უიშვიათესი მაზერატი აუქციონზე გაიყიდება
უიშვიათესი მაზერატი აუქციონზე გაიყიდება
24.06.2015
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და გადასარევი ავტომობილი მათ შორის, რაც კი ოდესმე შექმნილა - Maserati Boomerang , რომელიც სექტემბერში აუქციონზე უნდა გაიყიდოს.

Auto Bild

”მაზერატიმ” ეს ავტომობილი საზოგადოებას პირველად 1972 წელს, ტურინში, მერე კი, 1973 წლის დასაწყისში, ჟენევის ავტოშოუზე წარუდგინა და რა გასავირია, რომ Maserati Boomerang-ს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. საქმე იმაშია, რომ ასეთი რადიკალური დიზაინის მქონე ავტომობილი მსოფლიოს მანამდე არასდროს ენახა. შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ალბათ საბურავებსაც ოთხკუთხედს დაუყენებდნენ... თუმცა ისიც საკმარისია, რომ მანქანას უფრო მეტი მინა ჰქონდა, ვიდრე აკვარიუმს და საზოგადოების
წინაშე ისეთი ინტერიერით წარსდგა, ხალხს თმები ყალყზე უდგებოდა. აქვე ვთქვათ, რომ ეს მანქანა შექმნა ჯორჯეტო ჯუჯარომ, რომელმაც ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ მსოფლიოს პირველი ”ფოლკსვაგენ გოლფიც” აჩუქა.

Auto Bild
Auto Bild

პირველი ეგზემპლარი მხოლოდ საჩვენებელი მოდელი იყო და არ დადიოდა, მერე კი სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს და ერთადერთ ეგზემპლარს, რომელიც 5 სექტემბერს აუქციონზე გაიყიდება, 310 ცხენის ძალა აქვს და მაქსიმუმ 300 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. აუქციონზე ამ ავტომობილის სანაცვლოდ ექსპერტები 3-დან 4 მილიონამდე ევროს ელოდებიან...

იხილეთ ფოტოგალერეა:
ავტომობილები, რომლებიც აუცილებლად უნდა გიყვარდეს
Auto Bild

ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად