უკვდავი კლასიკა: დავიწყებული Ford Torino GT
უკვდავი კლასიკა: დავიწყებული Ford Torino GT
11.06.2015
თქვენ წინაშეა ხუთი ველური კლასიკა Muscle Car-ების ოქროს ერიდან : Dodge Charger 440, Ford Torino GT 429, Pontiac GTO, Chevrolet Chevelle SS 350 და Plymouth Road Runner Superbird.

«I like smoke and lightning Heavy metal thunder Racin’ with the wind And the feelin’ that I’m under» (Steppenwolf, 1968)
Auto Bild
Dodge Charger 440, Ford Torino GT 429, Pontiac GTO, Chevrolet Chevelle SS 350, Plymouth Road Runner Superbird

ამერიკული ავტომობილების მოყვარულები ამბობენ ხოლმე, როცა ეს ავტომობილები გამოვიდნენ, ამერიკა ხელახლა იქნა აღმოჩენილიო. Muscle Car-ების
წარმოშობით ამერიკაში საავტომობილო და სექსუალური რევოლუციები ერთმანეთს დაემთხვა და ეს იყო უდიდესი გარდატეხა.

60-იან წლებში ამერიკელები საავტომობილო კუთხით საკუთარ თავს ვეღარ ცნობდნენ. დადგა მომენტი, როცა ბოლო მოეღო ამერიკელი «მამიკოების საყვარელ კრეისერებს» და ამავდროულად, იაფფასიანი ავტომწარმოებლების ქარხნებში წარმოიქმნა რაღაც ახალი - თანაც, ფაქტობრივად შემთხვევით. დეტროიტის პატარ-პატარა ჯურღმულებში ახალგაზრდა ინჟინრებმა ახალი საავტომობილო კონცეფციის «ძერწვა» დაიწყეს: ესენი იყო Factory Hot Rods, საშუალო კლასის ძალიან უბრალო მანქანები, ე.წ. Intermediates, ყოველგვარი ქრომისა და მდიდრულობის გარეშე, მაგრამ საკმარისზე გაცილებით მეტი სიმძლავრით!

Auto Bild

მერე ამ ბიჭებმა თავიანთი ბოსები მარტივად დაარწმუნეს იმაში, რომ იაფი
ავტომობილი დიდი სიმძლავრით იმ დროს და ეპოქას შეეფერებოდა. ასე შეიქმნა პირველი Muscle Car-ები (Muscle - კუნთი, Car-ავტომობილი). უდიდესი ამერიკული საავტომობილო კონცერნი General Motors თავიდან მთლად ბოლომდე არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ეს კონცეფცია გაამართლებდა, მაგრამ GM-ის შეფებმა მაინც გადაწყვიტეს და 1964 წელს გამოუშვეს Pontiac GTO 6,3-ლიტრიანი, 8-ცილინდრიანი ძრავით! არადა, ასეთმა ავტომობილებმა თავიდანვე მოიხვეჭეს პოპულარობა - განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებმაც 60-იან წლებში ამ ახალი «სათამაშოების» მასობრივად შეძენა დაიწყეს.

კრაისლერის, ფორდისა და ჯენერალ მოტორსის ომი

როგორც კი ბუმი დაიწყო, მაშინვე თითქმის ყველა ამერიკულმა მწარმოებელმა აიტაცა ახალი მოდა და თავისი Muscle Car თითქმის ყველამ გამოუშვა. ფაქტობრივად გაჩაღდა ომი «კრაისლერს», «ფორდსა» და «ჯენერალ მოტორსს» შორის, რომლებიც ერთმანეთს არა მარტო ავტომობილებით, არამედ ფსიქოდელიური სარეკლამო კამპანიებით, აგრესიულო სლოგანებითა და ძალიან დიდი ძრავებით ებრძოდნენ. ამრიგად, ამერიკული ავტოგემოვნება Cruising Night-დან Drag Racing-ზე გადავიდა - თანაც, ამ პროცესს ფონად «როკ ენ როლი» გასდევდა და პროცესს აძლიერებდა. სწორედ მაშინ აღმოცენდა «ჰევი მეტალიც» და ისეთმა ჯგუფმა, როგორიც იყო Steppenwolf, ნამდვილად დაამშვენა სისწრაფისა და სიმძლავრის მოყვარული ავტომობილისტების ეპოქა ისეთი კლასიკური ჰიტით, როგორიცაა Born to Be Wild.

გადავწყვიტეთ, Muscle Car-ების ოქროს ეპოქიდან ხუთი ველური ტიპი წარმოგიდგინოთ და რაკი სრულიად არარაციონალური ავტომობილების რაციონალურად შეფასება წარმოუდგენელია, თქვენი დასკვნები თქვენვე გააკეთეთ. Ford Torino, Pontiac GTO, Chevy Chevelle, Dodge Charger და Plymouth Superbird - რომელია საუკეთესო? ჩვენ ჩვენი რეიტინგი შევადგინეთ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, თითოეულ თქვენგანს თვენი საკუთარი ვერსია ექნება.

მაშ ასე: დიდი ძრავები, ცხენის ძალები, ფერები, ხმა, ადრენალინი - Fasten your seatbelts!

მეხუთე ადგილი: Plymouth Road Runner Superbird

მეოთხე ადგილი: დავიწყებული Ford Torino GT

Ford Torino GT ამ კომპანიაში ფაქტობრივად ბევრისთვის დავიწყებული ტიპია, ან, როგორც ამერიკელებს უყვართ ხოლმე თქმა, Underdog გახლავთ. ეს მანქანა მართლაც აღარ ახსოვს ბევრს, ბევრი აღარ აგდებს სათვალავში და სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ მისი ფასი დღეს საკმაოდ დაბალია. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, კიდევ დიდხანს არ ნიშნავს იმას, რომ Ford Torino GT სასურველი არ არის.

Auto Bild

თითქმის ორტონიანი «ფორდი» უმშვენიერესი სახურავით და ზოგადად სპორტული ჰაბიტუსით გამოირჩევა. თავისი 360-ცხენისძალიანი V8 ძრავით ნამდვილად ძალიან კარგადაა აღჭურვილი, ინტერიერი კი ერთობ რომანტიკული აქვს - თეთრი, ხელოვნური ტყავის სავარძლები სწორედ რომანტიკული გასეირნებებისთვისაა ზედგამოჭრილი. მაგრამ საბოლოო ჯამში Ford Torino არ იყო დიდი აფეთქება და, შესაძლოა, ამიტომაც დაივიწყა ბევრმა. ჩვენც მას მხოლოდ მეოთხე ადგილი ვარგუნეთ.

Auto Bild

ტექნიკური მონაცემები
ძრავა V8; სარქველები/გამ. ლილვი 16/1; გამ. ლილვის მექანიზმი: ჯაჭვი; ძრავის მოცულობა: 6933 სმ3; კვტ (ცხ. ძ) ბრ/წთ: 265 (360)/4600; ბრუნის მომენტი: 597 ნმ/3400; მაქს. სიჩქარე: 215 კმ/სთ; გად. კოლოფი: 4-საფ. მექანიკა; ამძრაობა: უკანა; ავზი: 76 ლ.; საწვავის ხარჯი: 23,4 ლ/100 კმ-ზე.
დღევანდელი ფასი: 31 000 ევრო

Auto Bild
Auto Bild
Beautyfull way to go – «ფორდის» რეკლამა 1970 წელს

Auto BildAuto Bild
Auto Bild
Auto Bild
Auto Bild

იხილეთ ფოტოგალერეა:
საუკეთესო კლასიკური ავტომობილები

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად