ულამაზესი ფოტოსესია ლექსუსთან ერთად
ულამაზესი ფოტოსესია ლექსუსთან ერთად
07.03.2016
ეს ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოსესიაა, რაც კი საავტომობილო თემაზე შექმნილა. Sport Illustrated-ის მოდელმა ჰაილი კლაუსონმა ახალ Lexus RX-თან მართლაც შესანიშნავი ფოტოები გადაიღო. ფოტოგრაფი კი ცნობილი ნინო მუნიოსი გახლდათ. ქვემოთ ვიდეოსაც ნახავთ!

Sport Illustrated-მა ამ ფოტოსესიით დაამტკიცა, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ულამაზესი გოგონები მხოლოდ სპორტულ ავტომობილებთან ან სუპერქარებთან გადაიღო. თურმე შესაძლებელი ყოფილა, რომ ფოტოსესია ქროსოვერთანაც მშვენიერი გამოვიდეს. ცხადია, ამისათვის ისიც აუცილებელია, რომ ქროსოვერი განსაკუთრებით მოხდენილი იყოს - ახალი Lexus RX კი სწორედ ასეთი SUV-ია!

Auto Bild

ფოტოები ცნობილმა ფოტოგრაფმა, ნინო მუნიოსმა გადაიღო. აღსანიშნავია,
რომ კლაუსონი არ არის პირველი ცნობილი ადამიანი, ვინც Lexus RX-ს გვაწონებს. ავტომობილის სარეკლამო კამპანიაში ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯუდ ლოუც მონაწილეობდა.

Lexus RX ჰიბრიდული ქროსოვერია. აქვს 3,5-ლიტრიანი V6 ძრავა და ორი ელექტრომოტორი. მისი სისტემური სიმძლავრე 313 ცხენის ძალაა.

დაათვალიერეთ ფოტოები
Auto Bild

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად