BMW M5 Competition VS Mercedes-AMG GT 63S 4-Door - Autobild -ის სუპერ-ტესტი
BMW M5 Competition VS Mercedes-AMG GT 63S 4-Door -  Autobild -ის სუპერ-ტესტი
03.02.2019
საავტომობილო მედიაში არის უამრავი შედარება ავტომობილების სადაც ბევრი სუბიექტური და ობიექტრური შედეგით სრულდება და შესაბამსიად ბევრი მათგანის შედეგი ხშირად საკამათოა.

ამ შედარებაში კი რომელშიც ახალთახალი BMW F90 M5 Competition და Mercedes-AMG GT 63S 4-Door Coupé, მონაწილეობენ სურათი განსხვავებულია და მასში ეჭვის შეტანა არ ღირს. ამ მაღალი წარმადობის მიუნხენურმა სედანმა მისი კონკურენტი აფალტერბახიდან პრაქტიკულად ყველა დისციპლინაში დაჯაბნა

0-დან 100-მდე აჩქარებაში Mercedes-AMG GT 63S 4-Door-ს 3.0 წამი დასჭირდა და 10 მილიწამით უფრო სწრაფი აღმოჩნდა M5-ზე.

Auto Bild

თუმცა სურათი იცვლება უფრო მაღალ სიჩქარეებზე 160
კმ/სთ სიჩქარის შემდეგ  BMW M5 Competition ჯობნის  Mercedes-AMG GT 63S-ს და უკვე 200კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას10 მილიწამით უფრო სწრაფი ხდება. ორივეს შედეგი თანაბარია როცა საქმე ელასტიურობას ეხება.

შემდეგი შედარება მოხდა სახსენრინგის ტრეკზე საქსონიაში სადაც ასევე მილიწამებმა გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი - 1:34.39 BMW M5 Competition, ხოლო  1:34.45Mercedes-AMG GT 63S სასარგებლოდ.  იმავე ტრეკზე ადრე შედარებისას 1:35.90 დრო აჩვენა  Mercedes-AMG E 63S-მა.

188 კგ-ით უფრო მსუბუქი  BMW M5 ასევე გამარჯვებულია საწვავის მოხმარების კომპონენტშიც და ის 13.8 ლიტრს მოიხმარს 100 კმ-ზე კონკურენტი კი 14.6 ლიტრს. ბავარიელი ასევე სუფთა გამარჯვებულია მუხრუჭის
ძალის კომპონენტშიც.

Auto Bild

ცნობისათის Mercedes-AMG GT 63 S 4MATIC+ ეს არის უსწრაფესი სერიული წარმოების ოთხადგილიანი მოდელი North Loop-ზე. ის ამ ტიტულის მფლობელია. და მიხუედავად იმისა რომ BMW M5 Competition უფრო სწრაფია 200 კმ/სთ მანძილზე, მუხრუჭისა და საწვავის მოხმარების ნაწილში, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ორივე ავტომობილი მონაცემებით ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. ერთადერთი დიდი განსხვავება იგრძნობა ფასში - გატესტილი „ბენცი“ მთელი 39,000 ევროთი ძვირია ბავარიელზე.

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად