გურმანებისთვის: კლასიკური ლენდ როვერი 50 000 ევროდ
გურმანებისთვის: კლასიკური ლენდ როვერი 50 000 ევროდ
31.01.2017
„ლენდ როვერ დეფენდერი“ განსაკუთრებული ავტომობილია - ცოცხალი კლასიკა, რომელიც ყველა ტიპის მომხმარებლისთვის სასურველი მანქანაა. ის მოსწონთ სოფელშიც და ქალაქშიც, გრუნტიან გზებზე მოძრაობის მოყვარულებსაც და ასფალტის ჭიებსაც. მიზეზი მარტივია - ეს უხეში გარეგნობის და სპარტანული ეკიპირების მქონე ავტომობილი ლეგენდად იქცა.

Auto Bild

ბრიტანულმა კომპანიამ კლასიკური „დეფენდერის“ წარმოება შარშან ამ დროს გააჩერა და წარმოებისთვის უკვე ამზადებს სრულიად ახალ მოდელს, რომლის შემუშავებაც გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობს.

► სანამ ახალი მოდელი ბაზარზე გამოვა, ძველი და მისი ვერსიები, აქტუალობას არ კარგავენ.

ამ ფოტოებზე გამოსახული ავტომობილიც - Land Rover
D90 Heritage „მცველის“ ერთ-ერთი ასეთი ვერსიაა. ის 2009 წელსაა გამოშვებული და უკვე მოასწრო 25 000 კილომეტრის გავლა, რაც ბევრი არ არის. ავტომობილი ვებგვერდ Coolnvintage.com-ზეა წარმოდგენილი, სადაც ფასად 49 000 ევრო ადევს. გამყიდველი ათქულიანი სისტემით მას 9 ქულას ანიჭებს.

Auto Bild

გარეგნულად ისევე გამოიყურება, როგორიც კონვეიერიდან ჩამოსვლისას იყო. მისი ინტერიერი კი ტყავით გაუწყვიათ. გადაცემათა გადამრთველი ბერკეტიც კი მთლიანად ტყავშია გახვეული და გადაცემების სქემაც ტყავზევე აქვს ამოტვიფრული. ეს ეგზემპლარი იმ ადამიანებისთვსაა, ვინც საკუთარ კომფორტზე გაუვალ გზებზე მოძრაობის დროსაც ზრუნავს.

Auto Bild

ავტომობილი „ფორდის“ წარმოების 2.4-ლიტრიანი დიზელითაა აღჭურვილი, რომელთან წყვილშიც 6-საფეხურიანი მექანიკური
კოლოფი მუშაობს. მოდება ოთხივე ბორბალზეა, რომლებიც „გუდიარის“ წარმოების მკვეთრად პროფილირებული, უგზოობის საბურავებითაა შემოსილი.

Auto Bild
Auto Bild
Auto Bild

ასევე დაგაინტერესებთ:
რენჯ როვერის ექსტრემალური დაშვება
ალპების სახიფათო ფერდობზე (+ VIDEO)

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
ახალი დისკო (თითქმის) ყველაფრისთვის მზადაა!
Auto Bild


როგორი იქნება Range Rover Sport Coupé?
Auto Bild


როგორი იქნება ახალი ლენდ როვერ დეფენდერი?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
მდიდრებო, მდიდრებო, სად ხართ?
Auto Bild


მერსედესის, ბენტლის და რენჯ როვერის სუპერ-SUV-ების შედარება
Auto Bild


GOODBYE, MY FRIEND!
ვემშვიდობებით Land Rover Defender-ს
Auto Bild


ლენდ როვერ დეფენდერის სუპერ-ზონდერი
Auto Bild


იხილეთ გალერეა:
Land Rover Defender-ის ზონდერმოდელები

Auto Bild


ასეთი იქნება მომავალი დეფენდერი?
Auto Bild


ასევე იხილეთ:
რა შეუძლია Range Rover-კაბრიოლეტს? (+ VIDEO)
Auto Bild


ლენდ როვერის ”დისკო” თუ Mercedes GLC?
Auto Bild


რენჯ როვერი ასეთი მრისხანე აქამდე არასდროს ყოფილა
Auto Bild


სმარტფონი მართავს რენჯ როვერს! (+ VIDEO)
Auto Bild


რენჯ როვერი გააპიკაპეს...
Auto Bild


დედოფლის ახალი რენჯ როვერი
Auto Bild


10 ყველაზე სწრაფი SUV
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად