კადილაკ ელდორადოს ყველა დროის ყველაზე ძვირი ტიუნინგი
კადილაკ ელდორადოს ყველა დროის ყველაზე ძვირი ტიუნინგი
10.08.2017
ტუნინგი ძვირი საქმეა მყიდველისთვისაც და მწარმოებლისთვისაც. თუმცა შედარებით მცირე ბიუჯეტითაც შეიძლება სერიულისგან განსხვავებული ავტომობილის შექმნა. ადრე ტუნინგი არ იყო ბიზნესის პოპულარული მიმდინარეობა, თუმცა მაშინ მომხმრებელი ერთ შასიზე ინდივიდუალური ძარების დაყენებას ეტანებოდა. საქმე იოლი არ იყო, რადგან დიზაინერთა განკარგულებაში არ იყო კომპოზიციური მასალების საოცარი ტექნოლოგია.
  • ამ ავტომობილს, რომელიც ტუნინგის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უძვირესი ნიმუშია, DiDia 150 ჰქვია.
სახელი ავტორის გვარიდან მოდის. ის ტანსაცმლის სტილისტმა, ენრდიუ დიდიამ შეიმუშავა და დაამზადა. მას პროექტი 1953 წელს შეუდგენია, რომლის განხორციელებასაც ოთხი წელი მოანდომა.

Auto Bild

ავტორმა
„დიდია 150-ის“ საფუძვლად „კადილაკ ელდორადო“ გამოიყენა. მის კაპოტქვეშ 6-ლიტრიანი V8 ძრავა ჩადგა, რომელიც ავტომობილს 335 ცხენის ძალით ამარაგებს. მასთან წყვილში 4-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი მუშაობს. თავისი ავტომობილისთვის ენდრიუმ მის მიერ შემუშავებული ალუმინის ძარის დამზადება, ატელიე „კლარკ კაიზერ კასტომზს“ შეუკვეთა.

Auto Bild

იმ დროს ავტომობილებზე ზორბა კილები (თვითმფრინავების სტილის) მოდა იყო, მაგრამ „დიდია 150“ ამ მხრივ გამორჩეულია. ამ ავტომობილს სხვა ბევრი რამეც საინტერესოდ აქვს გადაწყვეტილი. მაგალითად, დიდი ზომის პანორამული შუშები, რადატორის „მტაცემლური“ ცხაურა, რომლის მსგავსი პანელები გვერდებზეც გრძელდება, უკანა დიდრონ ფოსოებში მოთავსებული ფარები, რომლებიც სამხედრო თვითმფრინავის რეაქტიული ძრავების საქშენებს
მოგვაგონებს, წინა ბამპერი, მის ორივე კიდეში განლაგებული პილონებით, რომლებშიც ფარებია მოთავსებული...

„დიდია 150-ის“ სალონი მდიდრულადაა გაწყობილი და ეკიპირებული. მგზავრების კომფორტს კლიმატ კონტროლი ემსახურება. გარდა ამისა, ეკიპირებაში შევიდა წვიმის გადამწოდი, მოხვევის ავტომატური მაჩვენებლები და მძლავრი აუდიო სისტემა.

Auto Bild

ენრდიუ დიდიამ თავისი ქმნილება თავის დროზე, 150 ათას დოლარად შეაფასა, რაც ახლანდელი კურსით, 1.5 მილიონს აღწევს. „დიდია 150“ სწორედ ამ ფასად შეუძენია მომღერალ ბობი დარენს. ის ამ საოცარი ავტომობილით ხშირად გადაადგილდებოდა და ხანდახან მას ავტოშოუებზეც კი გამოფენდა ხოლმე.

ამ ბორბლებიანი სკულპტურის ჩვენებით ბევრი საავტომობილო შოუ იყო დაინტერესებული, რადგან ავტომობილი სამართლიანად ითვლებოდა ვარსკვლავად. 1961 წელს ავტომობილი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზეც კი გამოჩნდა. დარენი „დიდია 150-ით“ ცხრა წელი ამაყობდა, მერე კი ის კერკვუდის საავტომობილო მუზეუმს გადასცა, სადაც ის ამჟამადაც დგას.

Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
ბავშვებს არ აჩვენოთ: ყველაზე საზარელი მერსედესი
Auto Bild


გამხეცებული პრიუსი ბუგატი ვეირონის მონაცემებით
Auto Bild


ყველაზე უცნაური მერსედეს გელენდევაგენი - ფოტოები და ვიდეო
Auto Bild


ნახეთ, რა უქნა არაბმა შეიხმა მუსტანგს… (+ ვიდეო)
Auto Bild


ლეგენდარული ლენდ როვერი ამერიკულად
Auto Bild


ასეთი პობედა ჯერ არ გინახავთ
საბჭოთა კავშირის საავტომობილო სიმბოლო

Auto Bild


ასევე იხილეთ:
შედევრი ძველი ვოლგისგან - საბჭოური მანქანა ამერიკულ სტილში
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
სულ სხვა „ნოლ ტრი“
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ჟიგულის კუპე BMW-ს ძრავით!
Auto Bild


ასევე იხილეთ:
გაიხადეთ ფეხსაცმელი - მერსედესის რუსული ტიუნინგი
Auto Bild


ასევე იხილეთ:
ახალი დიდებული მიკროავტობუსი ბრაბუსისგან
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად