საპონია, თუ ფერარი? მილიონნახევრად კი იყიდება და...
საპონია, თუ ფერარი? მილიონნახევრად კი იყიდება და...
29.06.2015
ამ ”ფერარის” დანახვაზე ბევრს შეიძლება გული შეუწუხდეს. ამდენი შუშა და საპონივით გარეგნობა ”ფერარისთვის” სულაც არაა დამახასიათებელი , მაგრამ ის არსებობს - დიახ, არსებობს და ახლა იყიდება კიდეც.

შევეშვათ გარეგნობას - ეს ”ფერარი” პირველ რიგში იმითაა საინტერესო, რომ ერთადერთია. საბედნიეროდ, ერთადერთია! რატომ საბედნიეროდ? იმიტომ, რომ Testa D'Oro Colani სილამაზის კონკურსზე ნაღდად ვერ გაიმარჯვებდა! ის სრულად და მხოლოდ სისწრაფეზეა ორიენტირებული და სხვა, ბევრისთვის უფრო მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მოგებული.

Auto Bild

ეს არის მანქანა, რომელიც დიზაინის ექსცენტრიკმა, ლუიჯი კოლანიმ 1989 წელს შექმნა და იმდენი მოახერხა,
რომ ეს ”ფერარი” თავის დროზე ყველაზე სწრაფი ”ფერარი” იყო! 1991 წელს ამ მანქანამ იუტაში (აშშ) ზუსტად 351 კმ/სთ განავითარა!

შედარებისთვის: მაშინ ”ფერარის” ყველაზე სწრაფი სერიული მოდელი F40 გახლდათ, რომელიც 325 კმ/სთ-ს ახერხებდა. და თვით შემდგომი მოდელი, F50-იც (1995) კი არ იყო Testa D'Oro Colani-ზე სწრაფი.

Auto Bild
სპიდომეტრი ცოტა ზედმეტად ოპტიმისტია - ეს "ფერარი" 351 კმ/სთ-ს ავითარებდა

ლუიჯის მიერ გადაკეთებული ”ფერარი” თავის დროზე Ferrari Testarossa იყო, მაგრამ ამ პატივცემულმა დიზაინერმა ინტერიერზე და ექსტერიერზე ისე რადიკალურად იმუშავა, რომ ფაქტობრივად ძველი აღარაფერი დატოვა. თვით Testarossa-ს 12-ცილინდრიანი და 390-ცხენისძალიანი ძრავაც
კი გადაამუშავეს და სიმძლავრე თითქმის გააორმაგეს - 750 ცხენის ძალა!

ახლა კი, ეს საპნის მსგავსი და ერთადერთი ”ფერარი” იყიდება. მას Purosangue Maranello ყიდის. 1,5 მილიონ ევროდ.

Auto Bild

ასევე იხილეთ:

ფერარი და ქალები
Auto Bild


სპორტქარები 1000-ზე მეტი ცხენის ძალით
Auto Bild



ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად