ავტო-ოსკარის კანდიდატები - იტალიაში ოქროს საჭე 2017-ის ფინალური ეტაპი გაიმართა
ავტო-ოსკარის კანდიდატები - იტალიაში ოქროს საჭე 2017-ის ფინალური ეტაპი გაიმართა
07.10.2017
იტალიაში AUTO BILD-ის ოქროს საჭე 2017-ის ფინალური ტესტები გაიმართა. საავტომობილო ოსკარის ფინალში გასული 20 ავტომობილი AUTO BILD-ის საერთაშორისო ჟიურიმ გატესტა.

ჟიური ტრადიციულად 50-კაციანი იყო და რამდენიმე ჯგუფად გახლდათ დაყოფილი - ავტომობილები ცნობილმა ადამიანებმა, ცნობილმა მექანიკოსებმა, ავტო-დიზაინერებმა, ცნობილმა მრბოლელებმა და AUTO BILD-ის საერთაშორისო გამოცემების მთავარმა რედაქტორებმა გატესტეს და შეაფასეს.

Auto Bild
ბანერზე ”ოქროს საჭე” იმ ყველა ქვეყნის ენაზეა დაწერილი, სადაც ჟურნალი AUTO BILD გამოდის. ასევე ქართულად (მარჯვნივ)

ტრადიციულად, ჟიურის წევრი იყო ქართული AUTO BILD-ის რედაქტორი შალვა ბუაჩიძეც. ტესტები ბალოკოში, “ფიატის” სატესტო ტრეკზე გაიმართა. საბოლოო
შედეგები ნოემბერში გახდება ცნობილი - ოქროს საჭის გალა-დაჯილდოვება ბერლინში გაიმართება.

წელს ფინალში გასული ავტომობილების სია კატეგორიების მიხედვით ასე გამოიყურება:
  • მცირელიტრაჟიანები და კომპაქტები: Volkswagen Polo, Opel Ampera E, Honda Civic, Ford Fiesta
  • საშუალო და მაღალი კლასი: BMW 5er, Kia Stinger, Opel Insignia, Volkswagen Arteon.
  • კომპაქტური SUV-ები: Skoda Karoq, Toyota C-HR, Mitsubishi Eclipse Cross, Jeep Compass.
  • დიდი SUV-ები: Volvo XC60, Audi Q5, Range Rover Velar, Alfa Romeo Stelvio.
  • სპორტული ავტომობილები: Aston Martin DB11, Porsche Panamera Sport Turismo, Lamborghini Huracan Performante, Honda NSX.
იხილეთ ვიდეო: ლამბორგინი Huracan-ის ხმა და სალონი - ოქროს საჭე
2017


იხილეთ ვიდეო: პირველი გასეირნება ლამბორგინი Huracan-ით - ოქროს საჭე 2017

იხილეთ ვიდეო: Honda NSX-ის ტესტ-დრაივი - ოქროს საჭე 2017

იხილეთ ვიდეო: Porsche Panamera Sport Turismo - ოქროს საჭე 2017

ჟიურის შეფასებების მიხედვით, თითო კატეგორიაში თითო გამარჯვებული გამოვლინდება. ასევე ჟიური ცალკე გამოავლენს წლის ულამაზეს ავტომობილს - შეგახსენებთ, რომ შარშან ეს წოდება Alfa Romeo Giulia-მ მოიპოვა.

ახლა კი ნახეთ ვიდეო, როგორ მუშაობს BMW-ს დისტანციური პარკინგის სისტემა:

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად