აი, ასეთია მაიბახის “ვითომ-ჯიპი” - გაიცანით Maybach Ultimate Luxury
აი, ასეთია მაიბახის “ვითომ-ჯიპი” - გაიცანით Maybach Ultimate Luxury
30.04.2018
პეკინის ავტოშოუს ერთ-ერთი უმთავრესი გმირი “მერსედეს-მაიბახის” საკმაოდ უცნაური ქროსოვერი გახდა - სახელწოდებით Mercedes-Maybach Ultimate Luxury. ეს ჯერაც კონცეპტია, მაგრამ მისი სერიული წარმოება მალე დაიწყება.

“მაიბახის” ქროსოვერი საკმაოდ დიდია - მისი სიგრძე 5260 მილიმეტრი გახლავთ, სიგანე - 2110 მილიმეტრი, ხოლო სიმაღლე - 1764 მმ.
  • მისი დიზაინი, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ უცნაურია!
Auto Bild

ინტერიერი, რა თქმა უნდა, უკიდურესად მდიდრულია. უმაღლესი ხარისხის ტყავი, ხე და უძვირფასესი მასალები - ოლიგარქები ამ სალონით იამაყებენ. აქვს 4 ცალკეული სავარძელი - რა თქმა უნდა, გათბობით, გაგრილებით და მასაჟების ფუნქციით.

Auto BildAuto Bild

კონცეპტს 4 ელექტრომოტორი აქვს - ჯამური სიმძლავრე 750 ცხენის ძალას შეადგენ, მაქსიმალური სისწრაფე კი 250 კმ/სთ-ია. 80 კვ/სთ-იანი ელემენტების ბლოკის რესურსი ერთი დამუხტვით 500 კილომეტრია.

Auto Bild

სერიული ვერსია, დიდი ალბათობით, 4-ლიტრიან V8 ძრავას მიიღებს (ტვინ-ტურბო), რომლის სიმძლავრე 500 ცხენის ძალაა. სერიული ვერსია ახალი Mercedes GLS-ის პლატფორმაზე შეიქმნება.

იხილეთ ვიდეო:
აი, ასეთია მაიბახის ქროსოვერი

Auto Bild

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად