BMW M340i xDrive პასუხი Mercedes-Benz C43 AMG-ს(+სლაიდერი)
BMW M340i xDrive პასუხი Mercedes-Benz C43 AMG-ს(+სლაიდერი)
14.11.2018
ახალი თაობი 3 Series წარმოდგენიდან ერთი თვის თავზე ბავარიულმა ავტომწარმოებელმა M340i ვერსია წარმოადგინა. ის სამოდელო გამაში 330i-ზე მაღლდა დადგება, თუმცა მომავალ M3-ზე საფეხურით დაბლა მდგომი იქნება.მისი დებიუტი ლოს-ანჟელესის საავტომობილო შოუზე თვის ბოლოს გაიმართება.

G20-თაობის 3 Series არის პირველი შემთხვევა "სამიანებში“, როცა BMW-ს სპორტულმა დივიზიონმა ტოპ მოდელ M3-ზე დაბლა მდგომი მოდელი წარმოადგინა.

M340i 3 ლიტრიანი ძრავი შექმნილია მსუბუქი ალუმინსიგან, ხოლო მისი განახლებული ტურბირებული სისტემა მას ნაკლებად „მადიანს“  ხდის.  მისი ექვსიცილინდრი ძრავი 369 ცხენის ძალას ამუშავებს, რაც 47-ით მეტია ვიდრე აქამდე არსებული ყველაზე
მძლავრი 3 Series. მას 0-დან 100-მდე აჩქარება 4,4 წამში შეუძლია, რაც მას უფრო სწრაფს ხდის ვიდრე მისი კონკურენტებს - Mercedes-Benz C43 AMG და  Audi S4-ს, რომლეთა მონაცემია 4.7 წამი. M340i აღჭურვილია BMW-ს  xDrive სრული ამძრაობის სისტემით.

სიახლე 10 მილიმეტრით დაბალია ტრადიციულ მოდელზე. ვიზუალურად ის დაბრენდილია M ლიტერაციითა და M-ისთვის დამახასიათებელი სხვადახვა კომპონენეტებით.

ავტომობილის გაყიდვები გაზაფხულზე დაიწყება

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად