ბრიტანელმა პენსიონერმა ორთქლზე მომუშავე ლენდ როვერი გააკეთა! (ვიდეო)
ბრიტანელმა პენსიონერმა ორთქლზე მომუშავე ლენდ როვერი გააკეთა! (ვიდეო)
12.02.2018
ბრიტანელმა პენსიონერმა, 67 წლის ფრენკ როტველმა, საკუთარი 50 წლის „ლენდ როვერ II-ის“ ბაზაზე, ორთქლმავალი დაამზადა.

მან უგზოობის ავტომობილი ორთქლის ქვაბით, წყლის ავზით და ქვანახშირის შესანახი სექციით აღჭურვა!

იხილეთ ვიდეო: ბრიტანელი პენსიონერის ორთქლზე მომუშავე ლენდ როვერი

ორთქლის ავტომობილის შესაქმნელად ენთუზიასტს დაახლოებით 400 საათი და 24 ათასი გირვანქა სტერლინგი დასჭირდა. ძრავა იმავე პრინციპით მუშაობს, როგორითაც ჩვეულებრივი ორთლქმავლების აგრეგატები.
  • საქვაბეში დამწვარი ქვანახშირი ადუღებს წყალს, წარმოქმნილი ორთქლის წნევა კი, მცირე ზომის ძრავის მუხლა ლილვს აბრუნებს.
ასეთი ძრავით აღჭურვილ ავტომობილს, სულ რაღაც 24 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა
შეუძლია. თუმცა მის ავტორს მეტი არც სჭირდება. შედარებისთვის, მეორე სერიის „ლენდ როვერი“ 2.25-ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 73 ცხენის ძალაა. მასთან წყვილში კი 4-საფეხურიან მექანიკური გადაცემათა კოლოფი მუშაობდა.

Auto Bild

მოგვიანებით, მისი შთამომავალი გახდა ლეგენდარული „დეფენდერი“, რომლის კლასიკური ვერსიის წარმოებაც 2016 წელს შეწყდა. ბრიტანული კომპანია ამჟამად წარმოებისთვის ახალ „დეფენდერს“ ამზადებს, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს გამოვა.

Auto Bild

მანამდე კი „ლენდ როვერმა“ მცირე სერიით სპეც-ვერსია გამოუშვა, რომელიც V8 ძრავით და ავტომატური კოლოფით აღიჭურვა. ეს ვერსია კომპანიის დაარსებიდან 70 წლის იუბილეს მიეძღვნა და ის მხოლოდ 150 ცალი დამზადდება.

იხილეთ ვიდეო:
ბრიტანელი პენსიონერის ორთქლზე მომუშავე ლენდ როვერი

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ოცნების სახლი მერსედესის მოყვარულთათვის (+ ვიდეო)
Auto Bild


მერსედესი იყიდა, ჭკუა ვერ იყიდა! (+ ვიდეო)
Auto Bild

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად