გახდება ქართველი დიზაინერის Mercedes-Benz -ი რეალობა?(+ვიდეო)
გახდება ქართველი დიზაინერის Mercedes-Benz -ი რეალობა?(+ვიდეო)
07.10.2018
ქართველი ავტოდიზაინერის გიორგი თედორაძის მიერ შექმნილი Mercedes-Benz S-Class-ის აქამდე არარსბეული ვარიაცია „ოთხკარიანი კუპე“ ცნობილ დასავლურ გამოცემა carscoops-ის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. გამოცემა წერს, რომ იმ პირობებში როცა BMW 8-Series პოზიციონირებს ბაზარზე როგორც  Mercedes-Benz S-Class Coupe-ს მეტოქე და ეს სწორიცაა, მაგრამ  8-Series Gran Coupe-ს პასუხი უკვე სულ სხვა ამბავია.

ბავარიელების ეს 4-კარიანი ვარიანტი ჯერ წარმოებაში არ ჩაშვებულა, თუმცა ძალიან მალე დაიწყება და მან სავარაუდოდ კონკურენცია უნდა გაუწიოს ახალი თაობის CLS-ს, მაშინ როცა მისი M ვერსია დიდი ალბათობით Mercedes-AMG GT 4-Door-ის კონკურენტი იქნება.

„მერსედესის
ოჯახი იმდენად დიდია, რომ მის გამაში მოდელები ხშირად პირდაპირ იკვეთებიან ერთამნეთის ტერიტორიაზე( ახალი A-Class სედანი vs CLA), თუმცა კომპანია უარყოფს, რომ ეს ბაზარზე მათ ხელს უშლის. თუ ასეა კარგი იქნებოდა კომპანიას ჰყავდეს მაღალ კლასში ოთხკარიანი კუპე, აი ისეთი როგორიც შექმნა დიზაინერმა გიორგი თედორაძემ“ - წერს გამოცემა.

როგორც პორტალი გიორგის რენდერზე წერს ეს ციფრული სკეტჩი არის ნაზავი CLS და AMG GT 4-door-ის ელემენტებისა, რომელიც გამორჩეულია განსხვავებული ოპტიკით, ე.წ. „პანამერიკანა“ ცხაურათი, რომლის თავზეა წარწერა „Mercedes“ და განიერი „თეძოებით“.

ბოლოს გამოცემა დასძენ,ს რომ რეალურად ეს მხოლოდ რენდერია და
კომპანია არ განიხილავს S-Class-ის ოჯახში დამატებით ახალ მოდელს ვინაიდან ის ისედაც საკამოდ მსუყეა და წარმოდგენილია, რამდენიმე ვარიანტის სედანით, კუპეთი, კაბრიოლეტით და ულტრამდიდრული Mercedes-Maybach ვერსიებით. 


ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად