პლეიბოის მოდელის ფორმულა 1: მეგობრობა ჩემპიონთან
პლეიბოის მოდელის ფორმულა 1: მეგობრობა ჩემპიონთან
28.02.2017
ჯერ ერთი წელი არაა, რაც ფორმულა 1-ის 2009 წლის ჩემპიონი ჯენსონ ბატონი და ”პლეიბოის” მოდელი ბრიტნი უორდი ერთად არიან. 37 წლის ბატონმა ახლახან დაასრულა თავისი სარბოლო კარიერა, 25 წლის ბრიტნი კი საკუთარი კარიერის ზენიტშია.
Auto BildAuto Bild
ახლახან სოციალურ მედიაში უორდის ახალი ფოტოები გავრცელდა. ბოლო დროს ბევრი ბრენდი თავის საცურაო ფორმის ზედას და ქვედას ცალ-ცალკე ყიდის - ასე მყიდველს მეტი მრავალფეროვნების და საკუთარი გემოვნებით შეხამების საშუალება ეძლევა. და სწორედ ასეთი შერეული ფორმის სარეკლამო ფოტო სესიისთვის იხმეს უორდი.

რაც შეეხება ჯენსონ ბატონს, ფორმულა 1-ში
მისი კარიერა 2000 წელს დაიწყო. ბრიტანელმა მრბოლმა „მაკლარენის“, „ბრაუნ GP-ს“, „BAR ჰონდას“, „ბენეტონის“, „რენოს“ და „უილიამსის“ ბოლიდებით, სულ 305 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, მათგან 15 მოიგო, 50-ჯერ ავდა კვარცხლბეკზე, 8 რბოლა პოულ პოზიციიდან დაიწყო, 8 რბოლაში უსწრაფესი წრე დააფიქსირა და სულ 1235 ქულა დააგროვა.

ბატონმა 2014 წელს ჯესიკა მიჩიბატაზე იქორწინა, რომელთანაც ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებდა, მაგრამ ერთად მხოლოდ ერთი წელი გაძლეს. დაშორებიდან სამი თვის შემდეგ კი ჯენსონი ბრიტნის დაუმეგობრდა... ახლა კი გაიცანით ბატონის გოგო უფრო ახლოს.

დაათვალიერეთ ბრიტნი უორდის საუკეთესო ფოტოები
იხილეთ ფოტოგალერეა: ბატონის გოგო

Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად