ეს უკვე მეტისმეტია! უკრაინის ყველაზე საშინელი გზა (+ ვიდეო)
ეს უკვე მეტისმეტია! უკრაინის ყველაზე საშინელი გზა (+ ვიდეო)
14.02.2018
ჩვენში დღესაც, როცა „ასფალტის ჭამით“ ვერავის გააკვირვებ, ცუდ გზებს ახლაც ხშირად ნახავთ. ქალაქებში ნაკლებად, მაგრამ მაინც… უკრაინაში კი გაააცილებით საშინელი გზებია!

ახლახან, ქალაქ ტერნოპოლის გამოცემა „პრო ვსიოს“ გამოუქვეყნებია ფოტო, რომელზე ასახულ გზასაც გაჭირვებით თუ შეიძლება გზა უწოდო. იქვე განმარტებულია, რომ ეს უკრაინაში არსებულ გზებს შორის ყველაზე უარესია.

იხილეთ ვიდეო: ყველაზე საშინელი გზა უკრაინაში


ფოტო დროგობიჩ-სამბორის დამაკავშირებელ გზაზეა გადაღებული. ასეთ დღეშია გზის 20-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელსაც პირობითად თუ შეიძლება უწოდო მოასფალტებული. იფიქრებ, ეს გზა მტერს კასეტური ბომბით დაუსეტყვავსო. ამ ზამთარში გზა კიდევ
უფრო მეტად დაზიანებულა. იმდენად, რომ იქ ავტობუსებიც კი აღარ დადის.

ისე, „საიდუმლოდ“ გეტყვით, რომ პოლონეთში, ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩატარებული ტესტების დროს, ვროცლავსა და კრაკოვს შორის, მესამეხარისხოვანი გზა, რომელიც ტყის სამივში გადიოდა, უამრავი ორმოთი დაგვხვდა. თუმცა მაშინ ზაფხული იყო და ორმოებს შორის სლალომით ვახერხებდით გავლას. ამ უკრაინულ გზაზე გავლის შემდგ კი ადამიანს ალბათ კბილების პროთეზის გაკეთება მოუწევს...

იხილეთ ვიდეო:
ყველაზე საშინელი გზა უკრაინაში

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
რუსი გოგონები ცუდი გზების წინააღმდეგ (+ VIDEO)
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
,
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად