Playboy-ს წლის გოგო: იუჯინა ვაშინგტონი
Playboy-ს წლის გოგო: იუჯინა ვაშინგტონი
16.05.2016
გაიცანით: იუჯინა ვაშინგტონი - წლის გოგო Playboy-ს ვერსიით და მისი ახალი ავტომობილი. იუჯინას ახალთახალი Fiat 124 Spider სწორედ იმის გამო აჩუქეს, რომ წლის გოგო გახდა. და ავტომობილთან ერთად, გადასცეს 100 000 ამერიკული დოლარიც.

Auto Bild

აქვე ისიც ვთქვათ, რომ იუჯინა Playboy-ს ყოველწლიური კონკურსის რიგით მესამე ფერადკანიანი გამარჯვებულია. აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი ჟურნალისთვის პირველად 2015 წლის ზამთარში გადაიღეს. საინტერესოა ისიც, რომ იუჯინა უკანასკნელი წლის გოგოა, რომელსაც Playboy-მ შიშველი ფოტოები გადაუღო - როგორც იცით, ჟურნალმა შეწყვიტა შიშველი ფოტოების გამოქვეყნება (ამ ტრადიციას მხოლოდ გერმანული Playboy
აგრძელებს.

Auto Bild

რაც შეეხება ავტომობილს (თუკი ამ გოგოს ფონზე მანქანა ვინმეს აინტერესებს): იუჯინა ვაშინგტონმა 124 Spider-ის Lusso ვერსია მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანა წარმოდგენილია ტყავის სავარძლებით გათბობის ფუნქციით და მულტიმედია სისტემით, რომელსაც 7-დუიმიანი სენსორული ეკრანი აქვს. კაპოტის ქვეშ კი 1,4-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი MultiAir-აგრეგატი მუშაობს, რომლის სიმძლავრე 160 ცხენის ძალაა. იმედია, მშვენიერ იუჯინას ეს მანქანა მოეწონება...

იხილეთ ფოტოგალერეა:
Playboy-ს წლის გოგო: იუჯინა ვაშინგტონი

Auto Bild

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად