როცა ამერიკულ მანქანაზე იტალიელი დიზაინერი მუშაობს: ჯუჯაროს კორვეტი
როცა ამერიკულ მანქანაზე იტალიელი დიზაინერი მუშაობს: ჯუჯაროს კორვეტი
09.03.2017
ჯორჯეტო ჯუჯაროს სახელი ავტოსამყაროში ძლიერ დაფასებულია. მას არაერთი გამორჩეული პროექტი აქვს შემუშავებული , რომლებსაც ევროპული და აზიური კომპანიებისთვის ქმნიდა. შედარებით იშვიათად, მაგრამ შეკვეთებს ოკეანის გაღმიდანაც ღებულობდა. ერთხელ კი თვით „შევროლე კორვეტის“ მომავლის სტილზეც იმუშავა.

Auto Bild

ეს 2003 წელს მოხდა, როცა მაესტრომ კონცეპტუალური „შევროლე კორვეტ მორაი“ (მორაი იტალიურად მურენას ნიშნავს) შექმნა. ეს მოდელი „კორვეტის“ ბაზარზე გამოსვლიდან ნახევარსაუკუნოვან იუბილეს მიეძღვნა. ჯუჯარომ ამ ავტომობილის ორი ვერსია დაამზადა, რომლებიც გარეგნულად ერთმანეთისგან განსხვავებული იყო.

Auto Bild

თავისი გარეგნობით, „კორვეტ მორაი“ მართლაც მოგვაგონებს ზღვის მტაცებელს, რომლის მსგავსად, გვერდებზე ლაყუჩების
მსგავსი ჭრილები აქვს. დიზაინშიც მურენას მსგავსი, მომრგვალებული ფორმები ჭარბობს. იმავდროულად, შენარჩუნებულია „კორვეტის“ პროპორციები. კონცეპტებს უკან წარწერაც რომ არ ჰქონდეთ, მრგვალი ფარებით მათში მაინც ადვილად ამოიცნობთ „კორვეტს“.

ავტომობილი ორკარიანია. თითოეული კარი ორი ნაწილისგან შედგება - ზედა, სახურავის გამჭვირვალე ნაწილი ზევით იღება, ქვედა კი - ჩვეულებრივ. სახურავი გამჭვირვალეა და ის სამხედრო თვითმფრინავის სანთელს გაგახსენებთ. ინტერიერი ტყავით და ალუმინით არის გაწყობილი. მაჩვენებლების დაფის როლს ციფრული ეკრანი ასრულებს.

Auto Bild

ორივე კონცეპტუალური ავტომობილი „კორვეტ C5-ის“ ბაზაზე აიგო. ორივე 6.0-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 400 ცხენის ძალაა. ძრავთან წყვილში კი ავტომატური
გადაცემათა კოლოფი მუშაობს.

კონცეპტუალურ ავტომობილებს არ ჰქონიათ იმის პრეტენზია, რომ სერიულ მოდელებად გარდაქმნილიყვნენ. თუმცა შემდეგი თაობის „კორვეტს“, „მორაისგან“ გარკვეული ელემენტები მაინც გამოჰყვა...

Auto Bild

ასევე იხილეთ:
მხეცი, ნადირი, ტყიდან გამოვარდნილი...
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ასეთი კორვეტი ნანახი არ გექნებათ...
Auto Bild


ასევე იხილეთ:
თინეიჯერების ოცნება ძველი როკერის წინააღმდეგ
Auto Bild


ჯო ბაიდენმა ჯეი ლენო 67 წლის კორვეტით გაასეირნა (+ VIDEO)
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად