გოძილაზე ძლიერი? ახალი Honda NSX VS Nissan GT-R (+ VIDEO)
გოძილაზე ძლიერი? ახალი Honda NSX VS Nissan GT-R (+ VIDEO)
24.05.2018
ორივე განუმეორებელი სპორტქარია - GT-R-იც და NSX-იც. ეს უკანასნელი ”ჰონდამ” ახლა სრულიად განაახლა და ჩვენ ეს ორივე ცხოველი ერთმანეთს შევაჯიბრეთ. გამარჯვებული მხოლოდ ერთი უნდა იყოს!

გოძილასთან ბრძოლა, რბილად რომ ვთქვათ, ადვილი არ არის. ამაში დაგვეთანხმება ყველა, ვისაც ლეგენდარული ფილმი უნახავს. მიუხედავად იმისა, რომ ურჩხული და მონსტრი იყო, მაინც ყველას უყვარდა. ჩვენ კი, ავტომოყვარულებს, ჩვენი საკუთარი გოძილა გვყავს - ყველამ, ვისაც მანქანებში რამე გაეგება, იცის, რომ ”გოძილას” Nissan GT-R-ს ვუწოდებთ. იმიტომ, რომ თავის მხრივ ისიც ძალიან ძლიერია, ისიც მონსტრი და ურჩხულია,
მასთან ბრძოლაც უკიდურესად ძნელია, მაგრამ მაინც ყველას უყვარს და ყველა აფასებს. ავტომოყვარული, რომელიც Nissan GT-R-ს არ აფასებს, თვითონაც არ იმსახურებს დაფასებას. ეს ისეთივე მარტივია, როგორც ის, რომ ორჯერ ორი არის...

Auto Bild
”ჰონდას” ერთბაშად ოთხი მოტორი აქვს. ასეთი მიდგომა ძალიან ეფექტიანია

დღეს, 2016 წელს გოძილა უკვე ძლიერ შეცვლილია. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ ტელეეკრანებიდან კი აღარ გვაშინებს, არამედ რეალურია და ქუჩებში დარბის. ახლა გოძილას უკვე 570 ცხენის ძალა აქვს და ბევრი რომ აღარ ვილაპარაკოთ, ბოლოს და ბოლოს, ”გოძილა” მხოლოდ და მხოლოდ მეტსახელია და მეტი არაფერი. რეალურად კი, როგორც
უკვე ვთქვით, Nissan GT-R ჰქვია. ეს არის სპორტული ტრასების მონსტრი, რომელიც ”პორშეს” უკანალზე კბენს და BMW-ს მოყვარულებს ფრჩხილებს აკვნეტინებს. იმიტომ, რომ ეს არის უკიდურესად ბრახიალური ბოლიდი იაპონიიდან. იაპონელებმა კი, ხომ იცით, თუ საქმეს მოჰკიდეს ხელი, თავს არ ზოგავენ, რომ კარგი გამოუვიდეთ.

Auto Bild
”გოძილა” Nissan GT-R - აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი ორივეს შემთხვევაში 0,26 გახლავთ

თუმცა ახლა უკვე ის დროა, როცა ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ეს იმიტომ, რომ ”ჰონდამ”, სპორტული ავტომობილების იაპონურმა სპეციალისტმა, სრულიად ახალი NSX გამოუშვა. და ჩვენც, სანამ ტესტ-დრაივს დავიწყებდეთ, თამამად ვფიქრობთ, რომ ახალი Honda NSX სწორედ ის ავტომობილია, რომელსაც შეუძლია, Nissan GT-R-ს მძლავრი პანღური უთავაზოს. თუმცა აქ ერთი რამეც უნდა ვთქვათ: ახალი Honda NSX უფრო კეთილი ანგელოზია, ვიდრე ნეანდერტალერი და თავისი შუაში განთავსებული ძრავით, ვიზუალურად უფრო სუპერსპორტული ავტომობილია, ვიდრე საბრძოლო ჰაუბიცა. და აქვე ჩნდება ლეგიტიმური კითხვაც: როგორ უნდა გაუძლოს NSX-მა ისეთი მოიერიშე საბრძოლო ბოლიდის დარტყმებს, როგორიცაა GT-R? ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება არსებობდეს: ტექნიკით.

Auto Bild
Honda NSX: 581 ცხენის ძალა; 185 000 ევროდან

ისევე, როგორც ”ნისანი”, პრინციპში ”ჰონდაც” სრულამძრავიანია. თუმცა NSX ძალას მხოლოდ ძრავიდან არ იყენებს - წინ მას ორი 37-37-ცხენისძალიანი ელექტრომოტორი აქვს. უკანა ღერძზე და მის თვლებზე კი V6 Biturbo ზრუნავს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბენზინის ძრავასაც ჰყავს თავისი ელექტროდამხმარე: მუხლა ლილვს თან ახლავს 48-ცხენისძალიანი ელექტროაგრეგატი.

Auto Bild
Nissan GT-R: 570 ცხენის ძალა; 99 900 ევროდან

”ნისანი” ამ მხრივ უფრო მარტივი და თავაზიანია: Transaxle-პრინციპს თავი რომ დავანებოთ (გადაცემათა კოლოფი უკან), GT-R-ში ორმაგად ტურბირებული V6 ძრავა ბობოქრობს. და, რა თქმა უნდა, ”გოძილაც” სრულამძრავიანია. უფრო სწორად, სწორედ ”გოძილას” აქვს სერიოზული სრული ამძრაობა, თორემ NSX-ზე ხომ უკვე მოგახსენეთ. უფრო კონკრეტულად: თუკი ”ჰონდას” წინა თვლებით მხოლოდ ფხაჭნა შეუძლია, ”ნისანი” წინა ღერძისკენ ძალის მაქსიმუმ 50 პროცენტს ანაწილებს! მოსახვევიდან გამოსვლისას ამას თავისი უპირატესობა აქვს, მაგრამ სწრაფ მოსახვევებში გარეთ მიიწევს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, NSX-თან შედარებით GT-R უფრო მძიმედ მოგეჩვენება.

Auto Bild
HONDA: ცენტრალურ კონსოლზეა გადაცემათა კოლოფის და სვლის რეჟიმების ღილაკები. მთავარია სიამოვნება Track-რეჟიმში გელით

NSX კი ისე დარბის, როგორც უკანამძრავიან სპორტულ ავტომობილს შეეფერება. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში: რა თქმა უნდა, ჭარბ მობრუნებადობას (oversteer). ამრიგად, მოხვევისას ოდნავ ზედმეტიც რომ მოგივიდეს, ”ჰონდა” უკანალს მოიქნევს. მაგრამ პროცესში ეს ჭარბი მობრუნებადობა ერთობ სასიამოვნოა.

Auto Bild
NISSAN: ნაცნობი კოკპიტი საჭის ბერკეტებით, რომლებიც საჭესთან ერთად ტრიალებენ. ტრეკზე ეს კარგი უპრატესობაა

ქებას იმსახურებს ამძრაობის მთლიანი პაკეტიც. ძრავას 7500 ბრუნზე მეტიც შეუძლია, ბრძოლისთვის ყოველთვის სრულ მზადყოფნაშია, უკანა ელექტრომოტორი კი ტურბოს ხვრელს აბალანსებს. ამრიგად, გაზის მიცემისას ”ჰონდას” 3,5-ლიტრიანი ძრავა ისე მოქმედებს, გეგონება, გიგანტური არმოსფერული აგრეგატი იყოს. ამას ემატება უშეცდომო 9-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი, რომელიც ძრავასთან იდეალურად თანამშრომლობს. ტექნიკით-მეთქი, ხომ გითხარით?

Auto BildAuto Bild
Honda: 11 500-ევროიანი კარბონ-კერამიკული სისტემა, 380 მმ
Nissan: ფოლადის დისკები, 390 მმ დიამეტრით


თანაც, ”ჰონდა” არც ისეთი ხარბია, როგორც ახლა იფიქრეთ. ასეთი მძლავრი სუპერსპორტული ავტომობილის საწვავის საშუალო ხარჯი მხოლოდ 10,3 ლიტრია. ”ნისანს” კი, საშუალოდ, მინიმუმ 2,5 ლიტრით მეტი სჭირდება. გარდა ამისა, GT-R-ის V6 ძრავას ”ჰონდაზე” ნაკლებად შთამბეჭდავი ჟღერადობა აქვს. თუმცა GT-R-ის ფანების გასახარად ვიტყვით, რომ სუბიექტურად რომ მიუდგე, ის უფრო მეტადაა მონსტრი და 300 კმ/სთ-ზე მეტით შეშლილივით მიქრის. უბრალოდ, ”გოძილას” არ შეუძლია მოსახვევების ისე სწრაფად გავლა, როგორც ახალ Honda NSX-ს. იმედია, არ გაგვიბრაზდება...

Auto Bild
მსუბუქი ცეკვა: მიუხედავად სრული ამძრაობისა, მაინც დრიფტის ექსპერტია

Auto Bild
სქელი მაყუჩები, დიდი სპოილერი და 315 კმ/სთ!

დასკვნა: ჰონდას შეუძლია გოძილას შეჩერება!

მართალია, NSX-მა GT-R-ს მხოლოდ ოდნავ გაასწრო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დუელში ”გოძილა” დამარცხებულია. ახალი Honda NSX-ს ეხერხება ყველაფერი, რაც საოცნებო სპორტულ ავტომობილს უნდა გამოსდიოდეს და კონტიდრომზე თავის მეტოქეს აჯობა კიდეც, მაგრამ საქმე ისიცაა, რომ ”ჰონდა” დაახლოებით ორჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე Nissan GT-R. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ”გოძილას” ფანები NSX-ზე ვერ დაფიქრდებიან, ეს უკანასკნელი GT-R-ს კლიენტებს ვერ წაართმევს.
იან ჰორნი, მირკო მენკე
Auto Bild
Auto Bild

იხილეთ ვიდეო:


ასევე იხილეთ:
მოთვინიერებული მხეცი: McLaren 570GT
Auto Bild


გერმანია, იაპონია, თუ ამერიკა? სამი მონსტრი დრაგზე! (+ VIDEO)
Auto Bild


პირველი პაემანი ახალი ბუგატის 1500 ცხენთან! (+ VIDEO)
Auto Bild


ნისანის მონსტრი განახლებულია: ესეც ახალი GT-R Nismo
Auto Bild


ყველა დროის ყველაზე სწრაფი დრიფტი: Nissan GT-R (+ VIDEO)
Auto Bild


შეიხების უძვირფასესი მანქანები (+ ფოტოგალერეა)
Auto Bild


2000-ცხენისძალიანი დუელი: ფერარიმ ბუგატის გაასწრო! (+VIDEO)
Auto Bild


ახალი რეკორდი: ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტი მსოფლიოში (+ VIDEO)
Auto Bild


ახალი Porsche 911-ის 11 საიდუმლო
Auto Bild


ყველა დროის ყველაზე მძლავრი 911 Turbo
Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
5 საუკეთესო ჰიპერქარი დღესდღეობით
Auto Bild


ყველაზე სწრაფები მსოფლიოში
Auto Bild


რუსებმა ძველი ვოლგა პორშესთან ”შეაჯვარეს”...
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად