მეფეების და ტირანების მანქანები
მეფეების და ტირანების მანქანები
26.06.2015
ჰიმლერის, ნიკოლოზ II-ს და ფრანკოს ავტომობილები იყიდება!

ავტოპორტალ Autoscout24-ზე ხშირად ძალიან საინტერესო ავტომობილები იყიდება ხოლმე. ჩვეულებრივი განცხადებების გარდა, ამ პორტალზე შეიძლება რომელიმე მონარქის ან სუპერვარსკვლავის მანქანასაც კი წააწყდე - ცხადია, რომ ასეთ განსაკუთრებულ ავტომობილებს ფასიც განსაკუთრებული აქვთ.

მაგალითად, ახლა Autoscout24-ზე თვით ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთი ლიდერის, SS-ის რაიხსფიურერ ჰაინრიხ ჰიმლერის ავტომობილიც კი იყიდება. და არა მარტო ჰიმლერის...

ჰაინრიხ ჰიმლერის Wanderer

Auto BildAuto Bild

ეს გახლავთ 1939 წელს გამოშვებული 4-ადგილიანი ავტომობილი, 3-ლიტრიანი ძრავით და 65 ცხენის ძალით. მანქანას 63 500 კილომეტრი აქვს გავლილი. ეს არის
ყველგანმავალი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთშიცაა ნამყოფი.

ჰიმლერის მანქანა ნამდვილი რარიტეტია. გამყიდველის ინფორმაციით, 1939 წელს გამოშვებული Wanderer თავიდან ადოლფ ჰიტლერს ემსახურებოდა, მოგვიანებით კი SS-ის რაიხსფიურერსა და გესტაპოს შეფს, ჰაინრიხ ჰიმლერს გადაეცა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ყველგანმავალი 1991 წლამდე ლატვიაში, რიგის მუზეუმში იდგა. ფასი: 500 000 ევრო.

რუსეთის უკანასკნელი მეფის, ნიკოლოზ II-ს როლს-როისი

Auto BildAuto Bild

გამყიდველი წერს, რომ ეს ავტომობილი დიდხანს მიიჩნეოდა დაკარგულად და ახლა ისევ იპოვნეს: ”ეს არის მანქანა, რომელიც ”როლს-როისმა” სპეციალური შეკვეთის საფუძველზე შექმნა ნომრით 9AD და რუსეთს 1914 წელს გადასცა.”

ეს არის Rolls-Royce
Silver Ghost, რომლითაც რუსეთის უკანასნელი მეფე, ნიკოლოზ II სარგებლობდა. ამჟამად ეს ”როლს-როისი” 6,5 მილიონ ევროდ იყიდება. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ II რუსეთის უკანასნელი მეფე იყო, რომელიც 1918 წლის 17 ივლისს, რევოლუციონერებმა თავის ოჯახთან ერთად მოკლეს.

ფრანკოს მერსედესი

Auto BildAuto Bild

ეს ”მერსედესი” (W186) ადენაუერის ბენცის სახელიტ გახდა ცნობილი, თუმცა ამ ლუქს-ლიმუზინს სხვა, გაცილებით ნაკლებად დემოკრატიული პოლიტიკოსებიც იყენებდნენ. მაგალითად, აი, ეს წითელი ეგზემპლარი, რომელიც 1952 წელსაა გამოშვებული, 7 წლის მანძილზე ემსახურებოდა ესპანეთის დიქტატორ ფრანკოს. გამყიდველი წერს, რომ ავტომობილი იდეალურ მდგომარეობაშია და მის სანაცვლოდ 98 850 ევროს ითხოვს.

ასევე იხილეთ:
ობამას კადილაკი, პუტინის მერსედესი, მერკელის აუდი...

Auto Bild


დედოფლის ახალი რენჯ როვერი
Auto Bild

ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად