ქართველი ავტოდიზაინერი გიორგი თედორაძე - ნიჭი რომელიც შეუმჩნეველი არ რჩება
ქართველი ავტოდიზაინერი გიორგი თედორაძე - ნიჭი რომელიც შეუმჩნეველი არ რჩება
08.10.2018
არასდროს უნდა დაკმაყოფილდე მიღწეულით და უნდა შეგეძლოს შენივე ესკიზების კრიტიკულად შეფასება. ასე აფასებს ავტოდიზანერი გიორგი თედორაძე საკუთარ თავს. ჩვენს მკითხველს ზუსტად ორი დღის წინ, ჩვენსავე ვებგევრდზე, შემოგთავაზეთ მასალა, რომელშიც ქართველი ავტო-დიზაინერის მიერ „მერსედესესის“ სკეჩის შესახებ დასავლურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ვწერდით, ახლა კი გთავაზობთ მცირე ინტერვიუს გიორგი თედორაძესთან

Auto Bild

•      როდიდან დაიწყე ასე პროფესიოანლურ დონეზე ავტოდიზაინზე მუშაობა?

ჩემი ძირითადი სამუშაო მიმართულება ინდუსტრიული დიზაინია. საქართველოში ძირითაად შეფუთვის და ავეჯის დიზაინზე ვმუშაობ. რაც შეეხება ტრანსპორტის დიზაინს კონკრეტულად ამ კუთხით პროფესიული განათლება არ მიმიღია,
თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში სწავლის სურვილი და ინტერნეტთან წვდომა საკმარისია. მთავარია იცოდე რა სად ეძებო. რთულია იმის თქმა რამდენად პროფესიონალურ დონეზე მუშაობ ტრანპორტის დიზაინის მიმართულებით, რადგან პროფესიონალიზმს განსაზღვრავს იდეის მასშტაბურობა და ორიგინალურობა, ხოლო იდეის შეფასება ძალიან ცოტას შეუძლია. მაღალ დონეზე სამუშაოდ საჭიროა უნარების დახვეწა და საკუთარი ნამუშევრების გამუდმებული სრულყოფა. არასდროს უნდა დაკმაყოფილდე მიღწეულით და უნდა შეგეძლოს შენივე ესკიზების კრიტიკულად შეფასება. ეს არის ყველაზე სწორი გზაგანვითარებისთვის.

•      რას ითვალისწინებ კონრეკტული მოდელბის შემქნისას, უკვე არსებულ დიზაინზე ცვლი ფორმებს თუ ხშირად ისინი რადიკალურია და სრულიად გასხნავებული
"დედანისგან"?


ახალი მოდელზე მუშაობისას მე ყოველთვის ვითვალისწინებ ბრენდის ისტორიას. რადიკალურად განსხვავებული დიზაინის შექმნა არ შეიძლება, რადგან ავტომწარმოებელს რომელზეც მუშაობ აქვს თავისი სახე. შეიძლება შექმნა რადიკალურად განსხვავებული ძარის ფორმა, ან რომელიმე დეტალი შეცვალო რადიკალურად, მაგრამ “მერსედესი” უნდა გავდეს “მერსედესს”. ყველა ბრენდს აქვს თავისი დიზაინის ენა, რომელიც გამოიხატება ტრადიციულ ელემენტებში. ამ ელემენტების რადიკალური ცვლილება ბრენდს დაუკარგავს სახეს. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა რომ შექმნა რაღაც ახალი ისე, რომ არ დაკარგო მარკის სახე. დიზაინში ყველა ინოვაცია ისე უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ მომხმარებელმა ის აღიქვას როგორც ერთიანი და გასაგები.

•      ხომ არ გქონდა მცდელობა ისინი მიგეწოდებინა თავად მწარმოებლებითვის?

არა არასოდეს. ტრანსპორტის დიზაინი როგორც პროფესია საკმაოდ რთული და კომპლექსურია. არსებობს უამრავი ტექნიკური შეზღუდვა რომელსაც გვერდს უბრალოდ ვერ აუვლი, ასევე მნიშვნელოვანია მარკეტინგი და პროექტის ბიუჯეტი. ამიტომ ინოვაციური დიზაინი გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. ბევრს დიზაინის სამყაროს შესახებ ძალიან გადაჭარბებული წარმოდგენები აქვს, რეალობა კი აბსოლუტურად განსხვავებულია. დღეს ძალიან ცოტა ბრენდია მსოფლიოში, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დიზაინს. სხვადასხვა მწარმოებლის ავტომობილებზე დაკვირვებაც კი საკმარისია რომ მიხვდე თუ როგორი დამოკიდებულებაა კომპანიაში დიზაინის მიმართ. აქედან გამომდინარე ძალიან ცოტაა ისეთი ბრენდი სადაც ვისურვებდი მუშაობას.

•      რომელ ბრენდებზე მუშაობ ძირითადად და რა არის შენი ისნპირაციის წყარო?

არ მაქვს ესე გამოკვეთილი რომელიმე ბრენდი რომელზეც გამუდმებით ვმუშაობ. ვცდილობ მრავალფეროვანი იყოს არჩევანი, ასე უფრო საინტერესოა, მაგრამ რა თქმა უნდა მყავს ფავორიტი ავტომწარმოებლები. მაგალითად ჩემთვის ძალიან საინტერესოა Aston Martin-ი, McLaren, Land Rover და BMW, ასევე ბოლო პერიოდში ძალიან მომწონს Volvo-ს განახლებული სამოდელო რიგი. ჩემი ინსპირაციის წყარო არის კოსმოსი და კოსმოსური ხომალდები,კარგი მუსიკა და საინტერესო ადამიანები. ზოგადად დიზაინერისათვის ყველაფერი რაც მის გარშემოა ინსპირაცის წყაროა. სხვადასხვა მოვლენები გავსებს ემოციებით, რომელებიც შემდეგ გარკვეული სახით ვლინდებანამუშევრებში. დიდი მნიშვნელობა აქვს მოგზაურობას, რაც უფრო მეტს ნახულობ და რაც უფრო მეტი გესმის მით უფრო მეტად ფართოა შენი თვალსაწიერი.

•      ხომ არ მიგიღია რომელიმე ავტო-დიზაინის კონკურსში მონაწილეობა ან ხომ არ ისურვებდი მასში მოანწილეობას.?

კონკურსში მონაწილებას აზრი აქვს იმ შემთხვევაში თუ გინდა რომ სატრანსპორტო დიზაინის მიმართულებით ისწავლო სადმე უცხოურ უნივერსიტეტში ან თუ რომელიმე ავტომწარმოებელთან გინდა დასაქმება. ჩემი მიზანი კი არც ერთია და არც მეორე, ამიტომ კონკურსებში მონაწილეობას არ ვიღებ. ეს უფრო სტუდენტებისთვის არის აქტუალური, რომ სწავლა განაგრძონ სადმე. თუ გინდა დიზაინერის შესაძლებლობები განსაზღვრო კონკურსი საჭირო არაა, უნდა ნახო მისი ნამუშევრები და პროფესიონალი მალევე მიხვდება რასთან აქვს საქმე.

•      საიდან გაიგო შენზე Carscoops-მა და რამდენად ცნობადი ავტოდიზაინერი ხარ ამ წრეში?

Carscoops-თან უკვე დიდიხანია ურთიერთობა მაქვს. პერიოდულად ჩემს ესკიზებზე სტატიებს ამზადებენ ხოლმე. სიმართლე გითხრათ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვუთმობ, ასეთი ბევრი საიტია რომლებიც ჩემს ნამუშევრებს აქვეყნებენ. ეს ნორმალური პრაქტიკაა მსოფლიოში. თუმცა სასიამოვნოა როცა სიახლეების გასაცნობად შედიხარ საიტზე და იქ შენი ნამუშევარი გხვდება პირველ გვერდზე. რამდენად ცნობილი ვარ ეს არ ვიცი... ჩემი მიზანი ცნობადობა არაა, მე მიყვარს ის რასაც ვაკეთებ და მიხარია როცა ამას სხვებიც ამჩნევენ.

•      როგორია შენი გეგმები ავტო-დიზაინის მიმართულებით?

ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით ვაგრძელებ მუშაობას, პროდუქტის ნაწილი რომელზეც ვმუშაობდი უკვე გამოსულია, ნაწილი ახლო მომავალში გამოდის. რაც შეეხება ავტომობილების დიზაინს არის შემოთაზებები ჩემი ესკიზებით აწყობილი წიგნის გამოშვების შესახებ. რა თქმა უნდა წიგნი ინგლისურ ენოვანი იქნება. ეს წიგნი უფრო დიზაინერის პორტფოლიოა ვიდრე ლიტერატურა, მაგრამ საინტერესოა იმით რომ შემიძლია გამოვაქვეყნო უამრავი ესკიზი, ხატვის ტექნიკა, ესკიზის შესრულების მეთოდები და სხვა...

  • Alfa Romeo 6C
  • Aston Martin One-99_1
  • Aston Martin One-99_2
  • Aston Martin Vision S
  • Audi e-tron coupe
  • BMW Z6
  • Ferrari F9
  • Honda Integra Coupe
  • Lagonda SUV
  • Land Rover Defender
  • Maserati GranTurismo
  • Mercedes SL_2
  • Mercedes-Benz S-Class
  • Renault Zoe
  • Tesla Model A
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად