა, რომ მისმა სალონმა ტალახი და ქვიშა უნდა აიტანოს.

Auto Bild
ზუსტად ისე, როგორც ამერიკელებს თავისი ჯიპი უყვართ: სახურავის, კარებისა და ფანჯრების გარეშე

მძღოლის გვერდითა მგზავრის წინ განთავსებული სახელურიც უბრალო, მაგრამ ძალიან მყარი და სტაბილურია. აი, მის ქვეშ მოთავსებული სახელთათმანე უჯრა კი ძალიან მცირე ზომისაა. სერიოზული ოფროუდის მოყვარულები იქ ბევრს ვერაფერს ჩაატევენ.

იმ დროს, როცა მოკლე ბაზის მქონე ორკარიან ვერსიას დეტალურად ვათვალიერებთ და სანტიმეტრს-სანტიმეტრზე ვაკვირდებით, ერთ-ერთი ინჟინერი ჯონ მროზოვსკი გვეჭრება: ”ვრანგლერი სრულიად განვაახლეთ!”
  • ”ასიათასობით წერილი მოგვდის ხოლმე - დიზაინს ხელი არ ახლოთო!” - მაიკ ალენი, შეფდიზაინერი
მროზოვსკი დიდი მონდომებით გვიხსნის, რომ ”ვრანგლერს”, რა თქმა უნდა, კოლოფა პროფილი უნდა ჰქონოდა. მთელი ჩარჩოს 57 პროცენტი უმყარესი, მაგრამ მსუბუქი ფოლადისაა და მხოლოდ 3 პროცენტია ალუმინის. მაგალითად, კარები, კაპოტი, საქარე მინის ჩარჩო და საბურავების თაღები ალუმინისაა. ამრიგად, ახალი ”ვრანგლერი” არა მარტო უფრო მყარია, არამედ წონაშიც დაიკლო. მისი წონა ახლა 1894 კილოგრამიდან იწყება - გააჩნია კომპლექტაციას. ეს არ ნიშნავს უდიდეს სიმსუბუქეს, მაგრამ მაინც - წინამორბედზე მსუბუქი ნამდვილად არის.

Auto Bild
თანამედროვე სისტემები, მულტიმედია, მაგრამ წყლის მისხმას აიტანს. თუმცა, მაინც ისე გამოიყურება, რომ ამ კოკპიტს ტალახისთვის ვერ გაიმეტებ

იმ დროს, როცა თანამედროვე SUV-ები ძირითადად ქალაქში დადიან და მზიდი ძარა (უჩარჩოო ძარას ტიპი) აქვთ, ეს ამერიკელი ნამდვილ ოფროუდერად რჩება და არქაულ წესებს ზედმიწევნით ზუსტად იცავს. სრული ამძრაობა, დამადაბლებელი გადაცემა და ბლოკირებადი დიფერენციალები ყველაფერზე ნათლად მეტყველებს. ეს მანქანა მივა ყველგან, სადაც მანქანას უნდა მიესვლებოდეს.

სიახლე ის არის, რომ ”ვრანგლერი” ჩვეულებრივი, კარგი გზებისთვის უფრო კომფორტული გახდა. თუნდაც იმიტომ, რომ 2 ლიტრი მოცულობის, 4-ცილინდრიანი ტურბო-ძრავითა და 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფითაც ხელმისაწვდომია (270 ცხენის ძალა, 400 ნმ). ეს ყველაფერი ”ალფა რომეოსია” და ამერიკის ბაზრისთვის გათვალისწინებულ, ატმოსფერული 3,6 V6 ძრავას ცოტა აძველებს.

Auto Bild

მოკლედ, ევროპული ბაზრისთვის “ვრანგლერი” გაყიდვების სტარტზე მხოლოდ განახლებული 2-ლიტრიანი (4 ცილინდრი) ტურბო-აგრეგატით იქნება ხელმისაწვდომი, რომელსაც 270 ცხენის ძალა აქვს. ეს ძრავა 8-საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან თანამშრომლობს. ასევე განახლდა ნაცნობი 3,6-ლიტრიანი V6 ძრავაც - მას ახლა 285 ცხენის ძალა აქვს და ამ აგრეგატით “ვრანგლერი” ამერიკაში იქნება ხელმისაწვდომი. ევროპულისგან განსხვავებით, ეს ძრავა 6-საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთადაც ხელმისაწვდომია.

“ჯიპი” ამერიკაში პირველად გაყიდის “ვრანგლერს” დიზელის ძრავით. ეს არის 3 ლიტრი მოცულობის მქონე V6, რომლითაც ახალი მოდელი 2019 წლიდან გაიყიდება. ახალი “ვრანგლერის” სავარაუდო საწყისი ფასი 36 000 ევროა.
იურგენ ციოლტერი

ტექნიკური მონაცემები
ძრავა: 4-ცილინდრიანი, Turbo; მოცულობა: 1995; სიმძლავრე: 200 კვ (272 ცხ. ძ.) 5200 ბრ/წთ; მაბრუნი მომენტი: 400 ნმ, 3000 ბწ/წთ; ამძრავი: უკანა/სრული, 8-საფ. ავტომატიკა; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4237/1875/1868 მმ; წონა: 1894 კგ; საბარგულის მოცულობა: 142-430 ლიტრი; ფასი: 36 000 ევროდან.

JEEP-ის ისტორია

1941 წელს კომპანიამ American Bantam ამერიკული არმიისთვის მსუბუქი ყველგანმავლის პროტოტიპი წარმოადგინა. თუმცა, როცა წარმოებაზე მიდგა საქმე, კომპანიამ ვერ შეძლო საკმარისი რაოდენობის შექმნა. ამის შემდეგ, გეგმები Willys Overland-მა გადაიბარა და შექმნა ავტომობილი Willys MB. მომდევნო წლებში ეს მანქანა ამერიკის არმიის მთავარი ავტომობილი გახდა და მიიღო მეტსახელი Jeep. დღეს ეს საავტომობილო მარკა ფიატ-კრაისლერის კონცერნს ეკუთვნის.

Auto Bild
მილიტარისტული ვერსია 40-იანი წლების დასაწყისში - Willys-Go-Devil-ძრავით (2,2-ლიტრიანი, 60 ცხენის ძალა)

Auto Bild
1976 წლის CJ-7: ამ დროისთვის ”ჯიპი” AMC-ს ეკუთვნოდა. პირველად გამოვიდა მოდელი ჰარდტოპით

Auto Bild
საკულტო ვერსია: Wrangler TJ, უკვე კრაისლერის კონცერნიდან, რომელმაც ”ჯიპი” 1987 წლიდან გადაიბარა

იხილეთ ვიდეო:
აი, ასეთი ყველგანმავალია ახალი ჯიპ ვრანგლერი

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ჯიპი ბუგატის მონაცემებით
Grand Cherokee 1000-ზე მეტი ცხენის ძალით

Auto Bild


ომის ვეტერანის შეხვედრა შვილიშვილთან
Auto Bild


არანორმალური დუელი: ლუაზი გელენდევაგენის წინააღმდეგ
Auto Bild


ახალი სახალხო ჯიპი იტალიური გენებით
Auto Bild


ასევე იხილეთ:
განახლებული Jeep Grand Cherokee
Auto Bild


Jeep Grand Cherokee SRT თვითმფრინავის წინააღმდეგ (+ VIDEO)
Auto Bild


საიუბილეო რეტრო-ვრანგლერი
Auto Bild


ღირს თუ არა ამ ჯიპის ყიდვა?
Auto Bild


2016 წლის საუკეთესო 4x4 ავტომობილები
Auto Bild


ვიდეო: ჯიპი რომ გყავს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ...
Auto Bild


ჯიპი, რომელიც ტრადიციებს და ისტორიას აგრძელებს (+ VIDEO)
Auto Bild


მონსტრი ჯიპები ამერიკიდან (+ ფოტოგალერეა)
Auto Bild


სრული სვლით ცუდ გზებზე - Jeep Cherokee Trailhawk
Auto Bild


ჯიპი ყოველი შემთხვევისთვის
Auto Bild


გრანდიოზული გრანდი
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
სანამ ახალი G-კლასი გამოვა:
კიდევ ერთი ზონდერი AMG-სგან

Auto Bild


პირველი გასეირნება მერსედესის პიკაპით - გაიცანით X-კლასი
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ყველაფერი ყველაზე ძვირი ყველგანმავლის შესახებ
Auto Bild


ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად