როგორ შეიცვლება ავტოსამყარო - ინტერვიუ კიას და ჰიუნდაის შეფ-დიზაინერთან
როგორ შეიცვლება ავტოსამყარო - ინტერვიუ კიას და ჰიუნდაის შეფ-დიზაინერთან
27.07.2017
პეტერ შრაიერი ის კაცია, ვისაც მთელი საავტომობილო კორეა, უფრო კი ”კია” უნდა უმადლოდეს იმას, რომ
ბოლო დროს კორეულმა ავტომობილებმა დიზაინის (და არა მარტო) კუთხით დაუჯერებელი პროგრესი განიცადეს. შრაიერი ”აუდის” ყოფილი შეფ-დიზაინერია, რომელიც ”კიამ” ”ფოლკსვაგენის” კონცერნიდან რამდენიმე წლის წინათ გადაიბირა და პეტერმაც კორეულ მანქანებს ისეთი პროგრესი განაცდევინა, რომ მალე მთლიანად ”ჰიუნდაი-კიას” კონცერნის შეფად დანიშნეს. AUTO BILD შრაიერს გაესაუბრა.Auto Bild

- რომელ წელში ცხოვრობთ პროფესიული თვალსაზრისით და როგორი მანქანებია მაგ დროში მნიშვნელოვანი?

- 2022 წელში ვცხოვრობ და მაგ დროს ”მაღლა ჯდომა” კიდევ უფრო
მნიშვნელოვანი იქნება. SUV-ები უკვე ყველა კლასში გვეყოლება. ამიტომაც მიმაჩნია Range Rover Evoque Cabrio ძალიან საინტერესო მანქანად.

- დღესდღეობით ”კიას” პირველ რიგში შესანიშნავი გარანტიის გამო ვყიდულობთ. რატომ ვიყიდით 10 წლის შემდეგ?

- აღფრთოვანების გამო. შეხედეთ ”სტინგერს”. ეს ავტომობილი შესანიშნავად გამოხატავს იმას, თუ რა შეგვიძლია და რას ვაპირებთ მომავალში. კარგი დიზაინი ყოველთვის მთავარი იქნება.

- ”კიას” და ”ჰიუნდაის” შეფ-დიზაინერი ხართ. რით უნდა განსხვავდებოდნენ ეს მარკები ერთმანეთისგან?

- ”ჰიუნდაი” ”დედაა”, მას უფრო მწიფე დიზაინი უნდა ჰქონდეს. ”კია” გამომწვევია, უფრო ახალგაზრდული, ახლებური და შეუძლია, მოურიდებელიც იყოს.

- ”სტინგერი” პირველი
ნაბიჯია. როდის შეიძლება დაეწიოთ ”აუდის” და BMW-ს?


- ”სტინგერზე” მუშაობისას მთავარი მოტივაცია კარგი მანქანის შექმნა იყო. ისეთი მანქანის, რომელიც მარკას წინ წასწევდა. ეს მოდელი ჩვენი იმიჯის განმსაზღვრელი უნდა იყოს. ”სტინგერი” ”კიას” იმიჯს მნიშვნელოვნად მაღალ საფეხურზე აიყვანს.

Auto Bild
AUTO BILD-მა 2013 წელს პეტერ შრაიერი ავტოსამყაროს წლის ადამიანად აღიარა და ”ოქროს საჭით” დააჯილდოვა

- ”მაზდას” ჰყავს გასართობი როდსტერი MX-5. ასეთი რამ ”კიასაც” სჭირდება, თუ კაბრიოლეტები უკვე მოდიდან გადავიდა?

- ასეთი პატარა, უკანაამძრაციანი როდსტერის შექმნაზე ყოველთვის ვოცნებობდი. წარმოუდგენელი სულაც არაა, რომ ოდესმე ეს ოცნება ამიხდეს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ უკანაამძრავიანი იყოს მისაღები ფასი ჰქონდეს.

- რომელი მანქანა ან მანქანები იყო მისაბაძი მაგალითი ”სტინგერზე” მუშაობისას?

- სტუდიური მოდელი GT, რომელიც 2011 წელს ვაჩვენეთ. გარდა ამისა, 70-იანი წლების დიდი ”გრან ტურიზმოებითაც” ვიხელმძღვანელე. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მოდელი Maserati Ghibli გახლავთ.

- თქვენი აზრით, რომელი იყო გასული წლის სამი საუკეთესო ავტომობილი დიზაინის თვალსაზრისით?

- ჟენევაში Range Rover Velar-მა მაგრად გამაოცა. ასევე ძალიან მომეწონა VW Arteon და Renault Alpine. ვფიქრობ, რომ დიზაინის თვალსაზრისით ძალიან მაგარ ფორმაშია ”ვოლვო”.

ასევე იხილეთ:
კია უკვე აუდის უტევს!
Kia Stinger Audi S5-ის წინააღმდეგ

Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად