ასე ანებივრებს ძრავის ზეთების მწარმოებელი კომპანია თავის კლიენტებს
ასე ანებივრებს ძრავის ზეთების მწარმოებელი კომპანია თავის კლიენტებს
04.11.2016
საავტომობილო ზეთების გერმანული მწარმოებელი Liqui Moly თავის VIP-მომხმარებლებს ყოველი წლის ბოლოს ახალი წლის შესანიშნავი კალენდრით ანებივრებს ხოლმე. Liqui Moly-ს ეროტიკულ კალენდარს, რომელშიც ყოველთვის ექსკლუზიურ ავტომობილებსა და მშვენიერ გოგონებს ვხედავთ ხოლმე, დიდი ტრადიციები აქვს.

გერმანელებმა ახლახან ახალი, 2017 წლის კალენდარი წარმოადგინეს, რომელშიც 12-ის ნაცვლად, 13 თვეა მოცემული (მომავალი წლის თვეებს პლუს 2016 წლის დეკემბერი) და თითოეული თვე ორ-ორი ფოტო-მოტივითაა წარმოდგენილი.

გალერეაში Liqui Moly-ს ახალი კალენდრის ფოტო-მოტივებს ექსკლუზიურად გაეცნობით. აქვე ვთქვათ, რომ გადაღებები გერმანიის ორ ქალაქში, ულმსა და ზაარლუისში მიმდინარეობდა. ცნობისათვის, ულმში
Liqui Moly-ს სათაო ოფისი მდებარეობს, ზაარლუისში კი - ქარხანა. ფოტოსესიაში ამჯერად 14-მა უმშვენიერესმა მოდელმა მიიღო მონაწილეობა.

იხილეთ ფოტოგალერეა:
საუკეთესო ფოტოები Liqui Moly-ს ახალი კალენდრიდან

Auto Bild


ასევე დაგაინტერესებთ:
მის ტიუნინგ 2017 - ფოტოსესია
Auto Bild


სილამაზე ამერიკულად 2017
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად