უკვდავი კლასიკა: მფრინავი პლიმუთი
უკვდავი კლასიკა: მფრინავი პლიმუთი
09.06.2015
თქვენ წინაშეა ხუთი ველური კლასიკა Muscle Car-ების ოქროს ერიდან : Dodge Charger 440, Ford Torino GT 429, Pontiac GTO, Chevrolet Chevelle SS 350 და Plymouth Road Runner Superbird.

«I like smoke and lightning Heavy metal thunder Racin’ with the wind And the feelin’ that I’m under» (Steppenwolf, 1968)
Auto Bild
Dodge Charger 440, Ford Torino GT 429, Pontiac GTO, Chevrolet Chevelle SS 350, Plymouth Road Runner Superbird

ამერიკული ავტომობილების მოყვარულები ამბობენ ხოლმე, როცა ეს ავტომობილები გამოვიდნენ, ამერიკა ხელახლა იქნა აღმოჩენილიო. Muscle Car-ების
წარმოშობით ამერიკაში საავტომობილო და სექსუალური რევოლუციები ერთმანეთს დაემთხვა და ეს იყო უდიდესი გარდატეხა.

60-იან წლებში ამერიკელები საავტომობილო კუთხით საკუთარ თავს ვეღარ ცნობდნენ. დადგა მომენტი, როცა ბოლო მოეღო ამერიკელი «მამიკოების საყვარელ კრეისერებს» და ამავდროულად, იაფფასიანი ავტომწარმოებლების ქარხნებში წარმოიქმნა რაღაც ახალი - თანაც, ფაქტობრივად შემთხვევით. დეტროიტის პატარ-პატარა ჯურღმულებში ახალგაზრდა ინჟინრებმა ახალი საავტომობილო კონცეფციის «ძერწვა» დაიწყეს: ესენი იყო Factory Hot Rods, საშუალო კლასის ძალიან უბრალო მანქანები, ე.წ. Intermediates, ყოველგვარი ქრომისა და მდიდრულობის გარეშე, მაგრამ საკმარისზე გაცილებით მეტი სიმძლავრით!

Auto Bild

მერე ამ ბიჭებმა თავიანთი ბოსები მარტივად დაარწმუნეს იმაში, რომ იაფი
ავტომობილი დიდი სიმძლავრით იმ დროს და ეპოქას შეეფერებოდა. ასე შეიქმნა პირველი Muscle Car-ები (Muscle - კუნთი, Car-ავტომობილი). უდიდესი ამერიკული საავტომობილო კონცერნი General Motors თავიდან მთლად ბოლომდე არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ეს კონცეფცია გაამართლებდა, მაგრამ GM-ის შეფებმა მაინც გადაწყვიტეს და 1964 წელს გამოუშვეს Pontiac GTO 6,3-ლიტრიანი, 8-ცილინდრიანი ძრავით! არადა, ასეთმა ავტომობილებმა თავიდანვე მოიხვეჭეს პოპულარობა - განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებმაც 60-იან წლებში ამ ახალი «სათამაშოების» მასობრივად შეძენა დაიწყეს.

კრაისლერის, ფორდისა და ჯენერალ მოტორსის ომი

როგორც კი ბუმი დაიწყო, მაშინვე თითქმის ყველა ამერიკულმა მწარმოებელმა აიტაცა ახალი მოდა და თავისი Muscle Car თითქმის ყველამ გამოუშვა. ფაქტობრივად გაჩაღდა ომი «კრაისლერს», «ფორდსა» და «ჯენერალ მოტორსს» შორის, რომლებიც ერთმანეთს არა მარტო ავტომობილებით, არამედ ფსიქოდელიური სარეკლამო კამპანიებით, აგრესიულო სლოგანებითა და ძალიან დიდი ძრავებით ებრძოდნენ. ამრიგად, ამერიკული ავტოგემოვნება Cruising Night-დან Drag Racing-ზე გადავიდა - თანაც, ამ პროცესს ფონად «როკ ენ როლი» გასდევდა და პროცესს აძლიერებდა. სწორედ მაშინ აღმოცენდა «ჰევი მეტალიც» და ისეთმა ჯგუფმა, როგორიც იყო Steppenwolf, ნამდვილად დაამშვენა სისწრაფისა და სიმძლავრის მოყვარული ავტომობილისტების ეპოქა ისეთი კლასიკური ჰიტით, როგორიცაა Born to Be Wild.

გადავწყვიტეთ, Muscle Car-ების ოქროს ეპოქიდან ხუთი ველური ტიპი წარმოგიდგინოთ და რაკი სრულიად არარაციონალური ავტომობილების რაციონალურად შეფასება წარმოუდგენელია, თქვენი დასკვნები თქვენვე გააკეთეთ. Ford Torino, Pontiac GTO, Chevy Chevelle, Dodge Charger და Plymouth Superbird - რომელია საუკეთესო? ჩვენ ჩვენი რეიტინგი შევადგინეთ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, თითოეულ თქვენგანს თვენი საკუთარი ვერსია ექნება.

მაშ ასე: დიდი ძრავები, ცხენის ძალები, ფერები, ხმა, ადრენალინი - Fasten your seatbelts!

მეხუთე ადგილი: Plymouth Road Runner Superbird

Muscle Car-ებმა საავტომობლო ამერიკა ჭკუიდან შეშალა - რა აღარ მოიფიქრეს, რა აღარ მოიმოქმედეს. ინჟინრები, დიზაინერები, სარეკლამო ტექსტების ავტორები - ყველანი ერთმანეთს ებრძოდნენ. ამ «პლიმუთის» მისიაც ის იყო, რომ ყველა და ყველაფერი გადაეფარა, ყველასათვის და ყველაფრისთვის გადაეფრინა! ამიტომაც დაარქვეს Superbird (სუპერჩიტი).

Auto Bild

მისი სრული სახელწოდება კი Plymouth Road Runner Superbird გახლდათ - დიზაინი და იმიჯი განუმეორებელი ჰქონდა და მისი დღევანდელი ფასიც დაუჯერებელია!

ამ ავტომობილს მანევრულობისა და ყოველდღიური მოხმარების კრიტერიუმებში მოდით, ასე შევაფასებთ: თავგადასავლებისთვის მომზადებული ტიპია! მისი დიზაინი ყველას არ მოეწონება და ბევრი ცხვირი პროთეზსაც ალმაცერად შეხედავს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ «პლიმუთის» მფლობელის ბევრს შურდა - ძალიან ბევრს!

Auto Bild
Auto Bild

თუმცა ავტომობილის შეფასების ევროპულ მთავარ კრიტერიუმში, ღირებულების ეფექტის მხრივ ვერ ბრწყინავს და ამიტომაც უნდა დასჯერდეს მეხუთე ადგილს ამ კომპანიაში. ასე რომ, NASCAR-ის ბოლიდი XXL სპოილერით ამ ხუთეულში ბოლო ადგილზე გაგვყავს.

ხვალ: მეოთხე ადგილი.

Auto Bild

ტექნიკური მონაცემები
ძრავა V8; სარქველები/გამ. ლილვი 16/1; გამ. ლილვის მექანიზმი ჯაჭვი; ძრავის მოცულობა 7212 სმ3; კვტ (ცხ. ძ) ბრ/წთ 287 (390)4600; ბრუნის მომენტი 651 ნმ/3200; მაქს. სიჩქარე 240 კმ/სთ; გად. კოლოფი 3-საფ. ავტომატიკა; ამძრაობა: უკანა; ავზი: 76 ლ.; საწვავის ხარჯი: 27 ლ/100 კმ-ზე.
დღევანდელი ფასი: 180 000 ევრო

Auto Bild

Auto Bild
The Loved Bird – «პლიმუთის» სარეკლამო ტექსტი 1970 წელს

Auto Bild

იხილეთ ფოტოგალერეა:
საუკეთესო კლასიკური ავტომობილები

Auto Bild

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად