ნახეთ ვიდეოში აფრენილი და დარჭობილი Tesla.
უსაფრთხოების კამერებმა ძალიან სწრაფად მოძრავი ავტომობილი დააფიქსირეს.

არაფერი იქნებოდა მასში განსაკუთრებული რომ არა ერთი ფაქტი -  ეს იყო ელვისებური სისწრაფით მოძრავი Tesla Model S, რომლის მძღოლმაც გადაწყვიტა არ შეენელებინა მოძრაობა ლიანდაგის გადასასავლელზე, რომელიც როგორც უმეტეს შემთხვევაში იყო ამაღლებული. შედეგად კი ავტომობილი აფრინდა გარკვეულ სიმაღლეზე და შემდეგ უხერხულად „ცხვირით’ დაენარცხა, სავალი გზიდან გადავიდა და ბოლოს ხეს დაეჯახა.

როგორც ჩანს სიჩქარე იმდენად მაღალი იყო, რომ ავტომობილი 30 მეტრზე აფრინა.

შემთხვევასთან დაკავშირებით ადგილობრივმა პოლიციამაც გაავრცელა ოფიციალური განცხადება.

„ავტომობილის მფლობელი 46 წლის მძღოლი დაკავებულ და დაჯარიმებულ იქნა „სახიფათო ტარებისთვის“. მძღოლს ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა, მას მცირე დაზიანება აღენიშნება. ის სასამართლოში 1 ოქტომბერს უნდა გამოცხადდეს“ - წერია ქალაქ ბარის პოლიციის განცხადებაში.
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
Notice: Undefined index: title in /var/www/html/www.autobild.ge/modules/mod_fb_metaog/tmpl/default.php on line 28