ქალი და მანქანა - ადრე და ახლა
ქალი და მანქანა - ადრე და ახლა
12.05.2017
თანამედროვე საავტომობილო გამოფენები ლამაზი ქალების გარეშე წარმოუდგენელია. ახალი სერიული და კონცეპტუალური ავტომობილების სანახავად, პავილიონებთან დამთვალიერებლებს ისინიც იზიდავენ. გაჩახჩახებული და სარეკლამო აბრებით აჭრელებული, უამრავი სიახლით სავსე დარბაზების ფონზე, ავტომობილს „დაკარგვის“ საშუალებას სწორედ ისინი არ აძლევენ.

Auto Bild

ლამაზი ქალი და ახალი ავტო ერთმანეთს ავსებენ და რაც მთავარია, პოტენციურ მყიდველს სურვილების მორევში ითრევენ. ალბათ არცთუ იშვიათად, მომავალი მყიდველი სწორედ შოუზე, ლამაზმანის გვერდით მდგარი (ან პირიქით) ავტომობილის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს.

მაგრამ 60-70-იან წლებამდე, ქალი და მანქანა, რეკლამებში და სარეკლამო აქციებში, ერთად იშვიათად ჩნდებოდნენ. ყოველ შემთხვევაში,
ეს გავრცელებული ხერხი არ იყო და გამონაკლისების შემთხვევაში, ქალის როლი ძირითადად, საკმაოდ თავშეკავებული იყო.

იხილეთ ფოტოგალერეა:
ავტოშოუს გოგონები ნახევარი საუკუნის წინ
Auto BildAuto Bild


მიჩნულია, რომ ავტომობილების სარეკლამო ბიზნესში ქალის როლი პირველმა მარჯერი კრევსკიმ ჩართო. ის ნიუ იორკის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სამოდელო სახლში მუშაობდა. ერთხელ ნიუ იორკში გამართულ ავტოშუს დაესწრო და აღმოაჩინა, რომ ახალი ავტომობილების სიმრავლის მიუხედავად, ეს საკმაოდ მოსაწყენი სანახაობა იყო. წარმოდგენას აკლდა გლამური და სექსუალურობა. კრევსკი მაშინვე მიხვდა, რომ ავტომობილს ლამაზი ქალი სხვაგვარად წარმოაჩენდა და ეს კომბინაცია უფრო მეტ მნახველს მიიზიდავდა.

Auto Bild

კრევსკიმ სწრაფად მოქმედება გადაწყვიტა. მან
ჩამოაყალიბა სააგენტო Productions Plus, რომლის მთავარი დანიშნულება, ავტო შოუებზე ავტომობილების რეკლამებში მონაწილეობა გახდა. მან დაიწყო მოდელების აყვანა. მათ ასწავლიდნენ, როგორ უნდა დაეჭირათ თავის ავტომობილის გვერდით. კრევსკიმ აქცენტი სექსუალობასა და თამამ სამოსზე გააკეთა. მან ავტომობილის რეკლამირებისას, ქალის მონაწილეობის სპეცალური მეთოდიკაც შეიმუშავა.

იხილეთ ფოტოგალერეა:
ლამბორგინის გოგონები
Auto BildAuto Bild


და გასაკვირი სულაც არაა, რომ კრევსკის კომპანიას, ავტომობილების რეკლამირების სფეროში დღეს წამყვანი როლი უკავია. მისი სააგენტო შეერთებულ შტატებსა და მთელს მსოფლიოში (პარიზი, ფრანკფურტი, ჟენევა და სხვა) ყველაზე პოპულარული ავტო გამოფენების უცვლელი მონაწილეა. მის კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: „პორშე“, „ნისანი“, „ლექსუსი“, „ტოიოტა“, „ჯენერალ მოტორსი“ და სხვები.

იხილეთ ფოტოგალერეა:
ლექსუსი და ულამაზესი ტოპ-მოდელი
Auto BildAuto Bild


კრევსკიმ თავის საქმიანობას წიგნიც მიუძღვნა - „ქრომირებული იასამანები: ავტო შოუს მოდელების აღუწერელი ხიბლი“. ამჟამად მის სააგენტოს 484 მუდმივი მოდელი ჰყავს, რომლებსაც კრევსკი „პროდუქციის დახვეწილ სპეციალისტებს“ უწოდებს. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, დაახლოებით 200 სხვა „სპეციალისტის“ მოწვევა მოკლევადიანი კონტრაქტებითაც შეუძლია.

იხილეთ ფოტოგალრეა:
პარიზის ავტოშოუს ლამაზმანები
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად