თვითმკვლელობამდე მერსედესი შეუყვარდა - ლინკინ პარკის ფრონტმენი ჩესტერ ბენინგტონი და მისი მანქანები
თვითმკვლელობამდე მერსედესი შეუყვარდა - ლინკინ პარკის ფრონტმენი ჩესტერ ბენინგტონი და მისი მანქანები
25.07.2017
ჯგუფ Linkin Park ფრონტმენმა ჩესტერ ბენინგტონმა ახლახანს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - დეპრესიას და ნარკოდამოკიდებულებას ვერ აჯობა. მუსიკოსი ავტომობილების საკმაოდ მდიდარ კოლექციას ფლობდა და აქ სწორედ ზოგიერთ მათგანს და ავტომობილებისადმი ბენინგტონის დამოკიდებულებას გაგაცნობთ.

მისი პირველი ავტომობილი 1980-იანი წლების ძველი „სუბარუ“ გახდა, რომელსაც ნახევარი მილიონი კილომეტრი ჰქონდა გავლილი. ის მას უფროსმა დამ აჩუქა. მალე თავად შეიძინა ავტომობილი. ეს იყო 1996 წელს გამოშვებული „ჰიუნდაი აქცენტი“. რაც უფრო პოპულარული ხდებოდა ჯგუფი „ლინკინ პარკი“, მის წევრებსაც მეტი შემოსავალი გაუჩნდათ.Auto Bild

ჩესტერმაც „პორშე პანამერა“ შეიძინა და ამ ავტომობილით
დიდხანს დადიოდა. მასში სიმძლავრის და სიჩქარის გარდა, კომფორტსაც აფასებდა. ყოველივეს გამო, ამ ავტომობილით მოგზაურობა უყვარდა. ერთხელ „პანამერასთან“ ერთად, ვაშინგტონიდან სან ფრანცისკომდე იმოგზაურა. „პანამერას“ პარალელურად, მომღერალი ჰიბრიდულ „ჰონდა ინსაითსაც“ ფლობდა, რომლითაც ყოველდღიურად გადაადგილდებოდა. მალე ჩესტერს ტუნინგგავლილი „კრაისლერ PT კრუიზერი“ შეუძენია...

ბოლო დროს კი „ლინკინ პარკის“ ლიდერი AMG-ს ავტომობილების ფანი გახდა, რამაც „მერსედესის“ ბრენდის კეთილი ნების ელჩობამდე მიიყვანა. 163 000 დოლარად შეიძინა „მერსედს G63“, ბენინგტონის ბოლო ავტომობილი კი 510-ცხენისძალიანი „მერსედეს AMG GT S“ იყო, რომელიც ახლახანს, გაზაფხულზე შეიძინა.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი. ბენინგტონს თავადაც შეეძლო ავტომობილების ტუნინგი.
მაგალითად, ჯგუფთან ერთად, 2012 წელს „ჰონდა სივიკზე“ წაიმუშავა, მერე კი სპორტული ბაიკი „ჰონდა CBR250R“ გადააკეთა და ისინი ჯგუფის ორ ფანატს აჩუქა...

ასევე იხილეთ:
ევას ახალი X - ლონგორიას ტესლა შეუყვარდა
Auto Bild


პინკ ფლოიდის დრამერის „წმინდა გრაალი“
Auto Bild


60-იანი წლების ლეგენდარული კუპე: Mercedes 250 SE Coupé
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
,
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად