პორშეს 12 ძირითადი მომენტი - ლეგენდარული მარკა 70 წლისაა!
პორშეს 12 ძირითადი მომენტი - ლეგენდარული მარკა 70 წლისაა!
13.06.2018
70 წლის წინათ, 1948 წლის 8 ივნისს პირველი “პორშე” გამოვიდა. 70 წლის წინათ დაიწყო იმ ავტომწაროებლის ისტორია, რომელიც უნაკლო სპორტულ ავტომობილებთან ასოცირდება. ერთ პატარა სახელოსნოში დაწყებული ამბავი დღეს ეპოქალური ბრენდია. წარმოგიდგენთ “პორშეს” ავტოპარკის 12 ძირითად მომენტს.

პირველი პორშე: 356

Auto Bild
1948 წლის 8 ივნისს გამოშვებული პირველი მოდელი პატარა როდსტერი გახლდათ - 40 ცხენის ძალით, რომელიც 130 კმ/სთ-ს ავითარებდა, ჰქონდა “ფოლკსვაგენის” ბევრი დეტალი და უკანა ღერძის წინ განთავსებული ბოქსერ-ძრავა. სულ დაახლოებით 76 000 ეგზემპლარი შეიქმნა. წარმოების პირველ წელს ეს მანქანა 9 800
გერმანული მარკა ღირდა. შედარებისთვის: “ფოლკსვაგენის” “ხოჭოს” ფასი იმ დროს 5 450 მარკა გახლდათ.

სავიზიტო ბარათი: 911

Auto Bild
არადა, მისი სახელი 901 უნდა ყოფილიყო. თუმცა ფრანგულ “პეჟოს” ეს სახელწოდება უკვე დაპატენტებული ჰქონდა, რის გამოც “პორშემ” თავის ბრწყინვალე მოდელს, რომელიც შემდგომ მარკის მთავარი ნიშანი და სავიზიტო ბარათი გახდა, 911 დაარქვა. 1963 წლის შემდეგ მილიონზე მეტი ეგზემპლარი შეიქმნა. “პორშეს” სახელი პირველ რიგში სწორედ 911-თან ასოცირდება და სწორედ 911 გახლავთ ყველაზე მაგარი, მართალი და ნაღდი “პორშე”.

ტრაგიკული “პორშე”: 550 Spyder

Auto Bild
1955 წლის 30 სექტემბერს ჯეიმს დინი Route 41-ზე სწორედ 550
Spyder-ით დაიღუპა, ეს ფოტო კი მის დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე, ლოს ანჯელესშია გადაღებული. 550 გასაოცრად მცირე წონას, 550 კილოგრამს ნიშნავს. და, რაც ყველაზე საინტერესოა, ძალიან იშვიათია: 1953 წლიდან მხოლოდ 15 პროტოტიპი, 74 Spyder და 40 A Spyder შეიქმნა.

Targa

Auto Bild
1965 წლიდან 911-ის სერია Targa-ს სახითაც გამოვიდა. სახელწოდება Targa Florio-დან მოდის (სამთო რბოლა სიცილიაში - იტალია)

პორშე დამწყებთათვის: Boxster

Auto Bild
“პორშეს” ძირძველი ფანები ამ მოდელს თავიდან დასცინოდნენ, ახლა კი მარკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ნაწილია. 1996 წლიდან “პორშეს” სამყარო სწორედ Boxster-ით იწყება. მისი სახელი Boxer-ისა (ძრავა) და Roadster-ის ნაზავია.

იშვიათი “პორშე”: 959

Auto Bild
200 სუპერსპორტული მანქანა უნდა შექმნილიყო, რათა “პორშეს” 959-ით რალიში გამოსვლის უფლება მიეღო. ტექნიკური თვალსაზრისით ის დროს უსწრებდა. 1986 წელს 959-მა პარიზ-დაკარი მოიგო.

ყველაზე გაყიდვადი “პორშე” დღეს: “მაკანი”

Auto Bild
Porsche Macan 2013 წლიდან გამოდის. 2017 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით “პორშეს” პატარა SUV-ის 97 202 ეგზემპლარი გაიყიდა. “მაკანზე” სპორტული კომპაქტური SUV-ის პოვნა შეუძლებელია.

ყველაზე ძვირადღირებული: 918 Spyder

Auto Bild
უდიდესი რიცხვების მანქანა: 887 ცხენის ძალა, 345 კმ/სთ, მხოლოდ 918 ეგზემპლარი (რა თქმა უნდა, დიდი ხანია, ყველა გაყიდულია). ფასი? 768 026 ევროდან. ავტოკოლექციონერთა ნომერ პირველი ოცნება ან სამიზნე.

პირველი SUV: “კაიენი”

Auto Bild
ხშირად გაიგონებთ: “პორშეს” “კაიენი” რომ არ გამოეშვა, შეიძლება, დღეს აღარც ეარსებაო. იმედია, იარსებებდა, მაგრამ მაინც: პირველი “კაიენი” 2002 წელს გამოვიდა და მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული SUV გახლდათ. “კაიენმა” “პორშეს” ბევრი ფული მოუტანა, რადგან ბრწყინვალედ იყიდებოდა. აკავშირებს ახლო-ნათესაური კავშირი Volkswagen Touareg-თან და Audi Q7-თან. დღეისათვის “კაიენის” მესამე თაობა იწარმოება. გარდა ამისა, 2009 წლიდან სწორედ “კაიენი” გახდა პირველი “პორშე” დიზელის ძრავით.

ლიმუზინი: პანამერა

Auto Bild
ძალიან დიდხანს შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ “პორშეს” კომფორტული უკანა სავარძელი ექნებოდა. 2009 წლიდან “პორშე” ლუქს-სედანების სეგმენტშიც ამბობს თავის სიტყვას.

რეკორდსმენი: 956

Auto Bild
1983 წლის 28 მაისს შტეფან ბელოფმა “ნიურბურგრინგის” “ნორდშლაიფეზე” Porsche 956.007-ით ყველა დროის ყველაზე სწრაფი წრე გაიარა და ეს რეკორდი დღემდე მოუხსნელია. 20 832 მეტრი სულ რაღაც 6:11,13 წუთში - საშუალო სისწრაფე? 202 კმ/სთ!!!

“პორშეს” მომავალი: Mission E

Auto Bild
სუფთა ელექტრომობილი, 500-კილომეტრიანი რესურსით და 600 ცხენისძალის ტოლფასი სიძლავრით. Mission E არის ავტომობილი, რომლითაც “პორშე” 2019 წლიდან, თავის გრანდიოზულ ისტორიაში ახალ ერას იწყებს. მისი ოფიციალური სახელი Porsche Taycan იქნება.
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად